აფბა: უარყოფითი სავაჭრო სალდოს ზრდა, C ჰეპატიტისთვის განკუთვნილმა მედიკამენტებმა განაპირობა

აფბა: უარყოფითი სავაჭრო სალდოს ზრდა, C ჰეპატიტისთვის განკუთვნილმა მედიკამენტებმა განაპირობა

access_time2016-07-20 12:16:10

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას“ ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი, საქართველოს საგარეო ვაჭრობის იანვარ-ივნისის მონაცემებს აფასებს. „საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით, იანვარ-ივნისში, საქართველოში, საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 5705 მლნ დოლარი შეადგინა. რაც 20% -ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. აქედან იმპორტი 30 % -ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტი 12 %-ით შემცირდა.


საიმპორტო საქონელთა ჯგუფში ლიდერობს სამკურნალო საშუალებები, რომელთაც მთლიანი იმპორტის 34%-ი უჭირავს (1614 მლნ დოლარი). ამ ჯგუფში კი „ლომის წილი“ მოდის C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტზე (1486 მლნ დოლარი). რომელიც საქართველოს მთავრობას საჩუქრად გადაეცა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა იმპორტ-ექსპორტის უკანასკნელი მონაცემების მნიშვნელოვანი კორექტირება.


იმპორტის ზრდის კუთხით, ასევე გასათვალისწინებელია ნავთობ პროდუქტების იმპორტი, რომელსაც უმსხვილეს საიმპორტო საქონელთა ჩამონათვალში მეორე ადგილი უჭირავს (243 მლნ დოლარი). რაც საერთო იმპორტის რაოდენობის 5% აღწევს. ასევე აღსანიშნავია, რომ პირველი კვარტლის შემდეგ ქვეყანაში საწვავის მოხმარება საგრძნობლად იზრდება, რაც თავის მხრივ ზრდის ქვეყანაში ნავთობპროდუქტების იმპორტს. ამას ცხადყობს მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც ნავთობპროდუქტების იმპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შდარებით 14,3 %-ით არის გაზრდილი.



რაც შეეხება ექსპორტის შემცირებას, ამ მიმართულებით საერთო კლების მაჩვენებელზე დიდი გავლენა იქონია ავტომობილების რეექსპორტის შემცირებამ. რაც თავის მხრივ გამოწვეულია რიგი საექსპორტო ბაზრების დაკეტვით. საქართველოში იმპორტირებული ავტომობილები, რეექსპორტზე ძირითადად გადიოდა აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრებზე. გასულ წელს აზერბაიჯანში ევრო ოთხის სტანდარტის შემოღებამ, მნიშვნელოვანად შეამცირა ამ ქვეყანაში, საქართველოდან იმპორტირებული ავტომობილების ნაკადი. ამ მიმართულებით სომხეთის ბაზარი კი პრაქტიკულად ჩაიკეტა, სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შემდეგ.


წლის ბოლომდე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეკონომიკა და საექსპორტო საქონელი მეტ-მაკლებად სეზონურია, სავარაუდოა, რომ შემდეგი თვეები ექსპორტის წახალისებისა და გაზრდის კუთხით უფრო აქტიური უნდა გამოდგეს“ - აცხადებს პაატა ბაირახტარი.



ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-27 18:00:21
27 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.64 თეთრით 3.0892-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0930-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 0.38 თეთრით - 3.6409-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.67 თეთრით 4.2588-მდე, თურქულ ლირასთან 0.02 თეთრით 0.3604-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.52 თეთრით 1.8159-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.74 თეთრით 4.1895-მდე, 1000 სომხურ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-27 21:00:12
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები კვირის ბოლომდე მომზადდება იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს.   2. რა ღირს ყველაზე ძვირი...

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა
access_time2021-07-27 17:00:45
ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტმა იმ ქვეყნებს ჩამონათვალის გაფართოების შესახებ კენჭისყრა გადადო, რომელში მოგზაურობაც, წითელის ზონის სტატუსის გამო, ისრაელის მოქალაქეებს შეეზღუდებოდათ პარასკევიდან. საუბარია დიდ ბრიტანეთზე, კვიპროსზე, თურქეთსა და საქართველოზე. კომიტეტეტის თავმჯდომარემ გიდალ კარივმა ისრაელის ხელისუფლებას იზოლაციის წესების აღსრულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე სპეციალური ნებართვის მისაღებად მოქმედი ზომების ეფექტიანობის...

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს
access_time2021-07-27 12:45:13
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა, საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ დღეს როგორც საერთაშორისო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე მოქმედი, ასევე ადგილობრივი პარამეტრები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში დაიწყოს საწვავის გაიაფება.   აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წელს საწვავის ფასი საქართველოში განუხრელად იზრდება. მან ისტორიაში პირველად, გადალახა ყველა...

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია
access_time2021-07-27 16:00:19
ბანკებში ფიზიკური პირების დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ლარში განთავსებულ ანაბარს თითქმის 10-ჯერ მეტი საპროცენტო სარგებელი ერიცხება და 6 თვეში 5%-ით გამყარდა, ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა კვლავ დაბალია. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ლარში განთავსებული ანაბრის მთლიანი მოცულობა (ფიზიკური და იურიდიული პირები) 1.047 მლრდ-ით 13.903 მლრდ-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 235 მლნ-ით 21.385 მლრდ-მდე შემცირდა, რისი მთავარი მიზეზიც ლარის...


მსგავსი სიახლეები

up