აფბა მზადაა ენერგეტიკული ბირჟის პრობლემები პრემიერ მინისტრს გააცნოს

აფბა მზადაა ენერგეტიკული ბირჟის პრობლემები პრემიერ მინისტრს გააცნოს

access_time2021-06-24 13:38:56

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე, მიიჩნევს, რომ ენერგეტიკული ბირჟის საკითხის გარშემო პრობლემები არ არის აღქმული სათანადოდ და ხელისუფლების მხრიდან მეტ ყურადღებას საჭიროებს. ამის შესახებ კაპანაძემ „ბანკები და ფინანსებთან“ საუბრისას აღნიშნა.


მისი თქმით, ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედების პრობლემა ის გამოწვევაა, რომელთან მართებულად გამკლავებაზეც დიდწილად დგას საქართველოს ენერგეტიკის, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარების პერსპექტივა.


„ბაზრის ახალი მოდელის წარმატების მისაღწევად ენერგეტიკული ბირჟის გამართული ფუნქციობა უმთავრესი პირობაა. აქ მთავარია საათობრივ ვაჭრობაზე უპრობლემოდ გადასვლა და უბალანსობაზე ბაზრის მონაწილეებისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება.


სწორედ ამ მთავარი პირობის უზრუნველყოფა ვერ მოახერხა ენერგეტიკული ბირჟის მენეჯმენტმა რეფორმის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ვადებში, ანუ 2021 წლის 1 ივლისს ბირჟა სრულფასოვნად ვერ გაეშვა და საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა გამოეცა დადგენილება ამ ვადის 2022 წლის 1 იანვრამდე გადატანის თაობაზე.


ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამწუხაროდ, ვერც ამ ახალ ვადაში მოხერხდება ამოცანის გადაჭრა. საამისოდ რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს. კერძოდ, ის, რომ ზამთრის პერიოდში არსებული ენერგოდეფიციტი, რის გამოც ბირჟაზე პრაქტიკულად მხოლოდ იმპორტიორები იქნებიან წარმოდგენილნი და შესაძლოა საფრთხე შეექმნას ფასების სტაბილურობას.



ასევე, საგულისხმოა, რომ ზამთრის პერიოდში კრიტიკულ ზღვრამდეა შემცირებული ენგურჰესის რესურსი. ამდენად, ქართული გენერაციის ეს მთავარი ფიგურანტიც ვერ მიიღებს ხელშესახებ მონაწილეობას საბირჟო ყოველდღიურობაში (ენგურის რემონტზე ყოფნა ბირჟის 2021 წლის 1 ივლისს ვერ ამოქმედების და შესაბამისად რეფორმის გადადების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ). მით უფრო, რომ ფიქსირებული ტარიფის გამო, ენგურის რესურსი ისედაც ამოვარდნილია საბირჟო კონიუნქტურიდან.


მთავარი არის ის, რომ დარჩენილ 6 თვიან მონაკვეთში პრაქტიკულად შეუძლებელია მცირე და საშუალო ჰესების პრობლემების მოგვარება. მათი უმრავლესობა თამაშგარეთ დარჩება, რადგან ვერ მოახერხებენ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას (შესაბამისი მზომებით აღჭურვა და სხვ.) საიმისოდ, რომ დეტალურად შეძლონ მიწოდების საკუთარი შესაძლებლობის განსაზღვრა. შესაბამისად, სანქციებისგან თავის არიდების მიზნით, მათ მოუწევთ მიწოდების რეალური შესაძლებლობის ხელოვნურად შემცირება, რაც ამ კომპანიებს გაიყვანს დიდ დანაკარგებზე და ზარალზე.


არც საბითუმო და საცალო ბაზრის ერთიანი, ეფექტური მუშაობისთვის საჭირო საკანონმდებლო ჩარჩოა სრულყოფილი.


პრობლემაა ასევე ქარისა და მზის ელექტროსადგურებთან მიმართებითაც. არ არსებობს სატელიტური დაკვირვების სისტემებიც.


ეს ყველაფერი შეუძლებელს ხდის ბაზრის მოთამაშეების სრულფასოვან ჩართულობას ენერგეტიკული ბირჟის ვაჭრობის სისტემაში“, აღნიშნა კაპანაძემ.


აფბას ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საკითხი უმაღლეს დონეზეა განსახილველი. „4 თვეა ვაკვირდებით, ვიკვლევთ, მონიტორინგს ვუკეთებთ ენერგეტიკული ბირჟასთან დაკავშირებულ პროცესებს და მივდივართ დასკვნამდე, რომ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი არ არის აღქმული სათანადოდ და ხელისუფლების მხრიდან მეტ ყურადღებას საჭიროებს.


ჩვენი ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას, კვლევის შედეგები, საკითხის რეალური პერსპექტივა და გადასადგმელი ნაბიჯების როგორც თანმიმდევრობის, ისე ერთობლიობის ჩვენეული ხედვა, ანუ ენერგეტიკული ბირჟის პრობლემები პრემიერ მინისტრს გააცნოს.


ვფიქრობთ, მხოლოდ ამგვარად, ბირჟის საკითხში აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირის უშუალო ჩართულობით თუ იქნება მიღწეული, რომ პრობლემას მიექცეს ის ყურადღება, რასაც ის თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე იმსახურებს და მთავრობამ შეძლოს საკითხთან მიმართებით უშეცდომო ორიენტირება“, – განაცხადა კაპანაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up