აფხაზეთში კრიპტოვალუტების მაინინგს ომი გამოუცხადეს

აფხაზეთში კრიპტოვალუტების მაინინგს ომი გამოუცხადეს

access_time2020-11-24 19:00:24

კრიპტოვალუტების უკონტროლო მოპოვებამ ოკუპირებული აფხაზეთის ენერგოსისტემა ჩამოშალა. სანამ ამინდი თბილი იყო, სისტემა მდგრადობას მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა, მაგრამ როგორც კი აცივდა და მოსახლეობამ ელექტროენერგიის გამოყენება გათბობისთვის დაიწყო, ვითარება მკვეთრად გაუარესდა.


15 ნოემბრიდან მთელს ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის შეზღუდვები დაიწყო. დღე-ღამეში 6 საათით, თუმცა, ამან პრობლემა ვერ გადაწყვიტა - სისტემამ გადატვირთულობა გამოიწვია, რის გამოც დადგენილ 6 საათს დაზიანებული ხაზების შეკეთებისთვის საჭირო დრო ემატება.


მოსახლეობა აღშფოთებულია იმით, რომ ვიღაცა უკანონო შემოსავალს იღებს და ამ დროს მთელი რეგიონი დენის გარეშეა.


აფხაზეთის საბაჟო დეპარტამენტის ცნობით, სულ რესპუბლიკაში შემოტანილია კრიპტოვალუტების მოპოვებისთვის საჭირო 64 000 დანადგარი. მარტივი დასათვლელია, რომ საშუალოდ, ეს აღჭურვილობა 120 მეგავატს მოიხმარს, მაშინ, როდესაც აფხაზეთი ენგურჰესიდან 1300 მეგავატს იღებს.


ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ ყველანაირად ცდილობენ მოაგვარონ პრობლემა, რომელიც არა ამ წელს, არამედ გაცილებით უფრო ადრე გაჩნდა. კრიპტოფერმების წინაამღდეგ მიღებულმა ზომებმა გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო. ელექტროენერგიის დღიური გათიშვები 6-დან 4 საათამდე შემცირდა.


სახელმწიფო ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგოს“ მთავარი ინჟინრის თემურ კაციას თქმით, რომ არა გეგმიური გათიშვები, ენერგოსისტემას სრული კოლაფსი ელოდებოდა.



„ტრანსფორმატორი, რომელიც ენერგიას გაგრის და გუდაუთის რაიონებს აწვდის რამდენიმეჯერ გაითიშა 15-20%-ით გადატვირთულობის გამო. ენერგოსისტემა დღესაც გადაჭარბებული დატვირთვით მუშაობს და ეს ძალიან მაღალი რისკია. ტრანსფორმატორები დღესაც ყოველდღე ითიშება სხვადასხვა რაიონებში.  ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ. იგი უკიდურესი გადატვირთულობის პირობებში მუშაობს“ - ამბობს ის.


სპეციალურმა კომისიამ 17-20 ნოემბერს 85 კრიპტოფერმა გათიშა, რომელიც ჯამურად 42 მეგავატს მოიხმარდა.


კომისიის ხელმძღვანელის დაურ დელბას თქმით, ეს საკმაოდ რთული საქმეა.


„რეიდები ყველა რაიონში მიმდინარეობს და ეს მუშაობა ენერგომომარაგების ნორმალიზებამდე გაგრძელდება. როდესაც ვსაუბრობთ მაინინგზე, ცხადია, რომ ყველა სადენი - უკანონოა. ზოგიერთი მსხვილი ფერმა პირდაპირ გადამცემ ხაზებთანაა მიერთებული, შესაბამისად, მათი მოხმარებაც გაცილებით მეტია. მთავარი სირთულე კი ისაა, რომ დიდი ფერმები იშლება და შემდეგ ჩვენ ვიღებთ არა ერთ დიდს, არამედ ათობით პატარა ფერმას, რომელიც საცხოვრებელ სახლში მდებარეობს“ - განაცხადა დელბამ.


მისი თქმით, დახურული ფერმების აღჭურვილობა არსად ქრება. მას სხვები ყიდულობენ და შემდეგ ეს აპარატურა სახლებში, ფარეხებში და სარდაფებში ნაწილდება.


„ჩვენთან თითქმის ყოველ მეორე სახლში კრიპტოვალუტის მაინინგის აპარატები დგას. ესაა ყველაზე დიდი პრობლემა, რადგანაც მათი აღმოჩენა ძალიან რთულია. ჩვენ საქმე არა 10 დიდ, არამედ 1000 პატარა ობიექტთან გვაქვს. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტულ სახლში ძალიან ბევრი ელექტროენერგია იხმარება, ცხადია, იქ რაღაცა ხდება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - საუბარია ათასობით ობიექტზე, ყველა სახლში შესვლა და შემოწმება გვიწევს. ჩვენი ძალები კი შეზღუდულია“ - ამბობს დაურ დელბა.


მისი თქმით, კიდევ ერთი პრობლემაა - გადამცემი ხაზების გადატვირთულობა.


„სადენები, რომლებიც შედის სახლებში 5-6 კილოვატის მოხმარებაზეა გათვლილი, რეალურად კი 20-30 კილოვატის გატარება უწევს. ეს ძალიან მაღალი რისკია, ერთხელაც სადენი დაიწვება და სახლი საერთოდ დენის გარეშე დარჩება“ - განაცხადა დელბამ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up