აფხაზები ღვინისთვის საექსპორტო ბაზრებს ეძებენ - "ვოცნებობ, რომ აფხაზური ღვინო რუსეთის ბაზარს გასცდეს"

აფხაზები ღვინისთვის საექსპორტო ბაზრებს ეძებენ - "ვოცნებობ, რომ აფხაზური ღვინო რუსეთის ბაზარს გასცდეს"

access_time2017-03-19 16:00:48

მოსკოვიდან სოჭში - 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქში ჩაფრენას დაახლოებით ორსაათნახევარი სჭირდება. რუსეთის უკიდურეს სამხრეთში მდებარე სოჭი თავისი 350 ათასი მცხოვრებით, შავიზღვისპირეთის [„კავკასიის რივიერის"] ყველაზე პოპულარულ კურორტს წარმოადგენს. აქ დაიწერა ივანე ბუნინის, ბორის პასტერნაკისა და ისააკ ბაბელის რომანები... ილუმინატორში კავკასიის მთები გამოჩნდა, ე.ი. მალე სოჭის [ადლერის] აეროპორტში დავფრინდებით. თვითმფრინავმა შავ ზღვაზე ნახევარწრე გააკეთა და დავეშვით. აეროპორტი თანამედროვე შთაბეჭდილებას ტოვებს, მოდერნიზება რამდენიმე წლის წინ განხორციელდა. ტერმინალის იქით ტაქსისტები დგანან, რომლებიც მზად არიან მგზავრებისთვის ნახტომი გააკეთონ, თუმცა აფხაზეთამდე მაინცდამაინც შორი მანძილი არ არის, სულ რაღაც ათიოდე კილომეტრი, ზღვის ნაპირით", - წერს გაზეთ Financial Times-ის შტატგარეშე კორესპონდენტი სოფი როილი, რომელიც აფხაზეთში სულ ბოლოს 2014 წელს იყო ჩასული და ახლაც რუსეთის მეზობელი სეპარატისტული რეგიონისაკენ მიემართება.

 

 

„მკაცრსახიან რუს მესაზღვრეს ჩემი პასპორტი სადღაც მიაქვს, ამოწმებს და ნახევარი საათის შემდეგ მიბრუნებს. საზღვრის აფხაზური მხარე უფრო იოლად გადასასვლელია - ჯარისკაცი ყველაფერს სწრაფად აკეთებს. და აი, აფხაზი ძაღლები ყეფით მესალმებიან - ისინი, როგორც წესი, აფხაზეთის პირველი მაცხოვრებლები არიან, რომლებიც სტუმრებს ხვდებიან", - იუმორისტულად აღნიშნავს ავტორი და შემდეგ უკვე სერიოზულად წერს: „სუბტროპიკული აფხაზეთის შავიზღვისპირა გზაზე სუსტნერვებიანი ადამიანისთვის მგზავრობა ძნელია - ხშირად გადად-გადმოდიან ძროხები და ცხენები, საქონელი შუაგზაზეც წევს... მაგრამ სიჩქარის შემზღუდავი ნიშნები არ ჩანს. მოკლედ, როგორც გინდა, ისეთი სიჩქარით იარე. საერთოდ კი, ნორმალურად სოხუმამდე ორი საათის სავალია.

 

აფხაზეთის საერთაშორისო სტატუსი ჰაერშია გამოკიდებული ჯერ კიდევ 1992-1993 წლების ომიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა ამ რესპუბლიკამ საქართველოსაგან დამოუკიდებლობა მოისურვა. ამჟამად აფხაზეთის სუვერენიტეტი, რუსეთის გარდა, მხოლოდ ვენესუელას და ნიკარაგუას აქვს აღიარებული, პლუს წყნარ ოკეანეში ჩაკარგული მიკრონეზიის ნამცეცა კუნძულოვანი სახელმწიფო ნაურუ. საქართველო აფხაზეთის ფლობაზე პრეტენზიებს აგრძელებს.

 

 

აფხაზეთში დრო გაჩერებულია. უცებ რომ აქ აღმოჩნდე, ვერც გაიგებ, რომელ ეპოქაში ხარ. გზის პირას ერთმანეთს ცვლის წითელვარსკვლავიანი საბჭოური არქიტექტურის შენობები და ძველი ნახევრად დანგრეული ციხე-სიმაგრეები.

