აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს

access_time2019-08-19 13:15:37

აფხაზეთის მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობაში დაუდასტურეს, რეორგანიზაციის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო - გაუქმდა, ხოლო მისი ფუნქციები აფხაზეთის მთავრობის აპარატს გადაეცა.


რეორგანიზაციის შედეგად, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი გაერთიანდა; დაიწყო აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაციის პროცესი, რომლის ფუნქციები აფხაზეთის მთავრობის შესაბამის დაწესებულებებს გადაეცა.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურმა განუცხადა, რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს აფხაზეთის მთავრობის აპარატსა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში. პრესსამსახურის განცხადებით, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრმა დავით გვაძაბიამ დატოვა. მის ადგილზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სიძე, დავით ფაცაცია დაინიშნა.



ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, რამდენით შემცირდება თანამშრომლების რაოდენობა აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურებში. რეორგანიზაციის პროცესი 1-ელ ოქტომბერს დასრულდება. შესაბამისად, თანამშრომელთა შემცირების შესახებ ზუსტი ინფორმაცია სწორედ ამ დროისთვის გახდება ცნობილი.


აფხაზეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ცვლილებები დევნილ მოსახლეობაზე უფრო ეფექტურ ზრუნვას ისახავს მიზნად.


„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, მოქნილი და ეფექტური მთავრობის კონცეფციის განსახორციელებლად მიმდინარეობს აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და ცალკეული სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება/ოპტიმიზაცია, მათ შორის ფუნქციების გადანაწილება მოსახლეობაზე ორიენტირებული რეფორმების სწრაფად და ეფექტიანად განსახორციელებლად. ცვლილებები მიზნად ისახავს, ისეთი სტრუქტურული რეფორმის განხორციელებას, რომელიც კიდევ უფრო უკეთ უპასუხებს არსებულ გამოწვევებს და მოემსახურება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმთავრეს მიზანს - დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვას, საჭიროებაზე მორგებული სამთავრობო სტრუქტურების ჩამოყალიბებას. წარმოდგენილი სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები ემსახურება უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო მმართველობითი აპარატის ჩამოყალიბებას. აღნიშნული, ასევე, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებას და დევნილი საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, მათ შორის, თვითრეალიზაციისა და დასაქმების პროგრამების განხორციელებას“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში.


IPN





ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს

ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს
access_time2019-12-09 21:00:20
ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საკონცერტო დარბაზის უქონლობაზე სოციალურ ქსელში  წერს და მთავრობას მოუწოდებს ამ საკითხის მიმართ მეტი სენსიტიურობა გამოიჩინონ. „კომერსანტი“სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:   "ეჰ, რამდენ რამეზე ვფიქრობ, რამდენ ვინმეზე ვფიქრობ...   მაგრამ ახლა მაინც ყველაზე მეტად ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე, მოსაგვარებელ პრობლემებზე და მათ შორის ჩვენი ეროვნული ორკესტრის ისევ გადაუჭრელ და ჩემთვის გულის გახეთქვამდე მტკივნეულ...

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე
access_time2019-12-09 19:15:54
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგის მატარებელიც, ხელის დაფარება არ მოხდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღგ-ს თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. “გამოძიებაში ყველა საგამოძიებო უწყებაა ჩართული. თემა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი, შესაბამისად არანაირი დანდობა ამ მიმართულებით არ იქნება,”-აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, 100-მდე...

ევროკავშირმა Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა

ევროკავშირმა   Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა
access_time2019-12-09 20:00:53
ევროკავშირის ფინანსთა სამინისტროებმა  Facebook-ის ვირტუალური ვალუტის - ლიბრას  მოძრაობა აკრძალეს. აღნიშნული შეეხება ასევე  სხვა „სტებლკოინებს“, ანუ კრიპტოვალუტებს, რომლებიც მიმაგრებულია ან ჩვეულებრვი ვალუტებთან, ამ საქონელთან. მინისტრებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი კანონმდებლობა ჯერ არაა მზად ახალი საგადამხდელო საშუალების მისაღებად. მთავრობების...

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“
access_time2019-12-09 17:00:10
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი...

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში
access_time2019-12-09 15:45:00
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი...


მსგავსი სიახლეები

up