აფხაზეთი რუს ტურისტებს კოვიდ - პასპორტით მიიღებს

აფხაზეთი რუს ტურისტებს კოვიდ - პასპორტით მიიღებს

access_time2020-07-21 20:30:01

აფხაზეთი მზადაა რუსი ტურისტების მისაღებად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარადგენენ ცნობას, რომ კორონვირუსით დაავადებულები არ არიან - იუწყება სააგენტო «Интерфакс».

 

ეს მოთხოვნა ჩადებულია არაღიარებული რესპუბლიკის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის რეკომენდაციათა ჩამონათვალში.

 

როგორც ნათქვამია დოკუმენტში, ცნობა, რომლის წარდგენაც ტურისტებს მოუწევთ, აფხაზეთში ჩასვლამდე მინიმუმ 3 დღით ადრე უნდა იყოს გაცემული. ამ სეზონზე ცნობას ყველა ტურისტულ ობიექტში მოითხოვენ - სასტუმროებში, ჰოსტელებში, პანსიონატებში, კერძო სახლებში თუ ბინებში.

 

ასევე პანდემიის დროს აკრძალულია უცხო ადამიანების ერთად ჩასახლება - ერთ ნომერში მხოლოდ მხოლოდ ოჯახის წევრების ყოფნაა შესაძლებელი.

 

მანამდე ოფიციალურმა სოხუმმა განაცხადა, რომ  აფხაზეთი  ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც რუს ტურისტების მიიღებს.

 

თუმცა, ეს ასე არ მოხდა, რამაც აფხაზეთში ცხარე დებატები გამოიწვია. ერთიანი მიდგომა ამ საკითხისადმი არ არსებობს - აფხაზების ნაწილი თვლის, რომ საზღვრები რუსეთთან აუცილებლად უნდა გაიხსნას, წინაამღდეგ შემთხვევაში რესპუბლიკას ეკონომიკური კრახი ელის.


 

მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის კარების გახსნა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობს აუცილებლად გაართულებს, ხოლო ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორც აფხაზები, ეპიდემია შესაძლოა ფატალური კატასტროფა გახდეს.

 

შექმილი სიტუაციის გამო, აფხაზეთის და რუსეთის საზღვარზე გადაადგილება ყველასთვის მთლიანად დაკეტილია - სატვირთო გადაზიდვების, დიპლომატების და აფხაზეთში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების ჯარისკაცების და მომსახურე პერსონალის გარდა.

 

ივლისში ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის პრემიერ-მინისტრს მიხაილ მიშუსტინს წერილით მიმართა, სადაც გამოთქმული იყი უსაფრთხოების გარკვეული ზომებიც დაცვის შემთხვევაში საზღვრის გახსნის მზადყოფნა.

 

პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. თუმცა, საქმე არც თუ ისე მარტივადაა, რადგანაც რუსეთის თავის მხრივ საზღვრების გახსნას არ ჩქარობს.

 

როსპოტრებნადზოი საზღვრების გახსნის სანაცვლოდ აფხაზეთისგან გარკვეული პირობების შესრულებას თავად ითხოვს - კერძოდ, აფხაზეთის სანეპიდემსამსახურს 100 000 მოსახლეზე კორონავირუსზე დღე-ღამეში 140 ადამიანის შემოწმების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

 

ამ დროისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმის ლუდმილა სკორიკის თქმით, რესპუბლიკა 50-70 კვლევასაც ვერ ატარებს.

 

მისი თქმით, რუსეთის მოთხოვნის შესასრულებლად საჭიროა 3 ლაბორატორია სადღეღამისო მორიგეობით. თანაც იქ მუშაობისთვის ყველანაირი პირობები უნდა იყოს მზად. მათ ასევე სჭირდებათ ძვირადღირებული აპარატურა და მასალები.

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up