 

ფლორა და ფაუნა 1990-იანი წლებიდან ხელუხლებელია და რადგანაც აქაური კლიმატი სუბტროპიკულია, მცენარეები სწრაფად იზრდებიან, ერთმანეთში არიან გადახვეულნი. შიგადაშიგ, საცხოვრებლ სახლებთან, მცირე ვენახებიც არის გაშენებული. ზოგჯერ ვაზების მწკრივი ბუნებრივი ღობის როლსაც ასრულებს, თუმცა მისგან მოსახლეობა უფრო მეტად სხვა სარგებელს ღებულობს.

 


აფხაზეთი მსოფლიოში მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს რეგიონს წარმოადგენს. აქ თიხის დიდი ჭურჭლებია აღმოჩენილი, რომელთა ფსკერზე ყურძნის სამიათასწლოვანი წიპწა ეყარა. ტრადიციულად, აფხაზები ღვინოს სამკურნალოდ და სხვა უძველესი წარმართული რიტუალების შესასრულებლად იყენებენ. დღეს ადგილობრივ ვენახებში გაშენებული ვაზისაგან მოწეული ყურძნით წითელ და თეთრ ღვინოებს ამზადებენ, აგრეთვე „ჭაჭას", რომელიც ძალიან მაღალგრადუსიან სპირტიან სასმელს წარმოადგენს. ყველაფერი ეს მოსახლეობის შემოსავლების საფუძველია იმ რეგიონში, სადაც უმუშევრობა სუფევს. შინაური წითელი ნახევრადტკბილი და თეთრი მშრალი ღვინოები გზისპირას იყიდება, სასმელი წყლისა და „კოკა-კოლას" პლასტმასის ბოთლებით.

 

„აფხაზეთის ღვინისა და წყლების კომპანია" რეგიონში ღვინის ერთადერთი უდიდესი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც პროდუქციას რუსეთის ბაზარზე ჰყიდის, დაახლოებით ათი სახეობის ღვინოს, ბოთლს 320 რუბლად. კომპანიის ყოველწლიური ექსპორტი 8,5 მილიონ ბოთლს შეადგენს.

 

კომპანიის დირექტორის ნიკოლაი აჩბას ოჯახი ღვინის წარმოებითაა დაკავებული. იგივე საქმით იყვნენ დაკავებულნი საუკუნეების მანძილზე მისი წინაპრებიც, რომელთა გვაროვნული კლანი [დინასტია] აფხაზეთს ჯერ კიდევ მერვე საუკუნიდან მართავდა. „ბებიაჩემს ყოველთვის სურდა, რომ მე სამხედრო-საზღვაო ფლოტის კაპიტანი ვყოფილიყავი, რაც, რასაკვირველია, ფანტასტიკას განეკუთვნება", - იცინის ნიკოლაი აჩბა, - „მამაჩემმა კი ვენახისა და მეღვინეობის სიყვარული ჩამინერგა, ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა ვენახს ვუვლიდი და დღეს წინაპრების ოჯახურ ტრადიციას ვაგრძელებ".

 

ნიკოლაი აჩბას კომპანიის მიერ დამზადებული პროდუქცია მაღალხარისხოვანია - ღვინო ბოჰემიურ (ჩეხურ) მინის ბოთლებშია ჩამოსხმული, საცობი პორტუგალიური კორპის მუხისაგან აქვს, მაგრამ მაინც აშკარაა, რომ აფხაზეთი მსოფლიო ბაზარს დაშორებულია. „ვოცნებობ, რომ აფხაზური ღვინო რუსეთის ბაზარს გასცდეს და საერთაშორისო არენაზე გავიდეს", - ამბობს ნიკოლაი აჩბა.

 

კომპანიის ვენახები 600 ჰექტარზეა გაშენებული. ნაკვეთები მავთულითაა შემოღობილი და რამდენიმე ყარაული დარაჯობს, მაგრამ რად გინდა - იდეალური კლიმატის პირობებში მოწეული პროდუქტის გაყიდვა ჯერ-ჯერობით არ მატულობს. რას იზამ, უნდა დაელოდო.

