აფბა: ქართველი ნავთობიმპორტიორების ფასები საერთაშორისო ტრენდს აცდენილია

აფბა: ქართველი ნავთობიმპორტიორების ფასები საერთაშორისო ტრენდს აცდენილია

access_time2021-08-12 14:55:18

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” შეფასებით, საქართველოს საწვავის ბაზარზე არსებული მაღალი ფასები შემაშფოთებელია. აფბას  საგანგაშოდ მიაჩნია, რომ ნავთობიმპორტიორების მიერ საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა „გაყინული“ საწვავის ფასები და მასზე, გაურკვეველ მიზეზთა გამო, არ მოქმედებენ რიგი გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური პარამეტრები და საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე პოზიტიური ცვლილებები.

აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აფბა მუდმივად აკვირდება საქართველოს საწვავის ბაზარზე მიმდინარე პროცესებს და გასულ თვესაც შესთავაზა საზოგადოებას შუალედური ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ჯერ კიდევ ივლისის თვეში იყო შესაძლებელი ფასების შემცირება ადგილობრივ ბაზარზე. თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანაში საწვავზე ფასები, არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც.

კერძოდ, მსოფლიო ბაზარზე, გასულ 3 თვეში, ნედლი ნავთობის ფასი გაიზარდა საშუალოდ 7.6%-ით. ყველაზე ოპტიმალური და მოკრძალებული გათვლით, ერთი ლიტრი საწვავის ფასი ამ დროს საქართველოში გაძვირდა 7.5%-ით. ამავე პერიოდში, თითქმის 11%-ით გამყარდა ეროვნული ვალუტა (ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი), რასაც ლოგიკურად უნდა გაებათილებინა ნავთობის გლობალური გაძვირება და შეეჩერებინა საწვავის ფასის ზრდა. მეტიც, კურსის ასეთ გამყარებას შეეძლო საწვავის ფასის გაიაფებაც კი  ადგილობრივ ბაზარზე. თუმცა, ამის ნაცვლად, ზემოთ ხსენებულ პერიოდში, ქართულმა ნავთობიმპორტიორებმა ფასები საშუალოდ 5 ჯერ დაკორექტირეს ზრდის მიმართულებით და საბოლოო ჯამში  ფასი გაზარდეს 19-22 თეთრით.

რაც შეეხება მიმდინარე რეალობას და არსებულ ტენდენციებს. დღეს, ქართული საწვავის ბაზარზე არსებული მდგომარეობა და მაღალი ფასები კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს ბადებს.


მიმდინარე პერიოდში, ნავთობის ფასი სწრაფად იკლებს და ის უკვე ჩამოსცდა 65$-ს ბარელზე. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ტენდენციებს ქართულ ბაზარზე ასახვისთვის დრო სჭირდება, შეგვიძლია გამოვიყენოთ ბოლო ერთი თვის ტრენდი. რომლის მიხედვითაც, WTI-ის ნავთობის ფასი საშუალოდ 10 დოლარით არის შემცირებული, რასაც ემატება, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტის თითქმის 3 პუნქტით გამყარება.  ამის მიუხედავად, საქართველოში საწვავის ფასი არ მცირდება და ის 3.20 ლარიან ნიშნულს აჭარბებს ერთ ლიტრზე, რაც ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია.

ზემოთ ხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე „აფბა“-ში მიგვაჩნია, რომ დღეს საქართველოში საწვავის ბაზარზე არსებული ფასები საგანგაშოა, ის არ ასახავს საერთაშორისო ბირჟებზე არსებულ მდგომარეობას და აცდენილია ქვეყნის შიგნით არსებულ ეკონომიკურ პარამეტრებს”, – ნათქვამია აფბას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


Bfm.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up