“აფხაზეთი და ოსეთი კიდევ უფრო მეტად მიეკვრნენ და ჩაბარდნენ რუსეთს” - როგორი იყო 2019 წელი დეოკუპაციის მხრივ

“აფხაზეთი და ოსეთი კიდევ უფრო მეტად მიეკვრნენ და ჩაბარდნენ რუსეთს” - როგორი იყო 2019 წელი დეოკუპაციის მხრივ

access_time2019-12-30 21:40:36

„2020 წელიც ოკუპაციასთან ბრძოლის კუთხით ისევ ისეთი, რომ არ იყოს, ხელისუფლება პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, მათ არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ, ამიტომ მომავალ წელს არჩევნები უნდა წააგონ, ესაა ყველაზე გულწრფელი და გულახდილი რჩევა კონფლიქტების მიმართულებით, ამ ხელისუფლებას არ შესწევს ძალა, რომ კონფლიქტები მოაგვაროს,"-ასე აფასებს „რეზონანსთან" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი 2019 წელს ხელისუფლების ოკუპაციასთან ბრძოლას და მის შედეგებს.

 

ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება 2019 წელს თავის პოლიტიკურ საქმიანობაში იყო ჩართული და ოკუპაციასთან ბრძოლის დრო არ ჰქონდა.

 

„მგონია, რომ წელს ხელისუფლებას ოკუპაციასთან ბრძოლის დრო არ ჰქონდა, ის თავის პოლიტიკურ საკითხებში იყო ჩართული, ამიტომ დეოკუპაციის მიმართულებით ეჭვი მეპარება და ვერ ვხედავ ვერანაირ წინ გადადგმულ ნაბიჯს, აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით მობილიზებული არ იყო,

 

„ჟენევის ფორმატები ძალიან სტანდარტულად და ტრადიციულად ტარდებოდა, ერგნეთის შეხვედრები პრაქტიკულად გაჩერდა და რეალურად აღარ ტარდება, ამ ფონზე მდგომარეობა გაუარესდა, იმიტომ, რომ ცხინვალის მიმართულებით წნელისის საგუშაგოს გამო ვითარება დაიძაბა, პრაქტიკულად ნახევარ წელზე მეტი მთელი სამხრეთ ოსეთი ჩაკეტილია, განსაკუთრებით ახალგორის რაიონი, ასე რომ, თუ არის რაიმე დინამიკა, ეს არის გაუარესებისკენ.

 

„ამას ემატება ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე, რომლის თავისუფლების შეზღუდვა ჩაკეტილ გამყოფ ხაზის გამო მოხდა, ერთადერთი პლიუსი ისაა, რომ იგი ახლახანს გაათავისუფლეს, მაგრამ ეს გათავისუფლება ამ მძიმე სურათის ნაწილი იყო.


 

„2020 წელიც ოკუპაციასთან ბრძოლის კუთხით ისევ ისეთი რომ არ იყოს, ხელისუფლება პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, მათ არაფრის შეცვლა არ შესწევთ, ამიტომ მომავალ წელს არჩევნები უნდა წააგონ, ესაა ყველაზე გულწრფელი და გულახდილი რჩევა კონფლიქტების მიმართულებით, ამ ხელისუფლებას არ შესწევს ძალა, რომ კონფლიქტები მოაგვაროს, ახლა ისინი არა ქვეყნის, არამედ თავიანთი თავის გადარჩენაზე არიან, პოლიტიკური პარტია, რომელიც არა ქვეყანაზე, არამედ თავის თავზე ფიქრობს, უნდა წავიდეს!" - აცხადებს იგი.

 

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ" აფხაზურ და ოსურ მხარეებთან პირდაპირი კონტაქტები გააჩერა და პრაქტიკულად რუსეთს შეატოვა.

 

„ახლანდელმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად აფხაზურ ოსურ მხარეებთან პირდაპირი კონტაქტები გააჩერა და „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკას დაუბრუნდნენ, რომ მხოლოდ რუსეთს აგებინონ პასუხი და გვერდზე დატოვეს აფხაზური და ოსური მხარეები, შესაბამისად აფხაზეთი და ოსეთი კიდევ მეტად მიეკვრნენ და კიდევ მეტად ჩაბარდნენ რუსულ მხარეს და მონოლითური გაერთიანება მოხდა რუსეთის გარშემო აფხაზეთის და ოსური საზოგადოების ინტერესებისა და ჩვენ ამით რუსეთი კიდევ მეტად გავაძლიერეთ,

 

„ხელისუფლებას შეეძლო უფრო მეტად ეფექტური ყოფილიყო, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს და იოლი გზა იპოვეს ყველაფერი დააბრალონ რუსეთს იმიტომ, რომ იგი ძლიერი აგრესორი და ოკუპანტია,

 

„ხელისუფლებამ აჩვენა სრული უსუსურობა, გაფრინდაშვილის გათავისუფლება დამოკიდებული იყო ოპოზიციურ პარტიებზე, სახალხიო დიპლომატიაზე, სხვადასხვა ჯგუფებზე, ხელოვანებზე და სპორტსმენებზე, რამაც მშვენივრად აჩვენა, რომ ამაში ხელისუფლება ჩართული არ იყო და მისი გათავისუფლება სწორედაც, რომ არასახელმწიფო სტრუქტურებმა განაპირობეს."- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

resonancedaily.com





30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-03-30 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა $1/3.2875...

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა
access_time2020-03-30 17:10:10
საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. საკარანტინო რეჟიმი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა შემოღებული. „მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, –...

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს
access_time2020-03-30 17:00:36
„დააპაუზე უფასოდ“ - ამ სახელით ინტერნეტსივრცეში შექმნილი სამართლებრივი სივრცე მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების სამართლებრივი გზით მოგვარებას. იდეის ავტორი, ადვოკატი მარიკა არევაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ რამდენიმე ათეული სხვადასხვა პრობლემის შესახებ იღებენ შეტყობინებას და მათი მხრიდან ხდება ხალხის დაკვალიანება იურიდიული კუთხით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე ფორსმაჟორულ სიტუაციაში იჯარის, სესხების თუ კომუნალურებთან დაკავშირებული გართულებების...

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი
access_time2020-03-30 18:00:42
 „წარმოება არც გაზრდილა და არც შემცირებულა, ბაზარზე  მოთხოვნა  სტაბილურად არსებობს, რომელსაც ვაკმაყოფილებთ“- ამის შესახებ „კომერსანტს“ პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის „ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წარმოების პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს და კომპანიაა 15 სახის პროდუქციას წარმოებას ისევ აგრძელებს.   „როგორც საგანგებო...

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას  „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ
access_time2020-03-30 16:30:04
გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრმა ტომას შეფერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დასავლური მედიის ცნობით, ტომას შეფერის ცხედარი ფრანკფურტის მახლობლად, მატარებლის ლიანდაგზე აღმოაჩინეს. ჰესენის ფედერალური შტატის პრემიერ-მინისტრის, ვოლკერ ბუფირის თქმით, შეფერი "covid 19"-ის პანდემიის გამო სტრესულ მდგომარეობაში იყო. "როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო. გამოსავალი ვერ იპოვა და დაგვტოვა. მისი წუხილი იყო, შეძლებდა თუ არა მოსახლეობის უზარმაზარ...


მსგავსი სიახლეები

up