აფხაზეთი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობს

აფხაზეთი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობს

access_time2020-08-05 18:30:25

ოკუპირებული აფხაზეთის ტურიზმის სამინისტრო რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს.


ტურიზმის მინისტრის მოადგილის დათო ქაჯაიას თქმით, უწყების შესაძლებლობები შეზღუდულია. ბევრი რამ თავად მოქალაქეების თვითშეგნებაზე და მათი მხრიდან რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული.


საზღვრის გახსნას ათასობით ადამიანი მოუთმენლად ელოდა. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადაწყვეტილება ამ საკითხზე ჯერ კიდევ მიღებული არ იყო, როდესაც საზღვარს ათასობით რუსი ტურისტი მიადგა.


პირველ დღეს ფსოუს გამშვები პუნქტი რუსეთის 7500 მოქალაქემ გადაკვეთა. სოჭის საბაჟოს ინფორმაციით 1 აგვისტოს აფხაზეთში რუსეთიდან 6500 მსუბუქი ავტომობილი, 370 სატვირთო მანქანა და 190 ავტობუსი შევიდა. ადამიანების და ავტოტრანსპორტის ეს ნაკადი აფხაზი მედიკოსებისთვის უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა.


მეორე დღეს, 2 აგვისტოს ამ საკითხზე სპეციალური ოპერატიული შტაბის სხდომა ჩატარდა, რომლის მთავარი თემაც კორონავირუსის შესაძლო ახალი აფეთქების თავიდან აცილება იყო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ალხას კონჯარიას თქმით, აფხაზეთში დაინფიცირებულთა რაოდენობა საგანგაშო ტემპებით იზრდება და თუ ადგილობრივ პაციენტებს შემოსულები დაემატება, ჯანდაცვის სისტემა პარალიზებული იქნება და დახმარებას ვერავის გაუწევენ.


აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი თერაპევტის ანჟელა დარჩელიას თქმით, ვირუსი უფრო აგრესიული გახდა, და ავადმყოფების მდგომარეობა სწრაფად უარესდება. მისი თქმით, საჭიროა ახალი, მოქნილი სისტემის შექმნა, რომელიც მსუბუქი პაციენტების სახლში მკურნალობას უფრო ეფექტურს გახდის.


ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრის ალექსანდრ ანქვაბის რეაქცია მოულოდნელი აღმოჩნდა. მან მედიკოსები მკაცრად გააკრიტიკა და ისინი პანიკის დათესვაში დაადანაშაულა.



„საკოორდინაციო შტაბის ყველა წევრმა იცოდა, რომ რუსეთთან საზღვრის გახსნა იგეგმებოდა, თუმცა, ამ საკითხზე მოლაპარაკებების დროს თავიანთი ეჭვები არ გამოუთქვამთ. ის, რომ აფხაზეთში კადრების პრობლემაა და ჩვენ ეპიდემიის წინაამღდეგ ბრძოლისთვის სრულად მზად არ ვართ - ახალი ამბავი არაა. თუ ზოგიერთმა ხელმძღვანელმა ეს გუშინ გაიგო, გამოდის ის ცუდი ხელმძღვანელი ყოფილა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევისთვის თავს იზღვევენ. სხვა ახსნა არ არსებობს“, - განაცხადა ანქვაბმა.


ტურიზმის მინისტრის მოადგილემ დათო ქაჯაიამ განაცხადა, რომ რუსეთიდან შემოსული ყველა ტურისტი უსაფრთხოების ზომების შესახებ სრულადაა ინფორმირებული.


„4 აგვისტოს მდგომარეობით აფხაზეთში 17-18 ათასი რუსი ტურისტი შემოვიდა, დღეში საშუალოდ 30 საექსკურსიო ავტობუსი შემოდის. ისინი ძირითადად მდინარე რიწაზე და ახალი ათონის მღვიმეში ნაწილდებიან. ვიზიტორების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ყველა საექსკურსიო ჯგუფმა შესაბამისი რეკომენდაციები მიიღო. კერძოდ, მძღოლებისთვის და გიდებისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება. ტურისტულ ობიექტებზე ჩვენი სამინისტროს წარმომადგენლები უსაფრთხოების ზომების შესრულებას გააკონტროლებენ“,- განაცხადა მან.


სამინისტრო ყველა უცხოელ მოქალაქეს პირბადის ტარებას და დისტანციის დაცვას ურჩევს. დათო ქაჯაიას თქმით, ეს ზომები სარეკომენდაციო ხასიათისაა, რადგანაც შეუძლებელია ადამიანების იძულება პირბადეები ატარონ.


„ჩვენი სამინისტრო რეკომენდაციების შესრულებას გააკონტროლებს, თუმცა, ჩვენი ძალები ამისთვის საკმარისი არაა. ჩვენ ვიცოდი, რომ საზღვარი გაიხსნებოდა, ოღონდ არ ვიცოდით, რომ ეს ასე სწრაფად და ერთბაშად მოხდებოდა“, - განაცხადა ქაჯაიმ.


გარდა ამისა, აფხაზეთისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის მზადყოფნას რუსეთიც გამოთქვამს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ოქსანა გუსევამ განაცხადა, რომ სოჭში ერთ-ერთ ინფექციურ საავადმყოფოში აფხაზეთში დაინფიცირებულებისთვის სპეციალური განთავსების ადგილებია მომზადებული.


„თუმცა, სადღეისოდ ამის აუცილებლობა არაა. აფხაზეთის კლინიკებში საკმარისი ადგილებია და იმედია უკიდურესი ზომები საჭირო არ გახდება“, - განაცხადა მან.


მინისტრის მოადგილის თქმით, ამ კვირაში სოხუმში მოსკოვიდან მედიკოსების სპეციალური ბრიგადა ჩავა, რომელიც ადგილობრივ ექიმებს ინფექციის შეკავებაში დაეხმარება.


ამ დროისთვის აფხაზეთში კორონავირუსით 32 ადამიანი დაავადდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა.


წყარო Ekhokavkaza.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ



თეგები:
აფხაზეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up