აფბა: ხელისუფლება კომერციულ სექტორს „გაზპრომთან“ თანამშრომლობას ვერ შეუზღუდავს

აფბა: ხელისუფლება კომერციულ სექტორს „გაზპრომთან“ თანამშრომლობას ვერ შეუზღუდავს

person access_time2016-06-21 13:20:00

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ეხმაურება ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც რუსულ „გაზპრომსა“ და შპს „გასკო+“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება.


ორგანიზაციის ანალიტიკოსის განმარტებით, აღნიშნული გარიგება არის ორ კომერციულ სუბიექტს შორის ურთიერთობა, რომელშიც არსებული სამართლებრივი ნორმებისა და შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო ვერ ჩაერევა.


„ერთი მხრივ, ქართული კანონმდებლობის თანახმად, ბუნებრივი აირის სექტორში ე.წ. ქსელზე მესამე პირის დაშვება არის დერეგულირებული. შესაბამისად, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან/და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის საფასურად, მომხმარებელს


თავის ქსელში ბუნებრივი აირი გაუტაროს. ხაზგასასმელია, რომ შესაბამისი ნორმატიული აქტების თანახმად, ტრანსპორტირების კომპანია არის ვალდებული და არა უფლებამოსილი. მეორე მხრივ, ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების მე-5- ე მუხლის თანახმად, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების შესახებ განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს ოთხი სამუშაო დღისა, ვალდებულია გააფორმოს განმცხადებელთან ხელშეკრულება ან წერილობით აცნობოს განმცხადებელს დასაბუთებული უარი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების განხორციელებისათვის ხელშემშლელი ტექნიკური პირობის არსებობის შესახებ.


როგორც ვიცით, ტრანსპორტირების კომპანიას ბუნებრივი აირის გატარების ტექნიკური ხარვეზები არ გააჩნია, იმდენად, რამდენადაც აღნიშნული მილის მეშვეობით, ტრანზიტის საფასურად მიღებული ბუნებრივი აირი ქსელში ნაწილდება. შესაბამისად, ტრანსპორტირების კომპანიას შპს „გასკო+“-ისთვის უარის თქმის საფუძველი არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ აღნიშნული კანონმდებლობის თანახმად, ხელისუფლებას ამ გარიგების ჩაშლის ბერკეტი არ გააჩნია“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.


ანალიტიკოსმა ასევე ისაუბრა მოცემული გარიგების თანმდევ შესაძლო საფრთხეებზეც. მისი თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე გავლენას ვერ მოახდენს. „გარდა ამისა, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალებისა და მათთან ასოცირებული მედია საშუალებების მხრიდან, საკითხის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა და აღნიშნული კრიტიკა ღრმა შინაარსობრივი ანალიზისგან შორს დგას. რამდენადაც, „გაზპრომის“ მხრიდან, რომელიმე კომერციულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ვერ გახდება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების დამაზიანებელი ფაქტორი“, - განაცხადა „აფბას“ ანალიტიკოსმა.




„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცვლეობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცვლეობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...

დეველოპერები მთავრობას იპოთეკური სესხების დასუბსიდირებასთან ერთად ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას სთხოვენ

დეველოპერები მთავრობას იპოთეკური სესხების დასუბსიდირებასთან ერთად ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას სთხოვენ
access_time2020-05-28 17:15:45
მთავრობა მოქალაქეებს, ბინის შეძენის მსურველებს  იპოთეკური სესხების 4%-ს, 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს. საუბარია, ყველა იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც წლის ბოლომდე დაიდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  დღეს დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. სამშენებლო კომპანია „რედკოს“ დირექტორმა...

ქუთაისის აეროპორტის დაუსრულებელი გაფართოება

ქუთაისის აეროპორტის დაუსრულებელი გაფართოება
access_time2020-05-28 18:15:42
კორონავირუსმა ქუთაისის აეროპორტის გაფართოება შეაფერხა. პირველად გეგმასთან შედარებით, ისედაც დაგვიანებით მიმდინარე პროექტის დასრულება, მინიმუმ რამდენიმე თვით გადაიწია. სამშენებლო ტენდერების ნაწილი შეჩერდა, ნაწილი გაჭიანურდა. არადა მაშინ, როდესაც ქუთაისის აეროპორტში ფრენები შეჩერებულია, ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება კი არ შეზღუდულა, წესით მშენებლობის დაჩქარებაც იყო შესაძლებელი. რა გაკეთდა ქუთაისის აეროპორტის...


მსგავსი სიახლეები

up