აფხაზეთი მორიგი ენერგოკრიზისის მოლოდინშია

აფხაზეთი მორიგი ენერგოკრიზისის მოლოდინშია

access_time2021-10-18 17:00:32

აფხაზეთში 2 დღის მანძილზე ენერგომომარაგებაში სერიოზული შეფერხებები იყო - ენერგოკომპანია „ჩერნომორენეგრო“-ს პრეს-მდივნის ალხას გაგულიას თქმით, გათიშვების მიზეზი გახდა ავარია გალის რაიონში მდებარე გადამცემ ხაზ „შეშელეთი-1“-ზე.

 


დაზიანება უკვე აღმოფხვრილია და ენერგომომარაგება აღდგა.

 


თუმცა, დროებითი გაუმჯობესების ფონზე ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა აცივებასთან ერთად ახალ ენერგოკრიზისს ელის - გასული წლის უმწვავესი ენერგოდეფიციტის გამომწვევი მიზეზები - ინფრასტრუქტურის მოძველება და კრიპტოვალუტების მაინინგი - დღესაც ძალაშია, შესაბამისად, საყოველთაო მოლოდინებით, ჯერ ყველაფერი წინაა.

 


ალხას გაგულიას თქმით, აფხაზეთის ენერგოსისტემის მძიმე მდგომარეობა დიდ საიდუმლოს არავისთვის  არ წარმოადგენს.

 


„ყველამ კარგად იცის, რა მდგომარეობაშია ჩვენი გადამცემი სისტემა - აღჭურვილობა მოძველდა, შესაბამისად, ლოკალური ავარიები მუდმივად ხდება. ინფრასტრუქტურა იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ ლოკალური ავარიები მთელი რაიონების ენერგომომარაგებაზე აისახება. „შეშელეთი-1“ უკვე შეკეთებულია, ენერგომომარაგება აღდგა, მაგრამ ახალი დაზიანება ნებისმიერ მომენტშია მოსალოდნელი, რადგანაც გადამცემი ხაზი გადატვირთულია“, - თქვა მან.


 


ვითარებას ასევე ამძიმებს სოხუმის შიდა საქალაქო ენერგოსისტემის მდგომარეობა.



სოხუმელები აღნიშნავენ, რომ ბოლო დღეებში ელექტროენერგიის გათიშვები უსისტემო და ქაოსური იყო.

 


„ადრე, როდესაც მოქმედებდა განრიგი, გათიშვებში რაღაც ლოგიკა იყო - ენერგია თანმიმდევრულად ითიშებოდა - ერთ რაიონში ყველა ქუჩაზე შუქი ერთდროულად გარკვეული დროით ითიშებოდა. დღეს კი გაუგებარია რა პრინციპით ითიშება, მაგალითად, ერთი ქუჩა და ამავე დროს მეორე განათებულია. გარდა ამისა, ძაბვა ხან იზრდება, ხან ეცემა“, - ამბობს სოხუმელი ასიდა კორტუა.

 


გაგულიას თქმით, ამის მიზეზია განაწილების სისტემის ინფრასტრუქტურის განსხვავებული მდგომარეობა - ზოგ რაიონში ხაზები უკეთეს მდგომარეობაშია, ზოგში უარესი.

 


„სხვადასხვა ტრანსფორმატორებზე განსხვავებული მდგომარეობაა, ქალაქის სხვადასხვა უბნებში ენერგია სხვადასხვა ქვესადგურიდან მოდის, სხვადასხვა რაიონში სხვადასხვა ფიდერი მუშაობს. შესაბამისად, ენერგოსისტემა ერთსა და იგივე რაიონში სხვადასხვა ქუჩებზე მწყობრიდან განსხვავებულად გამოდის. სწორედ ამიტომ არის გათიშვები უსისტემო და არალოგიკური“, - განაცხადა „ჩერნომორენერგო“-ს პრეს-მდივანმა.

 


ეს კი ლოკალური მოვლენა იყო, ამ ეტაპზე ენერგომომარაგებაც უკვე აღდგა, მარგამ, ენერგეტიკოსები უახლოეს თვეებში გასული წლის ენერგოკრიზისის განმეორებას ელოდებიან.

 

Ekhokavkaza.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up