აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

access_time2020-08-09 16:00:20

აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.

 

ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.

 

ისინი მიტოვებულ შენობებში, ფარეხებში, კერძო სახლებში და ბინებში მუშაობენ, და მათი დიდი ნაწილი ელექტროენერგიის საფასურს ან არასრულად იხდის, ან საერთოდ არ იხდის.

 

დღეს, აფხაზეთში „კრიპტოვალუტა“ საგინებელ სიტყვად იქცა, თუმცა, პირველ რიგში საზოგადოებას პრეტენზიები არა მომპოვებლებთან, არამდე ხელისუფლებასთან უნდა ჰქონდეს.

 

კრიპტოვალუტის მასობრივი მოპოვების მთავარი პრობლემაა შესაბამისი ენერგეტიკული პოტენციალის არარსებობა.

 

როგორც ცნობილია, აფხაზეთის ენერგომომარაგების მთავარი წყარო ენგურჰესია, თუმცა ყველასთვის ცალსახაა, რომ გაზრდილი მაინინგის პირობებში ეს რაოდენობა უკვე საკმარისი არაა.


 

ომის დასრულების შემდეგ საქართველო და აფხაზეთი შეთანხდნენ ენერგიის გაყოფაზე - 40-60-ზე პრინციპით. პირველ წლებში აფხაზეთი თავის 40%-ს არასრულად ითვისებდა, თუმცა, წლების შემდეგ ენერგომოხმარება გაიზარდა. ამის მიზეზია ცხოვრების დონის ამაღლება, ბევრი მცირე და ოჯახური სასტუმროს აშენება,  მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო დანაკარგების ზრდა, და - უკვე ბოლო წლებში - კრიპრტოვალუტის მაინინგი.

 

ასე ენერგოდეფიციტიც წარმოქმნა, და აფხაზეთი იძულებული გახდა რუსეთისგან ენერგის შესყიდვები დაეწყო.

 

2019 წელს მთავრობამ კრიპტოფერმები აფხაზეთში აკრძალა, თუმცა, ამან არაფერი შეცვალა  - ფერმები არათუ არ დაიხურა, არამედ მრავლდება.

 

აფხაზეთის საბაჟო სამსახურის უფროსის გურამ ინაფშბას თქმით, საჭიროა არა მხოლოდ ფერმების საქმიანობის, არამედ მაინინგისთვის საჭირო აღჭურვილობის შემოტანის აკრძალვა.

 

„კომიკურ სიტუაციაში ვართ - მაინინგი აკრძალულია, მაგრამ აღჭურვილობის შემოტანა არა. გამოდის, რომ დანადგარები უპრობლემოდ შემოაქვთ, ფერმებს ხსნიან, და სწორედ ამ ბოლო ეტაპზე აკრძალვა მოქმედებას იწყებს. ასე შედეგს ვერ მივიღებთ“  - განაცხადა მან.

 

თუმცა, სავარაუდოდ პარლამენტი და მთავრობა, სადაც კრიპტოფერმებს მძლავრი მფარველები ჰყავთ, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

 

ასე რომ ადრე თუ გვიან, ენერგოდეფიციტის პრობლემა აფხაზეთში კიდევ უფრო გამწვავდება, და საბოლოო ჯამში კრიპტიფერმების თავხედობის გამო ფულს გადახდა საკუთარი ჯიბიდან რიგით მომხმარებლებს მოუწევთ.


Ekhokavkaza.com


თეგები:
აფხაზეთი



ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?
access_time2020-09-20 15:25:59
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა. მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც...

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში
access_time2020-09-16 16:05:58
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა.   მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას   XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც გამომწვარი მიწა...

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა
access_time2020-09-20 16:50:05
Tesla-ს აქციების ფასის რეკორდულმა ვარდნამ მცირე ინვესტორების განწყობებზე ვერ იმოქმედა - ისინი კვლავ დარწმუნებულები არიან, რომ კაპიტალებს მომავალში აბანდებენ, და მათი ნაწილის სამუშაოს შეცვლაზეც კი მიდის, ოღონდ საყვარელ კომპანიასთან ახლოს იყოს. სწორედ ამ, საცალო აქციონერების დამსახურებაა ელექტროკარების მწარმოებლის კაპიტალიზაციის მუდმივი ზრდა. აქციების 20%-იანმა ვარდნამ Tesla-ს «ფან-კლუბის“ რწმენა ვერ შეარყია. მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ინჟინერისთვის დევიდ ბერდისთვის,...

2012 წლიდან დღემდე, სოფლის მეურნეობაში იმპორტის შემცირებისა და ექსპორტის ზრდის გამო, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $400 მილიონით შემცირდა

2012 წლიდან დღემდე, სოფლის მეურნეობაში იმპორტის შემცირებისა და ექსპორტის ზრდის გამო, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $400 მილიონით შემცირდა
access_time2020-09-20 13:00:45
ხორბალი, ატამი და ვაშლატამა, ვაშლი, თხილი, ყურძენი - ამ კულტურებში წელს მოსავალიც კარგია და პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავალიც. ოქტომბრიდან სიმინდის მოსავლის აღებაც დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით, ნათესი ფართობების მატების გამო გაზრდილია მოსავლის რაოდენობა. სახელმწიფო პროგრამების ჩართულობით დაიხვეწა ცოდნა და მოსავლის მოვლის კულტურა. წელს მარცვლოვანი კულტურების შესანახად 84 000 კვ.მეტრზე სასაწყობო ფართობი აშენდა. „სასურსათო უზრუნველყოფის მხრივ ყველა მნიშვნელოვანი...

Mitsubishi მომხმარებელს 10-წლიან გარანტიას შესთავაზებს

Mitsubishi მომხმარებელს 10-წლიან გარანტიას შესთავაზებს
access_time2020-09-20 14:50:37
საავტომობილო ინდუსტრიის საუკეთესო გარანტია იმედს იძლევა, რომ მომხმარებლები Mitsubishi-ს სადილეროებში მეტს იაქტიურებენ. Mitsubishi ავსტრალიისთვის 10-წლიანი ქარხნული გარანტიის წარსადგენად ემზადება. ეს შეთავაზება გარანტიის ამჟამინდელ ხანგრძლივობას ორჯერ გაზრდის. ახალმა ინიციატივამ ბრენდი, გაყიდვის შემდგომი სერვისების თვალსაზრისით, ინდუსტრიის მაღალ საფეხურზე უნდა ასწიოს. ახალი გარანტია 200 000 კილომეტრამდეა შეზღუდული და 10 წლის პერიოდს ითვალისწინებს. მიმდინარე შეზღუდვა კი 100 000...


მსგავსი სიახლეები

up