ე.წ. აფხაზეთის საზღვართან წლის ბოლოს ავტობაზრობა გაიხსნება

ე.წ. აფხაზეთის საზღვართან წლის ბოლოს ავტობაზრობა გაიხსნება

access_time2018-09-14 16:30:12

 

2018 წლის ბოლოს და 2019 წლის დასაწყისში ე.წ. აფხაზეთის სასაზღვრო ხაზთან, სოფელ რუხში ავტომობილების ბაზრობის მოწყობა იგეგმება. ამ მნიშვნელოვანი პროექტის კოორდინატორი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატია. როგორც „კომერსანტისთვის“ გახდა ცნობილი,  ავტობაზრობას 70-დან 100-მდე სადგომი ადგილი ექნება და მასში ჩადებული ინვესტიცია 10 000 ლარს შეადგენს. პროექტი „საპარტნიორო ფონდის“ დახმარებით სამ თვეში განხორციელდება.

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თამარ ქოჩორაძის განცხადებით, ე.წ. აფხაზეთის სასაზღვრო-გამყოფ ხაზთან ავტობაზრობა ყველაზე ახლოს მდებარე პუნქტი იქნება. ტერიტორიაზე გარდა ავტობაზრობისა სხვადასხვა სახელმწიფო სერვისების განთავსება იგეგმება.


მაგალითად, საინფორამაციო ცენტრის და ბიზნესინკუბატორის (ბიზნესპროექტების წამოსაწყობად ინფორმაციის მისაღებად) მოწყობა რათა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს სერვისებთან წვდომა ერთი ფანჯრის პრინციპით ჰქონდეთ.

  

„ჩვენი ახალი სამშვიდობო ინიციატივით გამყოფი ხაზის სიახლოვეს სოფელ რუხში ინფრასტქრუქტურის განვითარება უნდა მოხდეს, იქ უკვე არსებობს გარკეული სახის ინფრასტრუქტურა. მაგალითად, როგორიცაა სავაჭრო ცენტრი, თუმცა დაგეგმილია დამატებით სახელმწიფოებრივ სერვისებზე წვდომა.



ზემოთ აღნიშნული ტერიტორიის განვითარების იდეა არის ის, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ინფრასტრუქტურა განვითარდეს. მოგეხსენებათ, სამშვიდობო ინიციატივის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ვაჭრობის წახალისებაა,“ - აღნიშნა თამარ ქოჩორაძემ.

 

„კომერსანტისთვის“ ცნობილი გახდა ისიც, რომ ავტომობილების ბაზრობის მოწყობის ინტერესი მეორე მხრიდანაც არსებობს. აფხაზეთის მოქალაქეებს ავტობაზრობაზე სარეალიზაციოდ გამოყვანილი ავტომობილის შეძენა და ყველა საჭირო სერვისის მიღება ადგილზევე შეეძლებათ.

 

დეტალების გასარკვევად ასევე რუხის სავაჭრო ცენტრის დირექტორს დავით მაჭავარიანს დავუკავშირდით. მისი განცხადებით, ცენტრის ტერიტორიაზე ავტობაზრობის ნაწილობრივ განთავსება იგეგმება, რადგან სივრცე უკვე არსებულ პარკინგზე მოეწყობა.


„ეს პროცესი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავტომობილის გადაყვანის პროცესს გაადვილებს და ხელმისაწვდომს გახდის,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.


 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე






რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: „ქართული ოცნება“ მოსახლეობას გაყალბებული რიცხვებით „აბოლებს“

რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: „ქართული ოცნება“  მოსახლეობას გაყალბებული რიცხვებით „აბოლებს“
person access_time2018-09-25 22:05:20
პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რომან გოცირიძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წელთან შედარებით ქვეყანაში სიღარიბე შემცირებულია, სიცრუეა. „კობახიძემ განაცხადა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2012 წელს 3 500 აშშ დოლარი იყო, ხოლო 2017 წელს ეს მაჩვენებელი 4500 დოლარამდე გაიზარდა. ეს ტყუილია,...

ირაკლი კობახიძის სიმართლე სიღარიბეზე: სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წლიდან დღემდე 7%-ით შემცირდა

ირაკლი კობახიძის სიმართლე სიღარიბეზე: სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წლიდან დღემდე 7%-ით შემცირდა
person access_time2018-09-25 21:42:46
Unicef-ის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 69% ღარიბია, 24% სიღარიბის ზღვართან ახლოს, საშუალო კლასს მხოლოდ 7% წარმოადგენს.  ...

Unisef-ი: 2017 წელს მოსახლეობის 5 % აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს - ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია რა არის საერთო მაჩვენებელი

Unisef-ი: 2017 წელს მოსახლეობის 5 % აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს - ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია რა არის საერთო მაჩვენებელი
person access_time2018-09-25 21:27:42
  Unisef-ის კვლევის მიხევდით, საქართველოში უკიდურესი სიღარიბის მქონე პენსიონერთა და ბავშვთა რაოდენობა გაზრდილია. კერძოდ,  2013 წელს საქართველოში მოსახლეობის 3.9 % ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბეში, 2015 წელს კი მათი რაოდეონა შემცირდა. მაჩვენებელმა 2.1 % შეადგინა, თუმცა 2017 წელს უკვე მოსახლეობის 5 % აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს. ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რექაცია“...

2018 წლის 10 ყველაზე მომგებიანი და 10 ყველაზე ზარალიანი ინვესტიცია

2018 წლის 10 ყველაზე მომგებიანი და 10 ყველაზე ზარალიანი ინვესტიცია
person access_time2018-09-25 20:00:26
2018 წელს უმსხვილესი ამერიკული კომპანიებისთვის ყველაზე მომგებიანი იყო ინვესტიციები ფილმების ონლაინ-სერვისებში და სერიალში Netflix-ში - ასეთ დასკვნას აკეთებს MarketWatch -ს. წლის დასაწყისიდან ონლაინ-კინოთეატრის აქციები გაძვირდა 91%-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ ინვესტორებმა გააორმაგეს მათი დაბანდებები. ყველაზე მომგებიანი კომპანიების სამეულში 2018 წელს შევიდნენ ასევე ავტოსათადარიგო ნაწილების მაღაზიების ქსელი Advance Auto Parts და მექსიკური...

Instagram-ს დამფუძნებლები ტოვებენ

Instagram-ს დამფუძნებლები ტოვებენ
person access_time2018-09-25 18:14:53
8 წლის წინ კევინ სისტრომმა და მაიკ კრიგერმა შექმნეს კომპანია, რომელსაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს. კომპანიამ დაფუძნებიდან 2 წელიწადში დიდ წარმატებას მიაღწია და 2012 წელს Instagram-ი facebook-მა $1 მილიარდად შეიძინა. ახლა კი, სისტრომმა და კრიგერმა კომპანიის დატოვება გადაწყვიტეს - ისინი დღემდე Instagram-ის გენერალური დირექტორისა და მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერის პოსტებს იკავებენ. ჩვენ გვჭირდება ყურადღების სხვა რამეზე გადატანა,...


მსგავსი სიახლეები

up