ღონისძიება - „მე ვარ აფხაზეთი“ რუხის სავაჭრო ცენტრში გაიმართება.  ეს აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ერთ-ერთი ღონისძიება იქნება

ღონისძიება - „მე ვარ აფხაზეთი“ რუხის სავაჭრო ცენტრში გაიმართება. ეს აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ერთ-ერთი ღონისძიება იქნება

access_time2019-05-17 14:26:09


17 მაისს აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, ღონისძიება - „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართება.


ღონისძიებაზე დაგეგმილია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტო და კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მეწარმეების პროდუქციის პრეზენტაცია, ასევე, მასტერკლასები ხატვასა და დიზაინში. განსაკუთრებული ყურადღება ქალბატონებსა და ბავშვებს დაეთმობათ, სადაც მათთვის სხვადასხვასახის შემეცნებით-გასართობიაქტივობები გაიმართება.


ღონისძიების ბოლოს ჩატარდება კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, აფხაზეთის გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „გუმბათი“, დავით ილურიძის ბენდი და ვოკალისტები ცნობილი კომპოზიციებით.


აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დაწყებისა და ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მამა მალხაზი დალოცავს შეკრებილ საზოგადოებას.


ღონისძიების მხარდამჭერები არიან სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, რუხის სავაჭრო ცენტრი და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.


აღსანიშნავია, რომ 23 მაისი წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აფხაზეთის დღედ გამოცხადდა.


(NS)





გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს
access_time2020-05-29 14:30:37
„რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ საადვოკატო პრაქტიკას, ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა მედიასთან. ამ გამონაკლისს ვუშვებ, რადგან კონკრეტული საქმე ერთგვარი ტესტი გახდება ქართული მართლმსაჯულებისთვის“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი პრესკონფერენცია ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა, რომელიც კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის დავით ზეიკიძის ინტერესებს იცავს. მან დასაწყისშივე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, ამ კონკრეტული საქმის უკვე მესამე ინსტანციაში მიმდინარეობას...

თბილისის ზღვის კლუბი გაიხსნა

თბილისის ზღვის კლუბი  გაიხსნა
access_time2020-05-29 15:30:35
„თბილისის ზღვის კლუბი“ გაიხსნა და მსურველებს უკვე მასპინძლობს-ამის შესახებ „კომერსანტს“ კლუბის ადმინისტრაციაში განუცხადეს.მათი ინფორმაციით,არსებული რეგულაციის შედეგად, სტუმრებს აუზით სარგებლობა ჯერ არ შეუძლიათ. დაშვებულია მხოლოდ ზღვაში შესვლა და წყლის საშხაპეებით სარგებლობა.    კითხვაზე, არის თუ არა აქტივობა და დატვირთულია თუ არა ტერიტორია  სტუმრებით,...

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადაგვივა

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადაგვივა
access_time2020-05-29 14:00:00
„ეკონომიკური აქტივობის გაჩერებამ გამოიწვია აპრილში ეკონომიკის შემცირება და რაც უფრო მყიფე და სუსტი არის ეკონომიკა, მით უფრო მეტად მცირდება ის და სახეზე მივიღეთ ჩვენი ეკონომიკის ორნიშნა მაჩვენებლით შემცირება“, - ასე შეაფასა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი მშპ-ს 16.6%-იანი კლება. ეკონომისტის შეფასებით, თუ არ მოხდება მთვარობის მიერ პანდემიის პირობებში აღებული ვალების სწორად გადანაწილება,...

„Lolita“, „Cafe Stamba“, „Rooms Hotel Tbilisi“, „Fabrika“ დაგეგმილზე ადრე, 1 ივნისს გაიხსნება

„Lolita“, „Cafe Stamba“, „Rooms Hotel Tbilisi“, „Fabrika“  დაგეგმილზე ადრე, 1 ივნისს გაიხსნება
access_time2020-05-29 12:04:26
„აჭარა ჯგუფი“  რესტორნებსა და კაფეებს  დაგეგმილზე ადრე გახსნის. „გვსურს სიხარულით შეგატყობინოთ, რომ ჩვენი შეხვედრა იმაზე მალე იქნება შესაძლებელი, ვიდრე გვეგონა!უკვე 1 ივნისიდან გიმასპინძლებთ Lolita-სა და Cafe Stamba-ს ღია სივრცეებში. ასევე, 8 ივნისიდან შეძლებთ ისიამოვნოთ Holiday Inn Tbilisi-ის ღია საცურაო აუზითა და ბარით. Rooms Hotel Kazbegi და Rooms Hotel Kokhta კი სტუმრების მიღებას 12 ივნისიდან განაახლებს. ჩვენი...


მსგავსი სიახლეები

up