აფბა: წყალარინების (საკანალიზაციო) გადასახადის გადახდა გოგირდის აბანოებს არ გააკოტრებს

აფბა: წყალარინების (საკანალიზაციო) გადასახადის გადახდა გოგირდის აბანოებს არ გააკოტრებს

access_time2016-07-01 14:59:48

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“, შეისწავლა რა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურსა“ და თბილისში მდებარე გოგირდის აბანოებს შორის არსებული სადავო საკითხი, ასკვნის, რომ დავა, რომელიც კერძო სუბიექტებს შორის მიმდინარეობს, კრიტიკულ ფაზაშია და სწრაფ გადაჭრას საჭიროებს. ერთის მხრივ, აბანოებს უგროვდებათ დავალიანება, მეორეს მხრივ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ვერ ღებულობს გაწეული სერვისის ღირებულებას.


რამდენადაც არცერთი მხარე საკუთარი პოზიციებიდან უკან დახევას არ აპირებს, დავას სიმწვავე კიდევ უფრო ემატება. შედეგად, საკითხმა სასამართლოსა და ქუჩებში (აქციების სახით) გადაინაცვლა. ეს პროცესები კი ორივე მხარეს აზარალებს.


ის არგუმენტი კი, რომ წყალარინების მომსახურებისთვის ჩამდინარე კუბურ მეტრ წყალზე 0,845 ლარის ტარიფის გადახდა გოგირდის აბანოებს გააკოტრებს, საფუძველს მოკლებულია, რადგან უხეში დათვლებითაც კი, თუ კომპანიას უწევს თვეში საშუალოდ 4 000 ლარის გადახდა საკანალიზაციო მოსახურებაში, ეს დღეში, საშუალოდ, 130-135 ლარს შეადგენს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გოგირდის აბანოებში ნომრის ერთი საათით დაქირავება 50-დან 200 ლარამდე მერყეობს, გამოდის, რომ წყალარინების გადასახადი დღეში 1 –1,5 კლიენტის მოსახურების ფასს ეთანადება.


ამასთან, თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ თითოეულ აბანოს საშუალოდ, სულ მცირე 5 VIP ნომერი გააჩნია და სამუშაო საათები, პრაქტიკულად შეუზღუდავია, ეს აბანოს სრული დატვირთვის პირობებში 120 საათს, ხოლო 50%-იანი დატვირთვის პირობებში 60 საათს გულისხმობს. თუ კვლავ ნომერზე საშუალო ფასს 100 ლარს ავიღებთ, გამოდის, რომ კონკრეტულ გოგირდის აბანოს 6 000 ლარის შემოსავალი უნდა ჰქონდეს დღიურად მხოლოდ VIP ნომრების გაქირავებით და აქ არ არის გათვალისწინებული საერთო სივრცეში შესული მომხმარებლებიდან მიღებული შემოსავალი, რაც თავის მხრივ, არ უნდა წარმოადგენდეს სოლიდურ მოცულობას, თუმცა, მთლიან შემოსავლებში, ცხადია უნდა იქნას გათვალისწინებული.


მიუხედავად იმისა, რომ გოგირდის აბანოები თბილისის ისტორიის ნაწილია და უდავოდწარმოადგენს კულტურულ–ისტორიულ და ეთნოგრაფიულ საგანძურს, ისინი, დღეისათვის, კერძო კომპანიების მფლობელობაშია და სახელმწიფოს მხრიდან რაიმე განსაკუთრებული სტატუსითა თუ შეღავათებით არ სარგებლობენ. მათზე ვრცელდება იგივე საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზა, რაც სხვა კერძო კომპანიებზე.



ამასთან შესწავილი მასალიდან წარმოჩინდა, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ მოქმედებდა კანონის ფარგლებში. შესაბამისად, თუ გორგირდის აბანოებს რაიმე სახის შეღავათის მიღება სურთ, ეს უნდა მოხდეს GWP-ისთან პირდაპირი მოლაპარაკებების შედეგად, რადგან ვერცერთი სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ მოახდენს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურზე“ ზეწოლას გოგირდის აბანოებისათვის პრეფერენციების მოთხოვნით. შესაბამისად, აფბა კერძო სუბიექტებს მოლაპარაკებისაკენ მოუწოდებს, რაც უკვე არაერთხელ ურჩიეს დაპირისპირებულ მხარეებს, როგორც თბილისის მერიამ, ისე სემეკმა და სასამართლომ.

