აფბა “ნაციონალური მოძრაობის“ და „გირჩის“ ეკონომიკურ პროგრამებს აკრიტიკებს

აფბა “ნაციონალური მოძრაობის“ და „გირჩის“ ეკონომიკურ პროგრამებს აკრიტიკებს

access_time2016-08-18 14:34:53

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას“ პრეზიდენტი შოთა გულბანი პოლიტიკური პარტიების ეკონომიკურ პროგრამებს აფასებს. მისი თქმით, მიმდინარე ეტაპზე ორგანიზაციის მხრიდან ფასდება იმ პოლიტიკური პარტიების ეკონომიკური პროგრამები, რომლებსაც სრულყოფილად აქვთ გამოქვეყნებული წინასაარჩევნო პროგრამები, მათ შორის ეკონომიკური ნაწილიც, ხოლო ასეთები არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „გირჩი“.

 

„ეს ორი პოლიტიკური პარტია, როგორც ჩანს ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს იმ ფუნდამენტალური ხასიათის პრობლემებს, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. პირველ რიგში ეს არის მოხმარებაზე ორიენტირებული ეკონომიკა, რომელიც ქვეყნის შიგნით ძალიან მცირე რაოდენობის დოვლათს ქმნის და პატარა ქვეყნისთვის შეუსაბამოდ დიდი რაოდენობით სოციალურად დაუცველი ადამიანების არსებობა. რით აპირებენ ამ ორ პრობლემასთან დაპირისპირებას, მე ჯერ ვერცერთი პარტიის პროგრამაში ვერ  ამოვიკითხე. „ნაციონალური მოძრაობის“, ისევე როგორც „გირჩის“ დაპირებები, ელექტორატთან ვაჭრობას უფრო გავს, ვიდრე ეკონომიკის რეალური განვითარებისთვის ქმედითი ნაბიჯების განსახორციელებლად მზადყოფნას.

 

მაგალითად „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი პროგრამა არის მხოლოდ გადასახადების შემცირებაზე ორიენტირებული, ასევე სხვადასხვა საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე, ეს თავისთავად კარგია და მომავალში, ვფიქრობ ასეც უნდა მოიქცეს ქვეყნის მთავრობა ეტაპობრივად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მიმდინარე ეტაპზე, როცა სახელმწიფოს უამრავი სოციალური ხარჯი აქვს გასაწევი. ამ პარტიის დაპირებები უფრო რეალური იქნებოდა მაშინ, თუ მაგალითად შემცირებული საგადასახადო შეღავათების ფონზე, რაც ჯამში ბიუჯეტს მილიარდ 400 მილიონზე მეტი უჯდება, აღარ იქნებოდა დაპირებები გაზრდილ სოციალურ ხარჯებზე, პენსიების, სასკოლო ვაუჩერების და სტუდენტებისთვის სახელმწიფო საგრანტო პროგრამის ზრდაზე, რაც დამატებით 850 მილიონი ლარის მობილიზებას მოითხოვს. მთლიანად ჯამში კი, „ნაცმოძრაობის“ პროგრამის რეალიზება ბიუჯეტს 2 მილიარდ 250 მილიონი დაუჯდება, ამ თანხის გაქრობა ბიუჯეტიდან, გამოიწვევს მაგალითად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაუქმებას, სოციალური შემწეობების მასობრივ შემცირებას, რასაც მოყვება მღელვარება და პროტესტი ხალხში. ვფიქრობ, თუ ასე მოიქცევა მთავრობა, ის უბრალოდ გაწირავს თავის თანამოქალაქეებს, რომლებიც ამ ეტაბზე სახელმწიფოსგან საარსებოდ მნიშვნელოვან შეღავათებს იღებენ. 

 

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტია „გირჩს“, გასაგებია, რომ მათი მიდგომა არის მაქსიმალურად ლიბერალური და ისინი სამი მნიშვნელოვანი გადასახადის, საშემოსავლო, მოგების და იმპორტის გადასახადის გაუქმებას გეგმავენ, საიდან მიღებული შემოსავალიც ბიუჯეტის თითქმის ნახევარს შეადგენს. ზოგადად განვითარებული ქვეყნების მთავრობები, თავის დროზე, სწორედ ამ გზებს მიმართავდნენ

 

