აფხაზები ქაფშიას მოპოვებაზე წესებს ამკაცრებენ - ბრაკონიერობის გამო რეგიონის წყლები ცარიელია

აფხაზები ქაფშიას მოპოვებაზე წესებს ამკაცრებენ - ბრაკონიერობის გამო რეგიონის წყლები ცარიელია

access_time2021-10-29 17:00:09

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ 2021-2022 წლების შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ქაფშიას მოპოვება შეზღუდა და წესები გაამკაცრა. მიზეზად წყლის ბიორესურსის შეზღუდული რაოდენობა სახელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს.


აფხაზები შარშანდელი სეზონის თევზჭერის მონაცემებს საგანგაშოდ მიიჩნევენ. დე ფაქტო მთავრობის სოფლის მეურნეობის მინისტრ ბესლან ჯოპუას მონაცემებით, გასულ წელს 11 ათას ტონაზე ნაკლები ქაფშია იქნა დაჭერილი, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. ჯოპუა ამის მიზეზად მოძველებულ მოქმედ კანონმდებლობას ასახელებს, რომელიც გასული საუკუნის 60-70-იან წლებში არის მიღებული და უკანონო თევზჭერაზე, ბრაკონიერობაზე მაქსიმალურ სასჯელად მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და უმნიშვნელო ჯარიმები არის დაწესებული.


ახალი წესებით, მიმდინარე სეზონისთვის ქაფშიას თევზჭერის დასაშვები ზღვარი 31 ათასი ტონა, ხოლო რეკომენდირებული თევზჭერის მოცულობა 25 ათასი ტონა იქნება, საერთო მარაგის მოცულობად კი 90 ათასი ტონა განისაზღვრა. დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის მიერ ახალი წესების დამტკიცებამდე, აფხაზებმა ისინი, როგორც წესი, რუსებთან შეათანხმეს.


2021-2022 წლების შემოდგომა-ზამთრის სეზონზე აფხაზეთში ქაფშიას რეკომენდირებული დაჭერის მოცულობა მეთევზეობის აფხაზურ-რუსული კომისიის მეშვიდე სესიაზე განისაზღვრა, რომელიც სექტემბრის ბოლოს გაიმართა და მუშაობა ერთობლივი ოქმის ხელმოწერით დაასრულა.


„მეჩვენება, რომ ეს არის ქაფშიას მაქსიმალური რაოდენობა, რისი დაჭერაც შავი ზღვის სანაპიროზე უნდა იქნეს დაშვებული. ჯერ კიდევ საბჭოთა დროის კვლევების თანახმად, აფხაზეთის შავი ზღვის სანაპიროზე მთლიანი მოცულობის 25%-ზე მეტის დაჭერა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ქაფშიას მეურნეობა საგრძნობლად შემცირდება,“ - აცხადებს რუსულ რადიო „სპუტნიკთან“ ინტერვიუში აფხაზეთის თევზაობისა და ნადირობის სპორტის დე ფაქტო ფედერაციის პრეზიდენტი, ალბერტ ბონდარენკო.



მისი მონაცემებით, ორი წლის წინათ აფხაზეთის წყლებიდან 70 ათასი ტონა ქაფშია ამოიღეს მაშინ, როცა რეკომენდაციები 22-25 ათასი ტონაზე იყო გაცემული. ამის შედეგად ერთი წლის განმავლობაში ზღვა ნახევრად ცარიელი იყო.


„შარშან სეზონი, ფაქტობრივად, ჩავარდა, რადგან უკანონო თევზჭერის გამო ქაფშია აღარ დარჩა. თუ წესებს არ დავიცავთ, ცარიელ ზღვას მივიღებთ,“ - აცხადებს ბონდარენკო.


მისი პროგნოზით, წლევანდელ სეზონზე ქაფშიას მოპოვება აფხაზეთში წინა წლების ანალოგიურად რეკორდულად დაბალი იქნება.


„მეთევზეებს გემებზე ეკოლოგები არ ჰყავთ, რომლებიც დაჭერილი თევზის რაოდენობას გააკონტროლებდნენ. ასევე, არც ერთი ეკოლოგი არასდროს არ იმყოფებოდა ქარხნებში თევზის გადაზიდვის დროს. ქარხნების დიდი რაოდენობა არარენტაბელურია, რადგან თითოეულს მხოლოდ 4-5 ათასი ტონა თევზი მიეწოდება. იმისათვის, რომ ქარხანამ იმუშაოს ნულზე, ანუ მხოლოდ ხელფასები და დენის გადასახადი გადაიხადოს, მან უნდა გადაამუშაოს 7-დან 8 ათას ტონამდე თევზი. მარტივი მათემატიკაა: ჩვენ უნდა გავამრავლოთ 7-დან 8 ათასი ტონა ქარხნების რაოდენობაზე და მივიღებთ კვოტას, რომელიც მეთევზეებმა უნდა დაიჭირონ,“ - აცხადებს ბონდარენკო.


აფხაზეთის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, რომან დბარი მიიჩნევს, რომ ბიორესურსების, განსაკუთრებით კი ქაფშიას რაოდენობის შემცირება სერიოზული სიგნალის მაჩვენებელია.


„ეს ფაქტორი სერიოზულად საგანგაშოა, რადგან შესამჩნევად მცირდება ბიოლოგიური რესურსები და, პირველ რიგში, ქაფშია. გასულ წელს აზოვის ზღვიდან აზოვის ქაფშიას მხოლოდ 1,3%-მა შემოცურა ჩვენთან მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი ზამთრის სეზონზე, როგორც წესი, დაახლოებით, 20-25%-ს შეადგენდა,“ - აცხადებს რომან დბარი.


bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up