აფბა: კომუნიკაციების კომისია ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს, რომელიც პირდაპირ ბიზნესის წინააღმდეგაა მიმართული

აფბა: კომუნიკაციების კომისია ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს, რომელიც პირდაპირ ბიზნესის წინააღმდეგაა მიმართული

access_time2020-07-09 23:15:16

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა” ეხმიანება საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს, რაც კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილების გაზრდას გულისხმობს და აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტში არსებული სხვადასხვა პუნქტი პირდაპირ ბიზნესის წინააღმდეგაა მიმართული, ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და მნიშვნელოვნად აზარალებს საინვესტიციო თუ ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს. 


კერძოდ, აფბას შეფასებით, საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომუნიკაციების კომისიას ანიჭებს უფლებამოსილებას დანიშნოს სპეციალური მმართველი და თავად, ერთპიროვნულად განუსაზღვროს ასეთ სპეციალურ მმართველს უფლებამოსილების ფარგლები, ჩაერიოს ავტორიზებული პირის ბიზნეს საქმიანობაში, შეზღუდოს მესაკუთრის საკუთრების უფლება ასევე, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზებული პირის წილის/აქციის აუქციონის წესით გაყიდვის შესახებ არის ყოვლად დაუშვებელი, გულისხმობს საკუთრების უფლების უხეშ დარღვევას, არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და სამართლის პრინციპებს.


ახალგაზრდა ფინანსისტების განცხადებით, უსაფუძვლოა მარეგულირებელი კომისიის დაუსაბუთებელი მოთხოვნა აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსგავსი ჩანაწერი, ფაქტობრივად არც ერთი განვითარებული ქვეყნის სატელეკომუნიკაციო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში არ არსებობს და იგი პირდაპირ არღვევს საკუთრების უფლებას. ამავდროულად, როდესაც ამ კანონპროექტს კრიტიკულად გამოეხმაურნენ მედიის წარმომადგენლები, კომუნიკაციების კომისიამ განაცხადა, რომ ეს საკითხი მედიას არ ეხებოდა. ანუ გამოდის, რომ ერთის მხრივ კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ მედიის თავისუფლება დაცულია ქვეყანაში, ხოლო მეორეს მხრივ პირდაპირ ახდენს ზეწოლას დანარჩენ ბიზნესზე.



აფბას პოზიციით, იკვეთება რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება იგეგმება ”კავკასუს ონლაინის” წინააღმდეგ, საქმეზე, რომელზეც სასამართლო დავა მიმდინარეობს. შესაბამისად, გამოდის, რომ კომუნიკაციების კომისია არ აღიარებს კანონის უზენაესობას და სამართლიანი სასამართლოს გარეშე სურს ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ დააზარალებს ქვეყანაში შემოსულ ინვესტორს.


კიდევ უარესი, კომუნიკაციების კომისია „კავკასუს ონლაინის“ საქმეზე მორგებული საკანონმდებლო აქტის ინიცირებით ცდილობს დაიკანონოს განუსაზღვრელი უფლებამოსილებები, რომ ჩაერიოს ნებისმიერი პირის ბიზნეს საქმიანობაში, თავად დაადგინოს საქმიანობის პოლიტიკა და შეუზღუდოს მათ საკუთრების უფლება. აფბას შეფასებით, თუკი საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა მსგავსი პრეცედენტი, ეს ერთი მხრივ მნიშვნელოვნად დააზარალებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და დააკნინებს საქართველოს იმიჯს, ხოლო მეორე მხრივ დააბრკოლებს ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორის შემოსვლას სატელეკომუნიკაციო ბაზარზე – მათ ეცოდინებათ, რომ კომუნიკაციების კომისიამ, შესაძლოა, ნებისმიერ დროს, საკუთარი ნება-სურვილით დაუნიშნოს მათ დროებითი მმართველი, საკმაოდ ფართო უფლებამოსილებებით. დროებით მმართველს შეეძლება განახორციელოს ბიზნესსუბიექტის სრული კონტროლი და შეითავსოს ყველა მმართველობითი ფუნქცია, რამაც შესაძლოა დამატებით გამოიწვიოს შემოსავლების, მატერიალური თუ არამატერიალური აქტივების დაკარგვა.


”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” მოუწოდებს პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას არ დაუშვას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების შეტანა, ვინაიდან იგი პირდაპირ გულისხმობს საკუთრების უფლების ხელყოფის უფლებას დაკანონებას, რაც თავის მხრივ გამოიწვევს საინვესტიციო გარემოს გაუარესებას, დააზარალებს ბიზნესს და ქვეყნისთვის იქნება მნიშვნელოვნად უკან გადადგმული ნაბიჯი.


(NS)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up