 

გუდაუთა სოჭიდან რამდენიმე ათეული მილით არის დაშორებული. ამ ქალაქში 8.500 მოსახლე ცხოვრობს, აქვეა რუსეთის სამხედრო ავიაბაზა „ბომბორა". გუდაუთაში ვიანორ ავიძბამ და მისმა ძმამ ზორომ, რომელთა წინაპრებიც საუკუნეების მანძილზე მეღვინეები იყვნენ, მიწა იყიდეს, მცირე ღვინის ქარხანა ააგეს და მათრობელა სასმელის ჩამოსხმა დაიწყეს. დღეს აქ ტურისტებიც ხშირად სტუმრობენ და ღვინოს აგემოვნებენ. ქარხანის პერსონალი 20-კაციანია, რომელთაგან ბევრი ვიანორის ნათესავ-ახლობელია. „ავიძბას ღვინის სახლი" სასმელის დამზადებისას უძველეს რეცეპტებს იყენებს. მისი ყველაზე პოპულარული ღვინოებია „ძველი სოხუმი" და „აფსნი". ვიანორის მიერ მომზადებული ღვინოები დიდ მუხის კასრებში ინახება, სხვებისაგან განსხვავებით, რომლებიც ღვინოს ფოლადის ჭურჭლებში ასხამენ, თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით.

 

აფხაზეთი თავს მსოფლიოსაგან მიტოვებულად გრძნობს. მისი ეკონომიკა სულს ღაფავს. 20 წელი გავიდა ომის შემდეგ, მაგრამ გარემონტებულ შენობას იშვიათად თუ ნახავთ.

 

პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას განცხადებით, მისი მთავრობა ცდილობს ახალგაზრდა სპეციალისტებს სამუშაო გარემო შეუქმნას, მათი აფხაზეთში დარჩენის მიზნით: „ჩვენ მათ განათლების მისაღებად უცხოეთში ვაგზავნით, სწავლის ფულს ვუხდით, რათა შემდეგ ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ და აქ გააგრძელონ მუშაობა ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენი მიზანია აფხაზეთი „აყვავებულ ქვეყნად" გადაიქცეს, აქ ცხოვრება და დასვენება საამური გახდეს და მეტი ინვესტიცია შემოვიდეს",

 

მეღვინეობა ისეთი დარგია, რომელიც აფხაზეთს იმედს უნერგავს. მეღვინეობა არა მარტო ეკონომიკისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ იმისთვისაც, რომ აფხაზეთი მსოფლიო რუკაზე ჩანდეს: „ღვინო მსოფლიო კულტურის ნაწილია. ღმერთმა ჩვენს ქვეყანას იმის რესურსი მისცა, რომ ღვინის საერთაშორისო ბაზარზე გავიდეს", - ამბობს ნიკოლაი აჩბა, - თუმცა მსოფლიო ბაზრისაგან ჯერ კიდევ შორს ვართ".

 

წყარო: Financial Times, geotimes.ge

 



საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
access_time2021-03-06 21:27:06
რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდა. მატჩი ლისაბონში ჩატარდა და ის ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 29:16...

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს
access_time2021-03-06 14:30:55
...

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

ყავის ლაბორატორია: კომპანიის ყოველი თვე ზარალიანია

ყავის ლაბორატორია: კომპანიის ყოველი თვე ზარალიანია
access_time2021-03-06 18:00:43
ყავის ლაბორატორიას შემოსავლები კორონავირუსის შედეგად შემცირებული აქვს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თათია ზარქუამ განუცხადა, ლოკდაუნის დროს ბიზნესი მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით ფუნქციონირებდა, ახლა კი, მას შემდეგ, რაც შეზღუდვები მოიხსნა, გარე სივრცის მეშვეობითაც ახდენს რეალიზაციას. ზარქუა აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, კომპანიის შემოსავალი ვერ აუდის გაზრდილ ხარჯებს, ამიტომ, კომპანიას ყოველი თვე ზარალიანი აქვს. „როდესაც...


მსგავსი სიახლეები

up