აფბა -  კაზინოებისთვის მოსაკრებლის განახევრების გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს

აფბა - კაზინოებისთვის მოსაკრებლის განახევრების გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს

access_time2021-07-22 12:30:46

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ (აფბა) ეხმაურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც,  თბილისში სამორინეს მოსაკრებელი 5 მილიონი ლარიდან 2.5 მილიონ ლარამდე მცირდება და აცხადებს, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია, აუცილებლად უნდა გადაიხედოს და გაუქმდეს, ვინაიდან კაზინოებისთვის მოსაკრებლის განახევრება დაუმსახურებელი შეღავათია.


„კომერსანტი“ აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ


„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გადაიხედოს და უახლოეს პერიოდში გააუქმოს ის გადაწყვეტილება, რომელიც თბილისში არსებული სამორინეებისთვის მოსაკრებლის განახევრებას ისახავს მიზნად.


აფბას შეფასებით, სათამაშო ბიზნესი უზარმაზარი შემოსავლის ფონზე, ისედაც საკმაოდ მცირე ოდენობის გადასახადს იხდის. შესაბამისად, გაუგებარია თუ რატომ ნახევრდება კაზინოებისთვის არსებული მოსაკრებელი.



მაშინ, როდესაც პანდემიის გამო ბიზნესის ფაქტობრივად ყველა სექტორი უმძიმეს მდგომარეობაშია და დახმარებას საჭიროებს,  გაუგებარია მთავრობის გადაწყვეტილება, როდესაც სხვა ბიზნესის სხვა სექტორების კიდევ უფრო მხარდაჭერის ნაცვლად, საგადასახო შეღავათებს უწესებს სათამაშო ბიზნესს, რომლის წლიურმა ბრუნვამაც 2020 წელს, დაახლოებით, 31 მილიარდ ლარს მიაღწია.  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რეგულაციების მიღმა დარჩენილი სათამაშო ბიზნესი ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის პარაზიტად იქცა და მათი საქმიანობაც მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად გაღარიბებისკენაა მიმართული.


„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაციისთვის“ მიუღებელია მთავრობის არგუმენტი, რომ პანდემიის გამო 2020 წელს, 10 თვის განმავლობაში, თბილისში არსებული კაზინოები დაკეტილი იყო, რაც საგადასახადო შეღავათის საფუძველი გახდა.


მიუხედავად იმისა, რომ სამორინეები ნამდვილად დაკეტილი იყო, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად ყველა სამორინეს გააჩნია საკუთარი ონლაინ კაზინო და მათი ბრუნვა არათუ შემცირდა, არამედ 2020 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 მილიარდი ლარით გაიზარდა და 31 მილიარდი შეადგინა.


ასევე, ეს ონლაინ კაზინოები მუდმივად ხვდებიან ყველაზე მაღალი ბრუნვის მქონე TOP10 კომპანიას შორის. შესაბამისად, აფბას შეფასებით, საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება კაზინოების მიმართ დაუმსახურებელი შეღავათია იგი აუცილებლად უნდა გადაიხედოს და ეს გადაწყვეტილება უმოკლედ ვადაში გაუქმდეს.


აფბას შეფასებით, დღეს გაცილებით მეტი ბიზნესია საქართველოში, რომელიც კოვიდპანდემიამ დააზარალა და მათ ბევრად მეტად ესაჭიროებათ დახმარება, ვიდრე სამორინეებს, რომელთა შემოსავალიც წლიდან-წლამდე განუზომლად იზრდება. მით უფრო, რომ  ეს არის ბიზნესი, რომელიც ეკონომიკაში ვერანაირ დოვლათს ვერ ქმნის, მოსახლეობის გაღარიბებისკენაა მიმართული და რეგულაციებს მიღმა დარჩენილი, დღემდე, საზოგადოებისთვის ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად რჩება“, - ნათქვამია აფბას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up