„კომერსანტი“ გთავაზობთ Lenta.ru-ს სტატიას, სადაც გამოყენებულია ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი ტოპონიმები და ტერმინები.
აფხაზეთი ჟენევის ფორმატის გვერდის ავლით სასაზღვრო საკითხებთან დაკავშრებით საქართველოსთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, - წერს „რია ნოვოსტი“.
„ქართველები და საქართველოს სახელმწიფო, ჩვენი მეზობლები არინ. გვინდა, თუ არ გვინდა სამოქალაქო დონეზე საქართველოსა და აფხაზეთის მოსახლეობას შორის კომუნიკაცია არსებობს. ეს ის ხალხია, ვინც აქ ცხოვრებენ, საზღვარზე გადადიან - აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა, რომ მოქალაქეები არაერთ პრობლემას აწყდებიან, რომელთა მოგვარება აუცილებელია.
ბჟანიას აზრით, ორმხრივი განხილვების ფორმატი უნდა შეიცვალოს. „ეს შესაძლებელია არა ისეთი შორეული ტრერიტორიული პლატფორმის გამოყენებით, როგორიც ჟენევის მოლაპარაკებებია, არამედ აქ, საზღვარზე ან სადმე.“ - აღნიშნა პოლიტიკოსმა და საქართველოს ხელსიფლებასთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
23 მარტს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა აფხაზეთში ადგურ არძინბამ ბჟანიას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, რომელშიც ამ უკანასკნელმა ხმების 56 პროცენტი დააგროვა.
Lenta.ru
მოამზადა მარიამ მორგოშიამ