აფხაზეთის კონფლიქტისას დაღუპული 4 ადამიანის ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 9 კი საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალეს

აფხაზეთის კონფლიქტისას დაღუპული 4 ადამიანის ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 9 კი საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალეს

access_time2021-04-24 18:33:38

90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული და ცოტა ხნის წინ, საქართველოში გადმოსვენებული 4 ნეშტი, სამხედრო პატივით, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 9 კი, ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალეს.

ტაძარში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრები მივიდნენ და დაღუპულებს პატივი მიაგეს.

„საქართველოში შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების დ მათი ოჯახების დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ოკუპირებულ აფხაზეთიდან გადმოსვენებულ პირთა დაკრძალვის ცერემონია დღეს შედგა. მათ შორის, ოთხი სამხედრო მებრძოლი სამხედრო პატივით დაიკრძალა დიღმის ძმათა სასაფლაოზე. ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ ინტენსიურ მუშაობას ამ პროგრამის ფარგლებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძლიერი მხარდაჭერით და უშუალო ჩართულობით. ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ერთობლივი ძალისხმევით და საზოგადოების ფართო ჩართულობით ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მოძიებას, საბოლოოდ კი მოხდება ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგება და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რომელმაც არაერთი ჩვენი თანმემამულის სიცოცხლე შეიწირა. ამ ეტაპისთვის 2300-ზე მეტი ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, მათგან უკვე გადაეცა ოჯახებს 206 იდენტიფიცირებული პირი. ბუნებრივია, ჩვენ ინტენსიურად განვაგრძობთ ამ პროცესს. როდესაც ჩვენ გადმოვასვენეთ 13 ჩვენი მოქალაქე კონტროლირებად ტერიტორიაზე, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც გადაეცა ოჯახს ერთი იდენტიფიცირებული პირი სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში",- განაცხადა ახვლედიანმა.

13 პირის იდენტიფიცირებული ნეშტის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.


ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 583 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 206.

90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, 2 300-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.


imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up