 

„აფბას“ რეკომენდაციები:


მხარეების მორიგებისათვის შეიქმნას უწყებათშორისი კომისია, რომელშიც წარმომადგენელი ეყოლება კულტურის სამინისტროს, ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას, ტურიზმის დეპარტამენტს, თბილისის მერიას, ბიზნესომბუდსმენის აპარატს და მხარეებს. კომისიამ უზრუნველყოს მხარეების მოლაპარაკების დაწყება.


„აფბა“ მიმართავს მხარეებს, დაუკვეთონ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გოგირდის აბანოების წყალარინების მოცულობის განსაზღვრისთვის საჭირო ექსპერტიზა და შემდგომი ურთიერთობისას დაეყრდნონ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნას. ამ შემთხვევაში, აღარ დარჩება ადგილი სპეკულაციებისათვის, თუ რა მოცულობის მოხმარებული წყალი ჩაედინება „ჯივიპის“ წყალარინების სისტემაში. ამასთან, „აფბა“ GWP-ის მიმართავს რეკომენდაციით, მოახდინოს გოგირდის აბანოების მიერ დღემდე დაგროვილი დავალიანების რესტრუქტურიზაცია და მისი მაქსიმალურ პერიოდზე გაწერა.


აფბა რეკომენდაციით მიმართავს გოგირდის აბანოების მფლობელებს, რომ უარი თქვან პროტესტის გამოხატვის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა აქციები, აბანოების დახურვა და სხვა. ეს აზარალებს, როგორც მათ ბიზნესს, ისე აბანოების სერვისის მიმღებ მომხმარებლებს. ამ მიდგომით ისინი კიდევ უფრო იუარესებენ მდგომარეობას, რადგან აბანოების მოკლე ხნით, თუ სრულად დახურვის მიუხედავად, GWP-ი მაინც სწევს მათთვის წყალარინების მომსახურებას, რაც მათ დავალიანებას კიდევ უფრო ზრდის.


გარდა ამ ფაქტორისა, მაშინ, როცა დავა მიმდინარეობს სასამართლოში, ერთ–ერთი მოდავე მხარის მხრიდან ინიცირებული ქუჩის აქციები, რომელიც ხშირ შემთხვევაში გადის დასაშვებ ზღვარს მიღმა, აღიქმება, როგორც სასამართლოზე და ზოგადად პროცესის მიმდინარეობაზე უკანონო ზეწოლა.


 აფბა რეკომენდაციით მიმართავს გოგირდის აბანოების მფლობელებს, გამონახონ მოლაპარაკების რესურსი GWP–სთან, მოხსნან დღის წესრიგიდან მათთვის ტარიფის შემცირების მოთხოვნა და თავისი მხრიდან, ხელი შეუწყონ სასამართლოში მიმდინარე დავის მორიგებით დასრულებას.


 იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეძლებენ კონსენსუსამდე მისვლას, „აფბა“ მათ მოუწოდებს დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში და დაელოდონ სასამართლო გადაწყვეტილებას საკითხთან დაკავშირებით.




Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში
access_time2020-11-23 20:00:47
კორონაკრიზისი შტატებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში კომენტარების წერით და გოლფის თამაშითაა დაკავებული. დემოკრატები სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდებას ცდილობენ, მაგრამ თეთრი სახლი ამ მცდელობების ბლოკირებას ახდენს.   ამერიკის ექთნების პროფკავშირის თავჯდომარე მერი ტერნერი შტატ მინესოტას ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური ვითარებას თვალს ფრონტის წინა ხაზიდან ადევნებს.   ამ დღეებში...

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება
access_time2020-11-23 18:00:49
მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება. კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება -...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
access_time2020-11-23 15:44:28
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.    "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და...

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა
access_time2020-11-23 16:00:45
კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).  საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი...

კომერციული ბანკების მოგება 101,548 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 101,548  მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-11-23 13:00:56
კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერი 166,189 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.   ეს კი წინა თვესთან შედარებით, 101,548 მლნ ლარით მეტია. სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 64,641 მლნ ლარს შეადგენდა.   ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,516 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -3,257 მლნ ლარი...


მსგავსი სიახლეები

up