აფბა – ლარის კურსის სტაბილურობა ეკონომიკაზე დადებითად აისახება

აფბა – ლარის კურსის სტაბილურობა ეკონომიკაზე დადებითად აისახება

access_time2016-08-30 18:30:32

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმეთა ასოციაცია - აფბას", ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი, ეროვნული ვალუტის, ბოლოდროინდელ კურსის ცვალებადობას აფასებს და იმ ძირითად ფაქტორებს ასახელებს, რამაც ბოლო პერიოდში ლარის კურსზე იქონია ზეგავლენა.

 


„ბოლო ერთ თვიან პერიოდში ეროვნული ვალუტა 3%-ზე მეტით გამყარდა და დღეისთვის ერთი დოლარის ღირებულება 2.28 ლარია. ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი დასტაბილურება გამოწვეულია, იმ რიგი მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებით, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებაზე. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელმაც ხელი შეუწყო ლარის დასტაბილურებას, არის ფულადი გზავნილები უცხოეთიდან. წინა წელთან შედარებით ეს პარამეტრი საგრძნობლად არის გაუმჯობესებული. უფრო კონკრეტულად კი, 2016 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 100.7 მლნ დოლარი, ანუ 235.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 10.4 %-ით მეტია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოური ვალუტის შემოდინების კუთხით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ტრურიზმის სექტორმა. რომლიდანაც, არსებული მონაცემების გათვალისწინებით, შემოსავლები წლის ბოლოსთვის 2 მლრდ დოლარს გადააჭარბებს. უფრო კონკრეტულად კი, თუ საქართველომ პირველ კვარტალში 1,134,436 საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, 7 თვის მონაცემებით ეს ციფრი 3,400,335-მდე გაიზარდა. შვიდი თვის მონაცემებით, ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,6%-ი შეადგინა.

 

 


მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ლარის კურსის სტაბილურობა ცუდია ან დროებითია და მას სებ-ი ხელოვნურად ინარჩუნებს, იმთავითვე მცდარია იმდენად, რამდენადაც ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი ცვლილებების თავიდან აცილება სებ-ის, ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა, შესაბამისად ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევიდან 22 აგვისტოს 20 მლნ დოლარი ამოიღო, ხოლო ამავე თვის 25 რიცხვში სავალუტო აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა. რაც ნათლად აჩვენებს, რომ სებ-ი თავისი მოქმედებებით, ცდილობს მოახდინოს კურსის სტაბილიზაცია და ის უხეშად არ ერევა მცურავი კურსის ცვალებადობაში. ეს არის სწორედ ის პოლიტიკა რისკენაც "აფბა" ეროვნულ ბანკს ბოლო წლებია მოუწოდებს.

 

 

აბსურუდული განცხადებები, რომ თურმე სტაბილური ვალუტის კურსი ცუდია, მომავალში კრახს და სებ-ის რეპუტაციის შელახვას გამოიწვევს, უბრალოდ გაუგებარია. ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური განვითარებითვის აუცილებელია ფინანსური სტაბილურობა, ხოლო ეს წამოუდგენელია ეროვნული კურსის სტაბილურობის გარეშე." - აღნიშნავს პაატა ბაირახტარი.

 



ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-27 18:00:21
27 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.64 თეთრით 3.0892-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0930-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 0.38 თეთრით - 3.6409-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.67 თეთრით 4.2588-მდე, თურქულ ლირასთან 0.02 თეთრით 0.3604-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.52 თეთრით 1.8159-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.74 თეთრით 4.1895-მდე, 1000 სომხურ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-27 21:00:12
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები კვირის ბოლომდე მომზადდება იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს.   2. რა ღირს ყველაზე ძვირი...

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა
access_time2021-07-27 17:00:45
ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტმა იმ ქვეყნებს ჩამონათვალის გაფართოების შესახებ კენჭისყრა გადადო, რომელში მოგზაურობაც, წითელის ზონის სტატუსის გამო, ისრაელის მოქალაქეებს შეეზღუდებოდათ პარასკევიდან. საუბარია დიდ ბრიტანეთზე, კვიპროსზე, თურქეთსა და საქართველოზე. კომიტეტეტის თავმჯდომარემ გიდალ კარივმა ისრაელის ხელისუფლებას იზოლაციის წესების აღსრულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე სპეციალური ნებართვის მისაღებად მოქმედი ზომების ეფექტიანობის...

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს
access_time2021-07-27 12:45:13
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა, საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ დღეს როგორც საერთაშორისო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე მოქმედი, ასევე ადგილობრივი პარამეტრები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში დაიწყოს საწვავის გაიაფება.   აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წელს საწვავის ფასი საქართველოში განუხრელად იზრდება. მან ისტორიაში პირველად, გადალახა ყველა...

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია
access_time2021-07-27 16:00:19
ბანკებში ფიზიკური პირების დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ლარში განთავსებულ ანაბარს თითქმის 10-ჯერ მეტი საპროცენტო სარგებელი ერიცხება და 6 თვეში 5%-ით გამყარდა, ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა კვლავ დაბალია. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ლარში განთავსებული ანაბრის მთლიანი მოცულობა (ფიზიკური და იურიდიული პირები) 1.047 მლრდ-ით 13.903 მლრდ-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 235 მლნ-ით 21.385 მლრდ-მდე შემცირდა, რისი მთავარი მიზეზიც ლარის...


მსგავსი სიახლეები

up