აფთიაქები „ტამიფლუს“ მარაგით დღეს შეივსება

აფთიაქები „ტამიფლუს“ მარაგით დღეს შეივსება

access_time2019-01-12 12:26:39

13000 კოლოფი „ტამიფლუ“ მოქალაქეებისთვის დღის მეორე ნახევარში იქნება ხელმისაწვდომი, ამის შესახებ ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ განაცხადა, მისი თქმით, ამჟამად განბაჟების პროცედურა მიმდინარეობს.

„ტამიფლუს“ მორიგ მარაგს ჩვენ დღის მეორე ნახევარში ველოდებით. ლოჯისტიკური სქემები დალაგებულია, ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები როგორც ფარმაცევტულ ქსელებთან, ასევე დამატებით თბილისში 24/7 რეჟიმში მომუშავე სამედიცინო დაწესებულებებთან. მარაგებს შეივსებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა ცენტრი საქართველოს მასშტაბით. სააფთიაქო დაწესებულებები შეირჩა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით, 5 ქსელია შერჩეული, ისე რომ არც ერთი რაიონი საქართველოში არც ერთი ლოკაცია არ დარჩება ისე, რომ იქ განთავსებულ აფთიაქებში, ერთში მაინც არ იყოს გარკვეული მარაგი განაწილებული", - განაცხადა მარინა დარახველიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან გადაუდებელი ამბულატორული მომსახურება ყველასთვის უფასო ხდება. დღეიდანვე ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ საქართველოს ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა. პრეპარატ „ტამიფლუს“ მოსახლეობისთვის სახელმწიფო სუბსიდირებით გაცემაზე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ გუშინ მიიღო.



imedinews


თეგები:
ტამიფლუ



გიორგი კაპანაძე - აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა აუცილებელია

გიორგი კაპანაძე - აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა აუცილებელია
access_time2019-03-23 10:00:28
...

ადამიანი, რომელმაც ქართული სიტყვები “დახატა” – ბექა ბერიძის ნამუშევრები

ადამიანი, რომელმაც ქართული სიტყვები “დახატა” – ბექა ბერიძის ნამუშევრები
access_time2019-03-23 12:00:27
ბექა ბერიძე 29 წლის გრაფიკული დიზაინერია, რომელმაც ტიპოგრაფიული ილუსტრაციების სერია შექმნა. პოსტერები იმითაა განსხვავებული, რომ აქ სხვადასხხვა სიტყვები, როგორიცაა: ყავა, ლუდი, თუ სიყვარული, ქართული ასოებითაა “დახატული”. ამ ნამუშევრები სერია მისი პირადი პროექტია. როგორ...

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“
access_time2019-03-22 21:25:02
„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთესად ამ...

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000  მოსახლეს  7  სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად  ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას
access_time2019-03-22 19:30:32
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნულია.   სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს...

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს
access_time2019-03-22 21:00:46
Apple ახალ გასართობ და ფასიან ციფრული ახალი ამბების სისტემას ააქტიურებს. New York Times-მა და Washington Post-მა უარი თქვეს ამ პროექტში Apple-თან თანამშრომლობაზე. Apple New ყველა IPhone-სა და iPad-ზე წინასწარ იქნება დაინსტალირებული. The New York Times-ის გენერალური დირექტორი მარკ ტომპსონი სხვა გამომცემლობებს აფრთხილებს იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება Apple-თან თანამშრომლობამ გამოიწვიოს. ტომპსონის განცხადებით პირველი რისკია ელექტრონული ჟურნალის...


მსგავსი სიახლეები

up