აფხაზეთში ექიმები შეზღუდვების გამკაცრებას მოითხოვენ

აფხაზეთში ექიმები შეზღუდვების გამკაცრებას მოითხოვენ

access_time2021-01-12 19:00:48

ბოლო დღეებში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება - მაგალითად, 10 იანვარს 169 ახალი დაინფიცირებული გამოვლინდა. მათ შორის 13 ბავშვია.

 

ამ დროისთვის აფხაზეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 10 000-ს მიუახლოვდა, 141 ადამიანი გარდაიცვალა.

 

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე აფხაზმა ექიმებმა სპეციალური თათბირი ჩაატარეს და არ აღიარებულ მთავრობას შეზღუდვების 15 თებერვლამდე გახანგძლივების რეკომენდაციით მიმართეს.

 

დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის ლიუდმილა სკორიკის თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესებისკენ მიდის და ყველაზე საშიში ისაა, რომ დაინფიცირებულებს შორის სულ უფრო მეტი მოზარდი და ბავშვია.

 

„ბოლო დღეებში აფხაზეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ადგილი აქვს დაავადებულთა რაოდენობის ზრდას და ეს უკვე ახალგაზრდებს და ბავშვებსაც ეხება. სავარაუდოდ, ამის მიზეზია ახალი წელი და სადღესასწაულო წვეულებებია, რომლებიც რესტორნებში ტარდებოდა. დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური აფეთქება - სწორედ ამის შედეგია“ - მიიჩნევს სკორიკი.

 

მისი თქმით, პირველ რიგში პრობლემა ისაა, რომ არ აღიარებული აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემა დაავადებულთა ზრდადი ნაკადის მისაღებად მზად არაა. სექტემბერ-ოქტომბერში აფხაზ მედიკოსებს გუდაუთის კოვიდ-ჰოსპიტალში ჩამოსული რუსი სპეციალისტები ეხმარებოდნენ, თუმცა, მათ ოკუპირებული აფხაზეთი უკვე დატოვეს.


 

ამ ეტაპზე მთელი დატვირთვა სწორედ აფხაზ ექიმებს დააწვა.

 

„ადრე კორონავირუსი ტესტირებების 10-15%-ში დასტურდებოდა. დღეს კი ეს მაჩვენებელი 30%-მდეა გაზრდილი. ამიტომაც არ აღიარებული მთავრობის  ჯანდაცვის მინისტრიც და სანიტარული ექიმის აპარატიც დე ფაქტო მთავრობას შეზღუდვების გახანგძლივებას ურჩევს. მეტიც, ზომები უნდა გამკაცრდეს, კერძოდ, საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან მიმართებით. ყველა რესტორანი უნდა დაიხუროს და მხოლოდ მიტანის სერვისზე გადავიდეს. ასევე უნდა გამკაცრდეს ეპიდემიოლოგიური რეგულაციები საზოგადოებრივ ტრანსპორტში - კერძოდ, პირბადეების ტარება სავალდებულო  უნდა გახდეს“ - მიიჩნევს ლუიდმილა სკორიკი.

 

მისი თქმით, დღეს არსებული შეზღუდვები  როგორც მოქალაქეების, ასევე ბიზნესის მხრიდან სისტემატურად და უხეშად ირღვევა. აკრძალვის მიუხედავად, საახალწლოდ რესტორნებშიც და სახლებშიც ხალხმრავალი წვეულებები ტარდებოდა, მთელი დეკემბრის მანძილზე მოსახლეობა ქორწილებში და პანაშვიდებზე დადიოდა.

 

ოკუპირებული აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმის თქმით, მიდგომის გამკაცრება და ჯარიმების მკვეთრი ზრდა - არ აღიარებული პარლამენტის გადასაწყვეტი საკითხია.

 

„სამართალდამცავ ორგანოებს მუშაობა უჭირთ, რადგანაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათი კოდექსში ჯერ შესაბამისი ცვლილებები არაა შეტანილი. საჯარიმო სანქციები მინიმალურია - 1800 რუბლი, ეს სასაცილოა. ჩვენ ჯარიმის როგორც მინიმუმ, 50 000 რუბლამდე გაზრდას ვითხოვთ. დე ფაქტო მთავრობაში გვითხრეს, რომ შესაბამის კანონპროექტს მოამზადებენ და პარლამენტს წარუდგენენ“ - ამბობს სკორიკი.

 

„სტაციონარების გადატვირთულობა, სამედიცინო პერსონალის მწვავე დეფიციტი, მედიკოსების ფიზიკური გამოფიტვა, წამლების უკმარისობა - ეს ყველაფერი სასწრაფო და საგანგებო ზომებს, და მკაცრი კარანტინის შემოღებას საჭიროებს. პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან კონტროლის არარსებობის გამო, დაწესებული შეზღუდვები არ სრულდება, და ამიტომაც აუცილებელია დადგენილი ნორმების დარღვევისთვის ჯარიმების მკვეთრი ზრდა“ - ნათქვამია არ აღიარებული მთავრობისადმი მედიკოსების კოლექტიურ მიმართვაში.

 

30 დეკემბერს კორონავირუსი არ აღიარებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრს ალექსანდრ ანკვაბს დაუდასტურდა. ამჟამად ის მოსკოვში მკურნალობს. მანამდე კი კორონავირუსი ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გადაიტანა.


წყარო:/www.ekhokavkaza.com




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up