აფბა მედიკამენტებზე ფასის შემცირებას ქართულ ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლას უკავშირებს

აფბა მედიკამენტებზე ფასის შემცირებას ქართულ ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლას უკავშირებს

access_time2016-03-02 14:11:13

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია მედიკამენტებზე ფასის შემცირებას ქართულ ბაზარზე  ახალი მოთამაშის- ჰუმანითი ჯორჯიას შემოსვლას უკავშირებს. აფბას პრეზიდენტის, შოთა გულბანის განმარტებით, „ჰუმანითი ჯორჯიას“,  საკმაოდ მიმზიდველი და აქტიური საფასო პოლიტიკა აქვს.  „როდესაც ბაზარზე გამოჩნდა ასეთი ძლიერი შესაძლებლობის მქონე კომპანია, რომელიც მომხმარებლებს შესთავაზებს საკმაოდ მისაღებ ფასად მედიკამენტებს, მოლოდინია, რომ ფასები დაიწევს. შედეგად, უკვე მოქმედი კომპანიები, რომლებიც უსამართლო და გაბერილი ფასებით ოპერირებენ, ამას გაითვალისწინებენ მომხმარებლის შენარჩუნების მიზნით, საპასუხო პოლიტიკას შეიმუშავებენ. ეს ჩვეულებრივი კონკურენციული პროცესია. ახალი კომპანია შეეცდება მომხმარებლების გადაბირებას, არსებულები კი ასეთ დროს ცდილობენ, შეინარჩუნონ თავიანთი მომხმარებელი“-, აცხადებს შოთა გულბანი. მისი განმარტებით,  სწორედ  ახალი მოთამაშის შემოსვლის შემდეგ გააცნობიერეს მსხვილმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა, რომ გახსნილი კონკურენციის პირობებში მედიკამენტების გაიაფების გარდა, სხვა გზა არ რჩება. „ამიტომ, ქართულ ბაზარზე მედიკამენტების გაიაფება გარდაუვალია“-, აცხადებს გულბანი.


შეგახსენებთ, რომ „აფბამ“ ახლახანს შეიმუშავა ეკონომიკური ინდექსი – „ფანასკერტელის ინდექსი“, რომლის საშუალებითაც ხდება მედიკამენტების ფასებზე დაკვირვება. „აფბას“ ინფორმაციით, ინდექსის გაანგარიშება მიმდინარეობდა 2015 წლის ნოემბერ-დეკემბრის და 2016 წლის იანვრის მდგომარეობით მედიკამენტებზე დაფიქსირებული ფასებზე დაკვირვების მეშვეობით. ფასებზე დაკვირვება განხორციელდა, როგორც ინკოგნიტოდ გამოკითხვის, ისე პირდაპირი შესყიდვების მეშვეობით. 2015 წლის ნოემბერში „ფანასკერტელის ინდექსმა“ შეადგინა 14,5, დეკემბერში 14, ხოლო 2016 წლის იანვარში 13,35 პუნქტი. „აფბა“–ში აცხადებენ, რომ  „ფანასკერტელის ინდექსი“ ყოველთვიურ რეჟიმში განახლდება.




რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას
access_time2020-07-02 16:00:27
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...


მსგავსი სიახლეები

up