აფრიკელი დიქტატორის შვილის ავტომობილები 27 მილიონ შვეიცარიულ ფრანკად გაიყიდა

აფრიკელი დიქტატორის შვილის ავტომობილები 27 მილიონ შვეიცარიულ ფრანკად გაიყიდა

access_time2019-09-30 23:45:36

„ლუქსის“ კლასის 25 ავტომობილი, რომელიც შვეიცარიის პროკურატურამ ეკვატორული გვინეის პრეზიდენტის შვილს, ვიცეპრეზიდენტ თეოდორინ ნგემა ობიანგს ფინანსური მაქინაციების გამო ჩამოართვა, Bonhams-ის აუქციონზე 27 მილიონ შვეიცარიულ ფრანკად გაიყიდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

 

აუქციონის ყველაზე ძვირადღირებული ლოტი 2014 წლის Lamborghini Veneno Roadster-ი გახდა, რომლის 9 ეგზემპლარიც იტალიური ავტომწარმოებლის 50 წლის იუბილეზე გამოუშვეს. ავტომობილში, რომელიც 0-დან 100 კმ/სთ სიჩქარეს მხოლოდ 2,9 წამში ავითარებს, უცნობმა მყიდველმა 8,28 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გადაიხადა, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის კაპოტზე ნგემას საკუთარი ინიციალები აქვს დატანილი.

 

4,6 მილიონ ფრანკად აუქციონზე ექსკლუზიური ავტომობილი Koenigsegg One:1, 1,55 მილიონ ფრანკად Aston Martin One-77, 1,311 მილიონ ფრანკად კი ჰიპერქარი Bugatti Veyron EB 16.4 გაიყიდა. სააუქციონო სახლის წარმომადგენლის განცხადებით, რამდენიმე ავტომობილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მცხოვრებმა კოლექციონერმა იყიდა.


 

შვეიცარიის მთავრობამ ავტომობილები თეოდორინ ობიანგ ნგემას 2016 წელს ჩამოართვა, როდესაც მის წინააღმდეგ ფინანსური დარღვევების გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თეოდორინ ობიანგ ნგემას მამა - თეოდორ ობიანგ ნგემა ეკვატორულ გვინეას 1979 წლიდან მართავს. 2019 წლის თებერვალში შვეიცარიის პროკურატურამ განაცხადა, რომ ავტომობილების კონფისკაციის სანაცვლოდ ეკვატორული გვინეის ვიცეპრეზიდენტის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს მოხსნის.

 

imedinews






„მოვიგებთ და შემდეგ შევიკრიბებით“ - ოპოზიციას Covid 19-თან გამკლავების კონკრეტული გეგმა არ აქვს

„მოვიგებთ და შემდეგ შევიკრიბებით“ - ოპოზიციას Covid 19-თან გამკლავების კონკრეტული გეგმა არ აქვს
access_time2020-10-20 10:00:08
მმართველი გუნდის ეპიდსიტუაციასთან გამკლავების სტრატეგიას განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, აქტიურად აკრიტიკებს თითოეული მოწინააღმდეგე პარტია. თუმცა ... ორ კვირაში არჩევნებია, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას სჯერა, რომ არჩევნების შემდეგ საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობას მიიღებს.  „კომერსანტი“ დაინტერესდა თავად პარტიებს რა გეგმა აქვთ რა გამწვავებულ ეპიდსიტუაციასთან გასამკლავებლად, არსებობს თუ არა კონკრეტული გეგმა მათ პროგრამაში, გარდა ეკონომიკური პროგრამებისა, რომელზეც დაუსრულებლად...

19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-10-19 18:30:02
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 19 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2117 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-19 21:00:58
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. კომერსანტის ექსკლუზივი - პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, ამოქმედებული დადგენილება თუ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი ქაოსი კოვიდ სტატისტიკაში   კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან რვა თვის შემდეგ, კომერსანტმა...

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება
access_time2020-10-19 20:30:21
დღეს ორი განსხვავებული საფრანგეთი არსებობს, ერთი რომელიც კომენდანტის საათში კორონავირუსის გამო 21.00-დან 6.00-მდე ჩაკეტეს და  მეორე, რომელიც ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს, თუ ამას ინფექციის გავრცელების სიჩქარე დააცდის.   ემანუელ მაკრონმა არჩევანი მკაცრი ზომების და დიდ ქალაქებში კომენდანტის საათის სასარგებლოდ გააკეთა და ამით რეალურ რისკზე წავიდა.   სწორედ დიდ ქალაქებში, პირველ რიგში პარიზში, პანდემიამ ყველაზე მძიმე სოციალური  ჭრილობები დატოვა,...

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება
access_time2020-10-19 19:30:29
როდესაც კორონავირუსი ჩინეთის ტერიტორიას გასცდა და პანდემია დაიწყო, ყველა ეკონომიკა მსოფლიოში ერთბაშად და უნისონში ჩამოიშალა. ყველა ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა ისეთ დონეზე, რომელიც კაცობრიობას მშვიდობიანობის დროს არ უნახავს.   ამის შემდეგ აგრესიული ფისკალური და მონეტარული რეაქცია დაიწყო, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსის წარმატებული შეკავება, მაგალითად ჩინეთში.   საერთაშორისი სავალუტო ფონდის პროგნოზის...


მსგავსი სიახლეები

up