აფხაზეთის გაზრდილი ენერგომოხმარებისთვის ,,ენგურის“ სამმაგი სიმძლავრეც არასაკმარისია

აფხაზეთის გაზრდილი ენერგომოხმარებისთვის ,,ენგურის“ სამმაგი სიმძლავრეც არასაკმარისია

access_time2021-09-23 14:00:29

საქართველოს ენერგომოხმარებაში  აფხაზეთის ფაქტორი ისევ დომინირებს. ესკოს-ს  მონაცემით, მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყნის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობამ 1,51 მლრდ კვტ/სთ შეადგინა. აქედან თბილისმა 147 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, აფხაზეთმა -  187.4 მლნ კვტ/სთ. გამოდის, რომ ოკუპირებული რეგიონის მიერ მოხმარებული დენის მოცულობა დაახლოებით 20%-ით მეტია იმასთან შედარებით,  ვიდრე  აგვისტოში ,,თელასის“ აბონენტებმა  მოიხმარეს.



რაც შეეხება 2021 წლის 6 თვის (იანვარ-ივნისი) მონაცემს, აფხაზეთმა მოიხმარა 1,953 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია. ,,თელასმა“ და ,,თელმიკომ“ ერთად აფხაზეთზე 350 მლნ კვტ/სთ–ით ნაკლები – 1,603 მლრდ კვტ/სთ.

 


აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის რეგიონისთვის  ეს არის ენგურჰესიდან უფასოდ მიღებული ელექტროენერგია.

 

 

ენერგეტიკოს გია არაბიძის შეფასებით, დენის მოხმარების ზრდა დედაქალაქში როგორც აგვისტოს მდგომარეობით, ასევე წლიურ ჭრილშიც,  ლოგიკურია და  ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებას უკავშირდება. როგორც ენერგეტიკოსი ამბობს, სხვა რამ რადიკალური ცვლილება, ამ მხრივ არ არის, თუმცა აფხაზეთში დენის მოხმარების სტატისტიკა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს და ალოგიკურიცაა.

 

 


,,აგვისტოში დენის მოხმარების  დიდი წილი აფხაზეთზე მოდის. მან, 6 თვის (იანვარ-ივნისი) მონაცემითაც,  მთლიანი ჯამური მოხმარების 15% დაიკავა.  ეს არის  1,953 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, როცა თბილისის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი  1,6 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს. ამასთან, ,,თელასს“  ჰყავს დაახლოებით 600 ათასამდე აბონენტი, აფხაზეთში კი  სულ 80 000 აბონენტია. გამოდის, რომ სერიოზულად უსწრებს თბილისს, სხვაობა 300 მლნ კვტ/სთ-ია ანუ 20%-ით მეტი 8 თვის მონაცემის მიხედვითაც“, - უთხრა ,,კომერსანტს“ გია არაბიძემ.

 

 

ენერგეტიკოსი აფხაზეთში დენის მოხმარების ზრდის მიზეზს განმარტავს და აცხადებს, რომ  ამ მხრივ უდიდესი გავლენა აქვს ბიტკოინს, რომლის გამომუშავებაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მდგრადობას.

 

 

,,სასწრაფოდ არის ზომები მისაღები, ერთადერთი ვარიანტია, განსაკუთრებით ,,ენგურჰესის“ ხელმძღვანელობიდან, რომ რუსეთმა  დასვას იქ გამრიცხველიანების საკითხი (აფხაზებს ამას არავინ ეკითხება).  მეორეც, ფორმალურად წამოიწყებენ შემოწმებას, თითქოს მონიტორინგი გაამკაცრეს, ამოიღებენ 7-10 მაინერს და ამის მეტი კონტროლის  მიმართულებით არაფერი კეთდება.  კრიპტოვალუტის საკითხი ყველაზე მძიმე და რთულია ოკუპირებული რეგიონისთვის.  ეს პრობლემა თუ არ მოგვარდა, ენგურჰესის სიმძლავრის 3 ჰესი არ გვეყოფა აფხაზეთის ენერგომომარაგებისთვის“, - აცხადებს ენერგეტიკოსი ,,კომერსანტთან“ საუბარში.

 

 

ცნობისთის, საქართველოში, მიმდინარე წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედრებით, 40.1%-ით გაიზარდა და 1 მლრდ 351.4 მლნ კვტ.სთ შეადგინა.

 

  

აქედან აგვისტოში, თბილისში, 147 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის მოხმარება დაფიქსირდა, რეგიონებში – 391.8 მლნ კვტ.სთ, ოკუპირებულ აფხაზეთში კი – 187.4 მლნ კვტ.სთ.



საერთო ჯამში, როგორც ესკო-ს მონაცემიდან ირკვევა, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 1,706,1 მლნ კვტ/სთ  ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. აქედან 1 039,9 მლნ კვტ/სთ მოცულობის დენის იმპორტი რუსეთზე მოდის. შემდეგ პოზიციაზეა აზერბაიჯანი, საიდანაც აღნიშნულ პერიოდში 505 მლნ კვტ/სთ რაოდენობის იმპორტი განხორციელდა. მესამე პოზიციას, 48,2 მლნ კვტ/სთ-ით, თურქეთი იკავებს.

 


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up