აფბა – ონკოპაციენტების მკურნალობის დაფინანსების ზრდა უმნიშვნელოვანესი სოციალური პროექტია, რომელიც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისკენაა მიმართული

აფბა – ონკოპაციენტების მკურნალობის დაფინანსების ზრდა უმნიშვნელოვანესი სოციალური პროექტია, რომელიც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისკენაა მიმართული

access_time2020-08-21 18:07:39

ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის დაფინანსება 8 ათასი ლარით იზრდება. ახალი ინიციატივის შესახებ დღეს, მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. შედეგად ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დიაგნოზის მქონე ავადმყოფებისთვის სახელმწიფომ დაფინანსება 12 ათასიდან 20 ათასამდე გაზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიმსივნის დიაგნოზის მქონე 40 ათასამდე პაციენტს მკურნალობის სრული კურსი დაუფინანსდება.


პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება პრობლემურ საკითხად და მთავრობა გეგმავს ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.


„მოგეხსენებათ, რომ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში სამწუხაროდ ჯერ კიდევ რჩება პრობლემურად. აქ განსაკუთრებით გამოსაყოფი იყო ონკოდაავადებათა მკურნალობა, რადგან იქ მეოთხე ეტაპი იყო პრობლემა, როდესაც სიმსიმნით გამოვლენის შემთხვევაში, მოქალაქეს საკუთარი ჯიბიდან გადახდა უწევდათ.


დღეისთვის ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ პროგრამის 8 000 ლარით გაზრდის, რაც ფაქტობრივად თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს, ექნება შესაძლებლობა, მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს ყველანაირი ჯიბიდან გადასახადების გარეშე. დღეს საქართველოს 1 972 მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით და ამ ადამიანებისთვის, ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა ადამიანებისთვის, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან და რომლებიც შეძლებენ სრული მკურნალობა მიიღონ სახელმწიფოს ხარჯზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.



არსებული სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ ქიმიოთერაპიის და ჰორმონოთერაპიის კურსს ფარავდა და მოქალაქეებს მკურნალობის ბოლო ეტაპის დაფინანსება თავად უწევდათ, ახალი გადაწყვეტილების მიხედვით სიმსივნის სამკურნალო მედიკამენტების სია გაფართოვდა და არსებულს 20 ახალი მედიკამენტი დაემატა.


აფბას ვიცე-პრეზიდენტის გიორგი კაპანაძის განცხადებით, მთავრობის მიერ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის სრულად დაფინანსება უმნიშვნელოვანესი სოციალური პროექტია.


„ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი და მისასალმებელი გადაწყვეტილება მიიღეს, ვინაიდან ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა საკმაოდ დიდ სახსრებთანაა დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები მის გადახდას რთულად ან საერთოდ ვერ ახერხებდნენ. ეს არის უმნიშვნელოვანესი სოციალური პროექტი, რომელიც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისკენ არის მიმართული.


სამწუხაროდ, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება საქართველოში, შესაბამისად ჩვენ კარგად დავინახეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და რამდენი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა ამ პროგრამის ფარგლებში, ყველაზე მძიმე – ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის დაფინანსება კი კიდევ უფრო მეტ ადამიანს შეუნარჩუნებს სიცოცხლეს. მართალია, მსგავსი სოციალური პროექტები გარკვეულ ზეწოლას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე, თუმცა სად უნდა დაიხარჯოს საბიუჯეტო თანხები თუ არა ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლის შენარჩუნებაზე, მით უფრო, არსებულ კრიზისულ ვითარებაში.


ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა გარკვეული განცხადებები, რომ დაფინანსების გაზრდა წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდა, თუმცა მიღებული გადაწყვეტილება პირველ რიგში უმძიმესი დიაგნოზის მქონე ადამიანების გამოჯანმრთელებისკენ და ადამიანების გარდარჩენისკენაა მიმართული და ვფიქრობ, არ ღირს ყველა საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა“, – აცხადებს გიორგი კაპანაძე.


თეგები:
აფბა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up