უცხოელი ინვესტორების დასაინტერესებლად და მეტი კაპიტალის მოსაზიდად თავიანთ ქვეყნებში, ასევე დასაბეგრი ბაზის გასაფართოვებლად, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა მათსა და „გირჩის“ ხელმძღვანელობას შორის - განვითარებულმა ეკონომიკებმა, შესაბამისი საფეხურები განვლეს და მას მერე დაიწყეს გადასახადების ლიბერალიზაცია, რაც მოსახლეობისთვის გატარდა პრივატიზაციის რეფორმა,მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული უმუშევრობის შემცირების კუთხით, გატარდა საპენსიო რეფორმა, მოწესრიგდა ქვეყნის ინფრასტრუქტურა და სხვა მრავალი. ანუ იმგვარი პრობლემები იქნა გადაჭრილი სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტის ეფექტური მენეჯმეტით, რომლის არსებობის შემთხვევაში, ვერანაირ გადასახადების შემცირებაზე ვერ იმსჯელებდნენ, ხოლო „გირჩისთვის“ როგორც ჩანს მილიონ ნახევარი ადამიანი, რომელიც ოფიციალურად არის რეგისტრირებული სოციალური დახმარების მიმღებად, არაფერს ნიშნავს, მათი ლოგიკით, იმარჯვებს ის, ვინც ძლიერია, თუ ღარიბი ადამიანი არსებობს, ესეიგი ის არაკონკურენტუნარიანია და უნდა იყოს ღარიბი. ამ კატეგორიის მაცხოვრებლებისთვის, გადასახადების გაუქმება ვერანაირი შედეგების მომტანი ვერ იქნება, მათ უბრალოდ გაწირავს სახელმწიფო ლუკმა-პურის გარეშე დასარჩენად. გამომდინარე აქედან, მათი პროგრამა ვერ იქნება დადებითად შეფასებული, ვინაიდან აქ არ არის მთავარ კითხვებზე პასუხი გაცემული - როგორ აპირებენ სიღარიბის შემცირებას, რაც მოსახლეობაში ამჟამად მასიურად არის“ - განაცხადა შოთა გულბანმა.

 

მისივე თქმით, ამ პარტიებს არ გააჩნიათ რაიმე კონცეპტუალური ხედვა, ან გეგმა, თუნდაც რომელიმე კონკრეტული დარგის განვითარებასთან დაკავშირებით. სად აპირებენ მოსახლეობის დასაქმებას, რომელი ინდუსტრიების განვითარებაზე აიღებენ ორიენტირს და რა გზებით აპირებენ სიღარიბის შემცირებას, ეს კითხვები შოთა გულბანის თქმით პასუხგაუცემელია.



„ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი“-ნავთობის და გაზის კორპორაცია

„ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი“-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...

პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს

პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს
access_time2020-05-28 14:30:12
„ბანკები და ფინანსები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს ესაუბრა, რომელმაც ლარის გაუფასურების პრობლემის შეფასებისას საქართველოს ეროვნული ბანკის ნეგატიურ როლზე გააკეთა აქცენტი. ბაირახტარის განცხადებით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეცდომების დაშვების არც დრო და არც უფლება არ გვაქვს, კობა გვენეტაძის უწყება შეცდომებზეც კი ვერ...

2-3 თვის შემდეგ შესაძლოა სხვა რეალობა იყოს და მთავრობის ეს დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდეს – „არსის“ გენერალური დირექტორი ანტიკრიზისულ გეგმაზე

2-3 თვის შემდეგ შესაძლოა სხვა რეალობა იყოს და მთავრობის ეს დახმარება საკმარისი არ  აღმოჩნდეს  – „არსის“ გენერალური დირექტორი ანტიკრიზისულ გეგმაზე
access_time2020-05-28 13:30:21
„ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე მნიშვნელოვანი ინიციატივები გაჟღერდა, რაც სექტორს გამოაცოცხლებს. ახლა სექტორს სწორედ შოკური მდგომარეობიდან გამოყვანა სჭირდება, რისთვისაც ეს წინ გადადგმული ნაბიჯია“, - ასე შეაფასა „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ მთავრობის მიერ წარმოდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა.   „ზოგადად რთულია ხვალინდელი დღის პროგნოზირება, თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან ეს არის კარგი და სწორი ნაბიჯი,...

,,საქკაბელი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

,,საქკაბელი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
access_time2020-05-28 12:15:58
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს ახალი წევრი შეუერთდა კომპანია საქკაბელის“ სახით.სააქციო საზოგადოება „საქკაბელი“, საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი და გამოცდილი მწარმოებელია. ქარხანა დაარსდა 1958 წელს და დღემდე უწყვეტად შეინარჩუნა პროფილი, დანერგა მოწინავე ევროპული ტექნოლოგიები, გაზარდა ასორტიმენტი. 2018 წლის 23 მარტს საქკაბელს მიენიჭა ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისობის სერთიფიკატი. კომპანია ხარისხის ფონდის სრულყოფილი წევრია, ფლობს...

ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდირება? -დეტალები

ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდირება? -დეტალები
access_time2020-05-28 12:45:55
საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით დაუსუბსიდირებს სესხის 4%-ს. ამის შესახებ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინსტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სუბსიდირება ეხება ყველა იმ სესხს, რომელიც არ აღემატება 200 000 ლარს. სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი...


მსგავსი სიახლეები

up