აფრიკაში კობალტის მაღაროებში ბავშვების დაღუპვის გამო Apple-ს, Google-სა დაTesla-ს უჩივლეს

აფრიკაში კობალტის მაღაროებში ბავშვების დაღუპვის გამო Apple-ს, Google-სა დაTesla-ს უჩივლეს

access_time2019-12-16 22:00:35

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კობალტის მაღაროებში ბავშვების დაღუპვის გამო Apple-ის, Alphabet-ის (Google-ის დედობილი კომპანია), Tesla-ს, Dell-ისა Microsoft-ის წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ IRAdvocates-ის უფლებადამცველები აცხადებენ, რომლებიც მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ.

 

ვაშინგტონის სასამართლოს კონგოდან 14-მა ოჯახმა მიმართა, რომელთა შვილები დაიღუპნენ ან დასახიჩრდნენ მაღაროებში, რომლებიც ბრიტანულ Glencore-ს ეკუთვნის. საუბარია გარდაცვალების 5 ფაქტზე, დანარჩენ შემთხვევაში კი სერიოზულ ტრავმებზე.

 

როგორც სარჩელში წერია, მოპოვებულ კობალტს Glencore-სგან Umicore ყიდულობს, რომელიც თავის მხრივ მეტალს ტექნოლოგიურ კომპანიებს აწვდის: მათ კობალტი ლითიუმ-იონის ბატარეებისთვის სჭირდებათ.

 

მოსარჩელი მხარის მტკიცებით, Apple-მა, Google-მა, Tesla-მ, Microsoft-მა და Dell-მ იცოდნენ, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კობალტის მოსაპოველად საშიშ პირობებში ბავშვთა უკანონო შრომას იყენებდნენ. ამასთან, კომპანიებს აქვთ „უფლებამისილება და რესურსები“ მომწოდებლები გააკონტროლონ, თუმცა ამას არ აკეთებენ.


 

როგორც მოსარჩელე მხარე აცხადებს, სწორედ კორპორაციების უმოქმედობამ გამოიწვია ბავშვების დაღუპვა და ტრავმები.

 

ისინი კომპანიებისგან მოითხოვენ შეიქმნას სპეციალური ფონდი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად და დაშავებული ბავშვების მკურნალობის ხარჯების დასაფარავად.

 

მსოფლიოში კობალტის 60%-ის მოპოვება სწორედ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ხდება. Amnesty International-ი ჯერ კიდევ 2016 წელს წერდა, რომ მაღაროებში არასრულწლოვნები მუშაობენ.

 

Imedinews.ge





„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია
access_time2020-02-28 17:47:55
„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია.ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი.  „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და...

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას  „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს
access_time2020-02-28 17:18:14
კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობემა “ ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით - ,,გრინ დაზღვევა საქართველოს’’ კაპიტალი 10,000,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს...

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა
access_time2020-02-28 16:33:46
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო...

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ
access_time2020-02-28 16:11:23
წყალტუბოს სანატორიუმები საპრივატიზაციოდ მზადდება. საინვესტიციო პაკეტზე ქონების მართვის სააგენტოს მუშაობა რამდეინმე უწყებასთან უკვე დაწყებული აქვს. „წყალტუბოს სანატორიუმები ის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც სახელმწიფოს ბალნეოლოგიური და ტურისტული მიმართულების პროფილის მქონე ინფრასტრუქტურის ათვისების თვალსაზრისით აქვს. ვმუშაობთ, რომ საინვესტიციო პაკეტი სრულყოფილი ფორმატით შევთავაზოთ ბიზნესს. ეს გულისხმობს, სივრცითი დაგეგმარების თვალსაზრისით...

კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკა

კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკა
access_time2020-02-28 15:50:16
მონაცემები მუდმივად ახლდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი, 28 თებერვლის მონაცემებით, გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 83 310 შემთხვევა ფიქსირდება, 2 858 გარდაცვალება. 26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 27 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსი ჩინეთის გარეთ კიდევ 47 ქვეყანაშია. სულ მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების 82 539 შემთხვევაა...


მსგავსი სიახლეები

up