„აფხაზეთის საბაჟოს“ ყოფილი უფროსი: „ტრანზიტი იმოძრავებს აფხაზეთის კანონებით“

„აფხაზეთის საბაჟოს“ ყოფილი უფროსი: „ტრანზიტი იმოძრავებს აფხაზეთის კანონებით“

access_time2019-02-12 20:30:57


„აფხაზეთის საბაჟო სამსახურის“ ყოფილმა უფროსმა და ასევე ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ასლან კობახიამ Эхо Кавказа-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სატრანზიტო ტვირთები აფხაზეთის ტერიტორიაზე უკვე გადაადგილდება და მომავალშიც იმოძრავებს მხოლოდ ადგილობრივი კანონმდებლობის საფუძველზე.


„ნებისმიერი სატრანზიტო მოძრაობა მომგებიანია აფხაზეთისთვის. ჩვენ ამისკენ მივისწრაფით, მაგრამ არავინ იფიქროს, რომ გვაიძულებს რამეს ისეთს, რაც ჩვენ არ გვსურს.


2011 წელს, როდესაც საქართველომ და რუსეთმა მოაწერეს ხელი შეთანხმებას ტვირთბრუნვის მონიტორინგის თაობაზე, იყო გარკვეული შიშები, თუმცა დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, გამომდინარე რუსეთის მიერ დაფიქსირებული პოზიციიდან.


აფხაზეთი სატრანზიტო ქვეყანაა, რუსეთი კი - დიდი დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუმცა, მაშინ, როდესაც საქმე ეხება აფხაზეთის ტერიტორიას, აქ იმოქმედებს მხოლოდ დამოუკიდებელი აფხაზეთის კანონები.


რა იქნება რუსეთის ტერიტორიაზე, ვინ იდგება რუსეთის საზღვართან და რა პროცედურების გაივლის ესა თუ ის ტვირთი რუსეთში - ეს ჩვენი საქმე არაა. ასევე ჩვენ არ გვეხება, ვინ და როგორ იმუშავებს საქართველოს ტერიტორიაზე. აფხაზეთის ტერიტორიაზე ტვირთი იმოძრავებს აფხაზეთის კანონმდებლობის ფარგლებში. ეს არის საკითხი, რომელზეც კომპრომისი არ იქნება.


ჩვენ და საქართველო ვართ დედამიწის ძალიან საინტერესო კუთხეში. ქართველებმა უნდა გაიგონ, რომ არ არსებობს მუდმივი ომები. არსებობს დამოუკიდებელი აფხაზეთი, რომელიც თავად გააკონტროლებს ტვირთებს თავის ტერიტორიაზე.



ნებისმიერი ტვირთი, რომელიც ტრანზიტით გაივლის აფხაზეთს, გაივლის აფხაზეთის საბაჟო კონტროლს და გადაიხდის დადგენილ თანხას აფხაზეთის ბიუჯეტში.


რასაც მე ვხედავ, ისაა, რომ ქართველები ძალიან ნერვიულობენ ამ ტრანზიტის საკითხზე. მინდა მივმართო მათ - ბატონებო, თქვენ უკვე 25 წელი ებრძვით აფხაზეთის დამოუკიდებლობას, თქვენ შეგიძლიათ რაღაცები შეაფერხოთ, მაგრამ ვერ შეაჩერებთ. აფხაზეთი გეგმაზომიერად მიდის საერთაშორისო აღიარებისკენ.


აფხაზეთი არასდროს გაცვლის თავის დამოუკიდებლობას არანაირ ფულზე და მოგებაზე. ტრანზიტი აფხაზეთის ტერიტორიის გავლით - არის ტრანზიტი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.


ჩვენ გვაწყობს ტრანზიტის გახსნა - ეს ნიშნავს ეკონომიკურ მოგებას, საბიუჯეტო შემოსავლებს და, საბოლოო ჯამში, აფხაზეთის აღიარებას, როგორც პროცესის მხარის.


ჩვენ ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი მოლაპარაკებებს საქართველოს და რუსეთს შორის. როდესაც ისინი იტყვიან, „მორჩა, ჩვენ მზად ვართ“, ვეტყვით - „ძალიან კარგი, ახლა მოგვიყვანეთ გადამზიდი“.


მათ მოუწევს აფხაზეთში ყველა დადგენილი პროცედურის გავლა - ამას ჰქვია „საბაჟო დეკლარაცია“. მერე გადაიხდის ტრანზიტის გადასახადს ბიუჯეტში და მშვიდად წავა, სადაც ჩათვლის საჭიროდ.


ვერ ვხედავ ამაში პრობლემას - აფხაზეთში შემოდის ბევრი ტვირთი რუსეთიდან, რომელიც მიდის მესამე ქვეყნებში, წავა საქართველოშიც, რა არის ამაში საშინელი და მიუღებელი.


ოღონდ ყველამ უნდა იცოდეს - საკუთარ ტერიტორიაზე ჩვენ არ დაუშვებთ არც ერთი ქვეყნის მაკონტროლებელ ორგანოს. ეს არასდროს მოხდება,“ - ამბობს ასლან კობახია.


Эхо Кавказа






სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ
access_time2019-04-24 19:30:12
დავით დარჩიას...

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს
access_time2019-04-24 15:00:23
m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1.000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველისასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში...

„კომერსანტის„ ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება

„კომერსანტის„  ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება
access_time2019-04-24 15:30:47
„კომერსანტისთვის „ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ  2019 წლის ზაფხულში სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის  მეათე სართულზე რესტორანი ათი იხსნება. რესტორანი როგორც  ტურისტებს, ასევე  ადგილობრივებს სთავაზობს განსაკუთრებულ გარემოს, ხედსა და მენიუს. ჩვენთან საუბრისას სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერმა  ნინო ისაკაძემ...


მსგავსი სიახლეები

up