აფხაზეთში კვლავ ენერგოკრიზისია

აფხაზეთში კვლავ ენერგოკრიზისია

access_time2021-02-19 20:00:06

მაინინგის აკრძალვის მიუხედავად, კრიპტოვალუტების მოპოვება ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგოკრიზისის მთავარ გამომწვევ მიზეზად მაინც რჩება.

 

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ თებერვალში, რუსეთიდან მიღებული ელექტროენერგიის მოცულობიდან გამომდინარე, მოხმარება დღე-ღამეში 8,3 მლნ. კვტ. საათს არ უნდა აღემატებოდეს.

 

გასათვალისწინებელია, რომ ენგურჰესის ელექტროენერგიისგან განსხვავებით, რუსეთიდან მიღებული ენერგია უფასო არაა და ის საკმაოდ ძვირია. აფხაზეთი არც მის საფასურს იხდის - არ აღიარებული ეკონომიკის მინისტრის კრისტინა ოზგანის თქმით, ამ დროისთვის აფხაზეთს 2020 წლის თებერვალ-აპრილის პერიოდის დავალიანება აქვს - 619 მლნ. რუბლი.

 

თუმცა, ჭარბი მოხმარება დაუძლეველ პრობლემად კვლავ რჩება. ბჟანიას თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზია ბოლო პერიოდში ამინდის მკვეთრი გაუარესება, თუმც- ერთ-ერთი, მაგრამ არა მთავარი. ძირითადი მიზეზი კი ისევ იგივეა, რაც აქამდე იყო - კრიპტოვალუტების მაინინგი.

 

ბოლო დღეებში ბიტკოინმა მორიგი ფსიქოლოგიური ზღვარი 50 000 დოლარი გადალახა და ეს იმის შემდეგ მოხდა, რაც ილონ მასკმა განაცხადა, რომ 1,5 მლრდ. დოლარის კრიპტოვალუტის ყიდვას აპირებს.

 

ალბათ ნიშანდობლივი იყო, რომ ამ ახალი ამბავის გავრცელების შემდეგ სოხუმის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგია ისევ გაითიშა.


 

თავად ენერგეტიკოსები აცხადებენ, რომ მოხმარება  ნორმას მცირედით აჭარბებს და ელექტროენერგიის გათიშვები ბოლო დღეებში მხოლოდ ავარიებთანაა დაკავშირებული

 

„დღეისთვის, დატვირთვა ენერგოსისტემაზე ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე დეკემბერში იყო. კრიპტოფერმების დიდი ნაწილის გათიშვის შედეგად ენერგოსისტემაზე დატვირთვა მეტ-ნაკლებად ნორმალურ დონემდეა დაყვანილი. რა თქმა უნდა, მოხმარება ისეთი დაბალი არაა, როგორც საჭიროა, თუმცა, ამ დონეზეა, რომ ჩვენ ამ მძიმე პერიოდს განსაკუთრებული სირთულეების გარეშე გავივლით“ - განაცხადა სახელმწიფო კომპანია „ჩერნომორენერგოს“ პრეს-მდივანმა ალხას გაგულიამ.

 

ფორმალურად აფხაზეთში კრიპტომაინინგს დაუნდობლად ებრძვიან.  ფერმების მორიგ გამოვლენაზე ინფორმაცია ყოველდღიურად ქვეყნდება, მაგრამ არავისთვის საიდუმლო არაა, რომ აკრძალვები ყველას არ შეხებია, ამ ბიზნესში ბევრი მაღალჩინოსანია ჩართული.

 

ისინი მაინინგის წინაამღდეგ სიტყვიერ დონეზე ილაშქრებიან, თუმცა, პარალელურად ბიტკოინების მოპოვებას და ელექტროენერგიის ქურდობას კვლავ განაგრძოებენ.

 

პარალელურად, არ აღიარებულ რესპუბლიკაში ენერგოსისტემა ისევ გრაფიკზე გადავიდა  - ამჯერად უკვე ოფიციალურად.

 

კერძოდ, „ჩერნომორენერგო“-ს ინფორმაციით,  ენერგოსისტემაზე ჭარბი დატვირთვის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგომომარეგების შეზღუდვები ისევ ამოქმედდა.

 

„გაუარესებული კლიმატური პირობების, ენერგოსისტემაზე გაზრდილი დატვირთვის და გახშირებული ავარიების გამო, „ჩერნომორენერგო“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. აღჭურვილობის მწყობრიდან გამოსვლის თავიდან არიდების მიზნით, ქვესადგურებზე კრიტიკული დატვირთვების შემთხვევაში დროებით შეზღუდვები ამოქმედდება“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

წყარო: ekhokavkaza.com


თეგები:
აფხაზეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up