აფხაზეთში მანდარინს  რუსები და უკრაინელები ერთად კრეფენ

აფხაზეთში მანდარინს რუსები და უკრაინელები ერთად კრეფენ

access_time2018-12-06 19:00:00


გაზეთ «Комсомольская правда» - ს კორესპონდენტი დაინტერესდა აფხაზეთში ციტრუსების კრეფის პროცესით და არაღიარებულ რესპუბლიკაში როგორც რიგითი მუშა ჩავიდა. თავისი შთაბეჭდილებები კი სტატიაში აღწერა.


...მოსკოვში მთელს შავ სამუშაოს ძირითადად  სამხრეთელები ასრულებენ, აფხაზეთში კი პირიქით - არ შემხვედრია არც ერთი აფხაზი, რომელიც  მანდარინს კრეფდა.


„რაში მჭირდება ასეთი სამუშაო, თანაც ასეთი ანაზღაურებით მე სხვა რამეს მოვძებნი, თუ არ მომწონს - წავალ და კიდევ რამეს ვნახავ. შემიძლია საერთოდაც არ ვიმუშაო - საკურორტო სეზონის მანძილზე შევაგროვებ საკმარის თანხას, რომელიც მეყოფა შემდეგ სეზონამდე,“ - ამბობს ერთ-ერთი აფხაზი და ეს არის აქაურების აზრი.


დონეცკიდან, ლუგანსკიდან და უშუალოდ რუსეთიდან ჩამოსულების გარდა, აქ მანდარინის პლანტაციებში მუშაობენ ადგილობრივი რუსებიც - აფხაზებისგან განსხვავებით, მათ არა აქვთ მიწების აღების საშუალება, შესაბამისად, სხვა გზაც არ დარჩენიათ.


ჩემს გვერდით მუშაობდა ორი და ლუგანსკიდან და, საერთოდაც, ბრიგადაში უმეტესობა, სწორედ დონეცკიდან და ლუგანსკიდან იყვნენ.


„რატომ ჩამოვედით აქ? იცით იქ რა ხელფასები გვაქვს? 5000 რუბლი, თანაც კარგ შეთხვევაში, თუ გაგიმართლა. ფასები კი მოსკოვურია. აქ კი, თუ არ ზარმაცობ, რაღაცას მაინც გამოიმუშავებს ისე, რომ ცოტა ხნით გეყოს,“ - ამბობს ერთ-ერთი ლუგანსკელი მუშა.


მიგრანტი მუშები იხდიან 200 რუბლს დღეში ერთ ოთახში კერძო სახლში, საიდანაც მანდარინის პლანტაციამდე 15 წუთის ფეხით სავალი გზაა.


თითო ხე იძლევა დაახლოებით 15 კილოს.



„მანდარინის ეკონომიკა ასეთია - 1 კილოს თვითღირებულებაა 22 რუბლი, ამ თანხაში შედის მკრეფავების ანაზღაურებაც. 1 ყუთის საბითუმო გასაყიდი ფასია 35 რუბლი. ამას ემატება საბაჟო გადასახადი -6-7 რუბლი კილოზე და მიწოდება საბოლოო მიმართულებამდე. შესაბამისად, მოსკოვში ჩვენი მანდარინი ღირს 58 რუბლი.  ძირითადი მოგება მიაქვს საცალო ვაჭრობას - მოსკოვში მაღაზიებში და ბაზრებში  1 კილო ჩვენი მანდარინი  150 რუბლი ღირს“ - ამბობს ერთ-ერთი მეურნეობის მფლობელი ვიაჩესლავ ანქვაბი.


მანდარინის შეგროვების და ჩაბარების პროცედურა მარტივია - ავსებთ ყუთებს, მიგაქვთ გზასთან, ელოდებით. საღამოს მოდის მანქანა, რომელსაც მიაქვს მანდარინი საწყობში. აქვე ხდება ფულადი ანაზღაურება - თითო ყუთი  - 50 რუბლი.


როგორც აღმოჩნდა, აფხაზეთის ციტრუსების პლანტაციებზე მუშაობენ არა მხოლოდ დონეცკელები და ლუგანსკელები, არამედ  უკრაინელებიც.


„აქ არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე. თუმცა, ზოგჯერ ხდება... იყო ერთი კიეველი, დაუწყო რაღაცეებზე ლაპარაკი,  მის ჯგუფში კი იყვნენ ლუგანსკელები, მაგარი კაცები. ხო და უთხრეს - ბევრს ნუ ლაპაროკობო, თორემ აქ ტყეა, შეიძლება დაიკარგო და ვერავინ გიპოვოსო. ეს იყო ხუმრობა, თუმცა ის კიეველი მაინც გადავიდა სხვა ბრიგადაში,“ - ყვება მანდარინის ერთ-ერთი მკრეფავი.


მოკლედ, ვითვლი შესაძლებელ მოგებას - 5 ყუთი მანდარინი დღეში - ეს არის 250 რუბლი, დღეში 200 რუბლი ოთახის ქირის გადასახადი, შესაბამისად, მრჩება დღეში 50 რუბლი. ზუსტად იმდენი,  რომ იყიდო ერთი ბოთლი სოხუმური ლუდი..


