აფბა: პრობლემური აქტივების მართვის კომპანიები კანონდარღვევებით მუშაობენ

აფბა: პრობლემური აქტივების მართვის კომპანიები კანონდარღვევებით მუშაობენ

access_time2016-02-25 17:00:08

არსებული უმწვავესი სოციალური პრობლემების ფონზე, საბანკო და სხვა საფინანსო ინსტიტუციების მიმართ დავალიანებების გაპრობლემების შემთხვევები მზარდია – ამ განცხადებას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია აკეთებს.


მათი თქმით, მოქმედებს მანკიერი პრაქტიკა, რომლის თანახმად, საფინანსო ინსტიტუციები პრობლემურ ვალდებულებებს გადასცემენ ე.წ. „ამომღებ კომპანიებს“, რომლებიც ძალიან ხისტი, ხშირ შემთხვევაში, უკანონო მეთოდებით ცდილობენ გაპრობლემებული ვალდებულებების ამოღებას.


„ასეთი კომპანიების საქმიანობის სტილი და შინაარსი, ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ პრობლემურ მსესხებელს კიდევ უფრო გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს, შესაბამისად, არსებული სოციალური პრობლემატიკა მწვავდება“, – აცხადებენ აფბაში.


„აფბას ინიციატივაა დაეხმაროს პრობლემურ მსესხებლებს ე.წ. „ამომღებ კომპანიებთან“ ურთიერთობაში, საბოლოოდ, კი დაუკარგოს ამ კომპანიებს საქმიანობის მოტივაცია. ინიციატივის მიზანია, შეიქმნას ინსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს პრობლემური მსესხებლების საქმეების სასამართლომდე მიტანას, სასამართლოში ადვოკატირებას, რითაც პროცესი გადავა ცივილურ ჩარჩოებში და პრობლემური მსესხებლები თავიდან აირიდებენ სხვადასხვა სახის ხარჯებს, რაც ერთმნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ მდგომარეობას და შეამცირებს სოციალურ პრობლემებს“, – აცხადებს აფბას ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე.  


აფბას განცხადებაში, ნათქვამია რომ, ე.წ. „ამომღები კომპანიების“ საქმიანობაში ფიქსირდება შემდეგი სახის დარღვევები: 


 

პერსონალური მონაცემების მესამე პირზე გადაცემა (დარეკვები ახლობლებთან), მუქარის და შანტაჟის ტონით ურთიერთობა; უკანონოდ მოპოვებული ბაზებით მუშაობა; არარეალური და უკანონო მუქარის გამოყენება. მაგალითად, კლიენტებს ეუბნებიან, რომ  საზღვარგარეთ გასვლას შეუზღუდავენ, ან სამსახურს ვერასოდეს ვერ იშოვიან, ემუქრებიან გამოსახლებით სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ართმევენ ქონებას, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე; რეპუტაციის შელახვა; ხდება ფიზიკური დაპირისპირებები და სხვა სახის კონფლიქტი; 

 

ფინანსური ზიანის მიყენება:


არ უფორმებენ ხელშეკრულებებს; კლიენტის მიერ გადახდილ თანხას უშვებენ ჯარიმის მომსახურებაზე და არა ძირი თანხის; აცოცხლებენ ხანდაზმულ სესხებს;  ცვლიან უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებს; ხანდაზმული სესხის არსებობის შემთხვევაში, ატყუებენ კლიენტებს და მაინც აიძულებენ ასეთი სესხის გადახდას.


ზურაბ კუკულაძის თქმით, მოვალეთა რეესტრის ნეგატიურ სიაში ჩანაწერთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ საფინანსო ინსტიტუტებთან პრობლემა საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აქვს. მისი ინფორმაციით, ბანკების მთლიან საკრედიტო პორტფელში თანხობრივად პრობლემური სესხები 5%-ს არ აღემატება. პრობლემური სესხების 80%-ზე მეტი 1000 ლარზე ნაკლებია, ანუ ბანკებთან პრობლემა აქვს ყველაზე დაბალშემოსავლიან კლიენტებს. ერთი სიტყვით, პრობლემას უფრო სოციალური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეკონომიკური.

 

ქართულ ბანკებში მიღებული პრაქტიკის თანახმად, საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, პრობლემური სესხი სპეციალურ სამსახურებს გადაეცემათ, რომლებიც პრობლემურ მსესხებელს სესხის დაბრუნებას აიძულებენ. როგორც კუკულაძე განმარტავს, სხვა საკითხია, რამდენად კანონიერია ის, რომ ბანკი მასსა და კლიენტს შორის არსებულ ხელშეკრულებას, აღსასრულებლად მესამე პირს გადასცემს. არასამთავრობო ორგანიზაცია, ,,ახალგაზრდა ადვოკატების” პოზიციით, თუ ბანკსა და კლიენტს შორის ხელშეკრულებაში წინასწარ არ არის მითითებული, რომ ბანკს უფლება აქვს დაარღვიოს კონფიდენციალურობის პრინციპი და ეს ხელშეკრულება აღსასრულებლად მესამე პირს გადასცეს, ბანკის მხრიდან მსგავსი ქმედება კანონდარღვევაა. 

 

საქართველოში ყველაზე მსხვილი კომპანიები, რომლებიც პრობლემური სესხების ამოღებაზე მუშაობენ შპს ,,ტრიბა” და შპს ,,საკრედიტო ბიუროა”, საერთო ჯამში ასეთი კომპანიების რაოდენობა ათამდეა. მათი უმრავლესობა ახალდაფუძნებულია და ონლაინსესხების გამცემ კომპანიებს ემსახურება.


 



„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე
access_time2021-04-16 17:15:15
„ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა. „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის...


მსგავსი სიახლეები

up