აფბა: კომუნიკაციების კომისიის ბრძოლა „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ, აზარალებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და იმიჯს

აფბა: კომუნიკაციების კომისიის ბრძოლა „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ, აზარალებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და იმიჯს

access_time2020-09-24 14:25:47

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“, მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას შეწყვიტოს ბრძოლა „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ, რათა კიდევ უფრო მეტად არ დააზარალოს ქვეყანა უცხოელი ინვესტორების თვალში. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში არაერთმა გავლენიანმა უცხოელმა პოლიტიკოსმა, დიპლომატმა თუ მედიასაშუალებამ გაავრცელა კრიტიკული განცხადება, სადაც საუბარი იყო „კავკასუს ონლაინის“ საქმეზე. თითოეული მათგანი აცხადებდა, რომ აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს და ღიად მიუთითებდნენ ხელისუფლებასა თუ მარეგულირებელ კომისიას, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, „კავკასუს ონლაინთან“ მიმართებაში, მნიშვნელოვნად აზარალებდა ბიზნესგარემოს და უარყოფითად აისახებოდა ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე.


საერთაშორისო დონეზე, ასევე საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონპროექტს, რაც კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილების გაზრდას გულისხმობდა. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ არაერთი განცხადება გაავრცელა, სადაც მოვუწოდებდით მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელებსა და პარლამენტის წევრებს არ დაეშვათ მსგავსი სახით კანონპროექტის მიღება. სამწუხაროდ, უამრავი მითითების მიუხედავად, პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, სადაც არსებული არაერთი პუნქტი პირდაპირ ბიზნესის წინააღმდეგაა მიმართული, ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და მნიშვნელოვნად აზარალებს ბიზნესგარემოს.


კერძოდ, კანონი ერთპიროვნულ და განუსაზღვრელ უფლებამოსილებებს ანიჭებს კომისიას, რომ ჩაერიოს ავტორიზებული პირის ბიზნესსაქმიანობაში და შეუზღუდოს სამეწარმეო თავისუფლება. სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ, ავტორიზებული პირი ნებისმიერი ქმედების განსახორციელებლად სპეციალური მმართველის ან/და კომისიის თანხმობას საჭიროებს, მიუხედავად იმისა, ექცევა თუ არა ასეთი ქმედება აღსასრულებელი გადაწყვეტილების (რომლის შესასრულებლადაც დაინიშნა სპეციალური მმართველი) ფარგლებში.


ასევე, სპეციალური მმართველს კანონით შეუსაბამოდ ფართო უფლებამოსილებები აქვს დადგენილი: დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს ავტორიზებული პირის დირექტორ(ებ)ი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრ(ებ)ი, ავტორიზებულ პირს შეუჩეროს, ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა. ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, ასეთი უფლებამოსილებები არც კონცენტრაციის პირობების დარღვევის და არც სპეციფიკური ვალდებულების დარღვევის შესახებ, კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების მიზანს არ ემსახურება. კანონში მითითებული უფლებამოსილება არ და ვერ უზრუნველყოფს მაგ. კომისიის ისეთი გადაწყვეტილების აღსრულებას, როგორიცაა ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ გასხვისებული წილების თავდაპირველ მდგომარეობაში აღდგენა. შესაბამისად, ასეთი უხეში ჩარევა კერძო სუბიექტის სამეწარმეო თავისუფლებაში შეიცავს მეწარმე სუბიექტისთვის და მისი კონკურენტუნარიანობისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხეს.



აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველისთვის ამ უფლებამოსილებების მინიჭება ნიშნავს კომპანიის, ინვესტიციებისა თუ აქტივის ექსპროპრიაციას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ საკუთრების უფლებას. მით უმეტეს, რომ საქართველოს პარლამენტმა მიღებულ კანონში სპეციალურად მიუთითა, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებაზე სასამართლოს მიერ სარჩელის მიღება ამ გადაწყვეტილების აღსრულებას ვერ შეაჩერებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო სხვაგვარად გადაწყვეტს.ფაქტობრივად, საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ, აზრი დაუკარგა კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების კანონიერებაზე სასამართლო დავის წარმოებას, ფიქციად აქცია საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლება.


გარდა ამისა, უმრავლესობის წევრებმა და მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელმა ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ აღნიშნული კანონპროექტი პირდაპირ „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ იქნა მიღებული, რაც ფაქტობრივად ბიზნესში პირდაპირ ჩარევას გულისხმობს. ამავდროულად, „კავკასუს ონლაინის“ შემთხვევაში, ფაქტობრივად შეუძლებელია კომუნიკაციების კომისიის მიერ დროებითი მმართველის დანიშვნის შემთხვევაში, მესამე პირების მიერ გასხვისებული წილების ნასყიდობის ტრანზაქციის უკან დაბრუნება. შესაბამისად, თუ გადაწყდა კომპანიაში სპეციალური მმართველის შემოყვანა, მისი საშუალებით, ფაქტობრივად, კომისია იკანონებს კომპანიაზე საკუთრების უფლებას, რაც წარმოადგენს ექსპროპრიაციას და ლახავს თავისუფალი ბიზნესის უფლებებს.


გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს მარეგულირებელ კომისიას, დაასრულოს ბრძოლა „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ და პროცესები გადაიტანოს სამართლიან სასამართლოში, როგორც ეს ყველა განვითარებულ და ცივილურ ქვეყანაში ხდება. სხვაგვარად, კიდევ უფრო მეტად დააზარალებს ბიზნესგარემოს, შექმნის უარყოფით განწყობას საერთაშორისო დონეზე და რაც მთავარია, დააზარალებს სატელეკომუნიკაციო ბაზარს და იქ მოქმედ კომპანიებს, რომლებიც ვეღარ მოახერხებენ სათანადოდ განვითარებას.


(NS)





29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up