აფეთქებების შედეგად საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება 50%-ით შემცირდა

აფეთქებების შედეგად საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება 50%-ით შემცირდა

access_time2019-09-15 10:20:04

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ აზიზ ალ-საუდმა განაცხადა, რომ ნავთობტერმინალებსა და ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შედეგად ნავთობის მოპოვება 50%-ით შემცირდა. ამის შესახებ ადგილობრივი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SPA იუწყება.


მინისტრის თქმით, აფეთქების შედეგად ნედლი ნავთობის მოპოვება 5,7 მილიონი ბარელით შემცირდა, რაც საერთო მოცულობის 50%-ს შეადგენს. მისივე განცხადებით, ამ დანაკარგის ნაწილი რეზერვებიდან იქნება კომპენსირებული.


14 სექტემბერს საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. BBC-ის ცნობით, ობიექტები სახელმწიფო კომპანია Aramco-ს ეკუთვნის. მოგვიანებით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ კი თავდასხმაში ირანის ხელისუფლება დაადანაშაულა.



imedinewss





კახა კალაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა

კახა კალაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა
access_time2020-06-03 14:41:33
დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.როგორც კალაძე აცხადებს, ეს ინფორმაცია ტყუილია. „ტყუილია, არ არის ეს სწორი ინფორმაცია“, - განუცხადა შესაბამისი კითხვის პასუხად კალაძემ ჟურნალისტებს. ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს. ipn.ge

ყოფილი გენ.პროკურორი ორი ინსტანციის მოსამართლეებს უპრეცედენტოდ არასამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს

ყოფილი გენ.პროკურორი ორი ინსტანციის მოსამართლეებს უპრეცედენტოდ არასამართლიანი  გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს
access_time2020-06-03 13:00:40
2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც თავის მხრივ, კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის, დავით ზეიკიძის ადვოკატ არჩილ კბილაშვილის მიერ 29 მაისს გამართულ პრეს-კონფერენციას მოჰყვა, ადვოკატი საპასუხო განცხადებით გამოეხმაურა. კბილაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ჩემს მიერ 29 მაისს ჩატარებულ პრეს-კონფერენციას გამოხმაურება მოჰყვა, როგორც მოწინააღმდეგე მხარის, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან. უწინარეს ყოვლისა,...

BAG თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს უჭერს

BAG თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს უჭერს
access_time2020-06-03 12:13:46
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მხარს უჭერს თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს - ამის შესახებ  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე საუბრობს.  მისი ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ არაერთხელ მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია იმ მანკიერი პრაქტიკის შესახებ, რომელიც თან ახლავს თხევადი გაზის...

8 ივნისს მხოლოდ ის სასტუმროები იხსნებიან, ვინც საქართველოს ხელისუფლებასთან საერთო ენა გამონახა

8 ივნისს მხოლოდ ის სასტუმროები იხსნებიან, ვინც საქართველოს ხელისუფლებასთან საერთო ენა გამონახა
access_time2020-06-03 14:00:55
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარია განცხადებით, 8 ივნისიდან გაიხსნება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნება ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების შემოწმება და ამაზე კონკრეტული ნებართვა ექნება. სასტუმრო „კოლხიდას“ მფლობელი ხათუნა ლაგაზიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ორი კვირის განმავლობაში, უშედეგოდ ელოდებიან შემოწმებას, რათა გახსნის ლიცენზია მიიღონ....

„წინააღმდეგი ვართ, ადამიანმა გაყიდოს ბინა და ისრაელში არარეგალურად ჩავიდეს“-იციკ მოშე

„წინააღმდეგი ვართ, ადამიანმა გაყიდოს ბინა და ისრაელში არარეგალურად ჩავიდეს“-იციკ მოშე
access_time2020-06-03 15:15:23
„მოვუწოდებ ორივე მხარეს, ერთობლივად მოაგვარონ ისრაელში საქართველოს მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის საკითხი“ – ამის შესახებ „საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე აცხადებს.როგორც მან „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განაცხადა, მხარეებმა ისრაელში ქართველების ლეგალური დასაქმების პროგრამაზე უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ. „სამუშაო საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ, როგორც მესამე სექტორმა წარვადგინეთ რამდენიმე ინიციატივა და გვჯერა, ეს მიღწევადია. ისრაელის...


მსგავსი სიახლეები

up