“აფხაზეთში გაქრა ილუზია, რომ მოიპოვეს დამოუკიდებლობა” – რატომ ალაპარაკდა სოხუმი საქართველოსთან დიალოგზე

“აფხაზეთში გაქრა ილუზია, რომ მოიპოვეს დამოუკიდებლობა” – რატომ ალაპარაკდა სოხუმი საქართველოსთან დიალოგზე

access_time2020-01-16 20:15:15

„რომ მათ მოიპოვეს დამოუკიდებლობა, რასაც რუსეთი ქადაგებდა, ეს ილუზია დიდი ხანია გაქრა აფხაზეთში და ისინი მოექცნენ იზოლაციაში, შესაბამისად, ეძებენ ალტერნატიულ გზებს, ამიტომ ბჟანიას განცხადება პოზიტიურად უნდა აღვიქვათ, მითუმეტეს იმ ადამიანისგან, რომელიც დიდი ალბათობით აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი გახდება.-ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე აფხაზეთის ოპოზიციური ლიდერის და პრეზიდენტობის კანდიდატის ასლან ბჟანიას განცხადებას სოხუმსა და თბილისს შორის დილოგის დაწყებასთან დაკავშირებით.


სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს. საჭიროა ნდობის აღდგენა და ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები.


პერსპექტივაში კი ორ სახელმწიოფს შორის უნდა მოხერხდეს კეთილმეზობლური თანასწორობის და ურთიერთობის დამყარება. ამ პერსპექტივას მე ვხედავ და შეიძლება მისი რეალიზება, მთავარია, ერთმანეთს მოვუსმინოთ- აცხადებს ასლან ბჟანია ინტერპრესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.


ასლან ბჟანიას ეს განცხადება შეიძლება გალის მოსახლოების გულის მოსაგებად იყოს გაკეთებული; აფხაზურ საზოგადოებაში ალბათ აზრი გაიყოფა, თუმცა, თვითონაც ხვდება, რომ იზოლაციაში ექცევიან და მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულება კარგს არაფერს მოუტანს.



ილუზია, რომ მათ მოიპოვეს დამოუკიდებლობა, რასაც რუსეთი ქადაგებდა, ეს ილუზია გაქრა აფხაზეთში. ისინი ეძებენ ალტერნატიულ გზებს და კონტაქტებს.


სერგეი შამბაც არ განიხილავდა საქართველოს მტრად და დიალოგს არ გამორიცხავდა, თუმცა, ეს მაშინ, როცა აღარ იყო ოფიციალური პირი, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი.


ბჟანიას განცხადება შეიძლება პოზიტიკურად აღვიქვათ, თუ ის არ თვალთმაქცობს, რადგან ასეთი განცხადების გაკეთება შესაძლოა თავად რუსეთს აწყობდეს, ჟენევის მოლაპარკებებში აფხაზეთი გახდეს კონფლიქტის მონაწილე მხარე, რასაც ქართული მხარე არ აღიარებს და აცხადებს, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეები არიან საქართველო და რუსეთი.


რუსეთის მიზანია, დაამტკიცოს, რომ თვითონ არაფერ შუაშია. რაც შეეხება ქართულ მხარეს ბჟანიას ამ განცხადებას, უარყოფითად არ უნდა შეხვდეს, მითუმეტეს, როცა ამას ამბობს ადამიანი, რომელიც დიდი ალბათობით აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი გახდება - განაცხადა რეზონანსთან ნიკა ჩიტაძემ.


გაზეთი „რეზონანსი“

თეგები:
აფხაზეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up