ერთ-ერთ მეურნეობაში მუშაობს ციმბირიდან ჩამოსული ჯგუფი - 70 ადამიანი. მუშაობენ დილიდან გვიან ღამემდე, ასე რომ მოგებაც მეტი აქვთ, ვიდრე ერთი ბოთლი სოხუმური ლუდი.


აფხაზეთიდან მანდარინის გატანის ერთ-ერთი გავრცელებული ხერხია - „ურიკები“. არის ადამიანების მთელი კატეგორია - „მეტაჩკეები“.


საზღვარზე ამ სეზონისთვის ტრადიციული ხალხმრავლობაა - აქ ვისაც ნახავთ, უმეტესობა - სწორედ „მეტაჩკეები“ არიან. მათ მიერ საზღვრადმე მოზიდულ მანდარინს იქვე ყიდულობენ რუსეთიდან ჩამოსული გადამყიდველები - უშუალოდ საზღვრის რუსულ მხარეს - 1 კილო მანდარინს უკვე მოაქვს მოგება 5-10 რუბლი კილოგრამაზე.


გადაიტანე დღეში 20 ყუთი - გამოდის მოგება 1,5-3000 რუბლი. რა უფრო შორს ხარ საზღვრისგან - მით უფრო ძვირია მანდარინიც.


ტიპური "მეტაჩკე" ზის „ურიკით“ საზღვართან ახლოს და ელოდება კლიენტს. დილით ძალიან აქტიური მოძრაობაა - ერთ რეისში „მეტაჩკე“ იღებს 700 რუბლს. მოდიან მცირე ფერმერები და გლეხები, რომელთა მოსავალიც არაა საკმარისი იმისთვის, რომ დაიქირაონ სატვირთო მანქანა ან მიკროავტობუსი.


სწორედ იმათზე, ვინც  მცირე მოცულობაზე მუშაობს არის გათვლილი „მეტაჩკეების“ ბიზნესი  - ჩააბარებ მათ მანდარინს და არაფერზე არ ფიქრობ - ელოდები ფულს. „მეტაჩკეები“ თავად აგვარებენ ყველა პრობლემას, მათ აქვთ მყარი ურთიერთობები მებაჟეებთან, შესაბამისად, სირთულეები თითქმის არასდროს არ ხდება.


ისინი ცდილობენ ერთ რეისზე გადაზიდონ რაც შეიძლება მეტი მანდარინი - ზოგჯერ მათ ურიკებზე დევს 250 კილო მანდარინი.


თუმცა, მე არ მცალია მათთან ხანგძლივი საუბრისთვის - ვბრუნდები ჩემს მეურნეობაში - უნდა გამოვიმუშავო მოსკოვში დასაბრუნებელი ბილეთის ფული - სულ 65 ყუთი...







კომპანია „სილქნეტის“ განცხადება

კომპანია „სილქნეტის“ განცხადება
access_time2019-01-22 22:27:41
კომპანია სილქნეტი სპეციალურ განცხადებას  ავრცელებს. კომერსანტი ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორში 2018 წელს განხორციელებული ბაზრის ლიდერი ორი კომპანიის  - სილქნეტის და ჯეოსელის გაერთიანების შედეგად, შეიქმნა სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელმაც ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და ფიქსირებული ტელეფონიის სერვისები გააერთიანა მობილურ სერვისებთან და მომხმარებლებს...

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუარესდა

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები  გაუარესდა
access_time2019-01-22 20:00:20
საერთაშორისო ორგანიზაცია Fund for Peace ყოველწიურად ადგენს სახელმწიფოების მდგრადობის რეიტინგს, რომელიც ასახავს სხვადსხვა ქვეყნებში პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების დონეს. სიის შემდგენელთა განცხადებით, მათი მიზანია პოლიტიკოსების გაფრთხილება შესაძლო დაძაბულობის და კონფლიქტების შესახებ. ინდექსი ზომავს ქვეყნებს სტაბილურობის დონეს. 2018 წლის მონაცემებით, საქართველომ დაიკავა 83-ე ადგილი 178 ქვეყანას შორის და 120...

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“
access_time2019-01-22 19:00:48
მთავრობამ 2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის აამოქმედა. დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 2018 წლის 21 ივლისს მიიღო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს....

„პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს

 „პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს
access_time2019-01-22 16:00:54
„ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 მილიარდი ევროს ფინანსური სახსრები“ — პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული ეს განცხადება მედიაში დავის საგანი გახდა. ვებ-პორტალი „ბათუმელების“ ინფორმაციით, ევროკავშირს საქართველოსთვის აღნიშნული ფინანსური სახსრები არ გამოუყვია. შესაბამისად, პრემიერის ნათქვამი არასწორია. კომერსანტმა საკითხში გარკვევის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, სადაც ექსკლუზიურად...

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან
access_time2019-01-22 14:00:47
„საქართველოში მეწარმეები  ბიუროკრატიას ეწირებიან. აქამდე ამ თემაზე საჯაროდ არ ვსაუბრობდი, რადგან არ მინდოდა ფერმერთა ასოციაციის სახელი გამომეყენებინა. თუმცა ამ პრობლემის წინაშე მხოლოდ მე არ ვარ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ჩემი ფერმა გავყიდო, რომ მეტი დრო დავუთმო ფერმერთა ასოციაციას და დავეხმარო სხვა ფერმერებს, რომ იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ. “,— ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ კომერსანტს...


მსგავსი სიახლეები

up