აფბა „კავკასუს ონლაინის“ საქმესთან დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტროს და ინვესტორთა საბჭოს მიმართავს

აფბა „კავკასუს ონლაინის“ საქმესთან დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტროს და ინვესტორთა საბჭოს მიმართავს

access_time2020-06-23 17:58:22

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა” მიმართავს ეკონომიკის სამინისტროს და ინვესტორთა საბჭოს და მოუწოდებს შესაბამისი რეაგირებისკენ ”კავკასუს ონლაინის” საქმესთან დაკავშირებით. ასოციაცია მიმართავს უწყებებს, რათა არ დაუშვან კომუნიკაციების კომისიის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ინვესტორის ფაქტობრივი გაძევება ქვეყნიდან.


აფბას განცხადებით, კომუნიკაციების კომისიაში 25 ივნისს გაიმართება ადმინისტრაციული წარმოება კომპანიისათვის სანქციების დასაწესებლად, გარიგების გაუქმებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ერთი მხრივ ქვეყანა აღმოჩნდება ხარისხიანი ინტერნეტის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე, ხოლო მეორე მხრივ, მეგობარი ქვეყნის უმსხვილეს ინვესტორს ფაქტობრივად ვაძევებთ საქართველოდან, რაც საკმაოდ უარყოფითი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის.


ამავდროულად, როგორც ცნობილია, ”კავკასუს ონლაინს” კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს სასამართლოში, შესაბამისად თუ ამ საქმეში რაიმე დარღვევა არსებობს, ეს უნდა გადაწყვიტოს დამოუკიდებელმა მართლმსაჯულების სისტემამ და არა კომუნიკაციების კომისიამ ზეპირი მოსმენის საფუძველზე.


აფბას შეფასებით, ავტორიზაციის შეჩერების შედეგად, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგები უარყოფითად აისახება საქართველოს ტელეკომუნიკაციების მთლიან ბაზარზე, რაც თავის მხრივ შეუქცევადად დააზარალებს საბითუმო და საცალო ინტერნეტ მომსახურების მომხმარებლებს ხარისხის ვარდნის გამო და ასევე რთულ ვითარებაში ჩააყენებს ინტერნეტ მომსახურების მომწოდებლებს. ასევე, ეს გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება კონკურენტულ გარემოზე, ვინაიდან ბაზარზე სამის ნაცვლად მხოლოდ ორი კომპანია დარჩება. ხოლო, კომუნიკაციების კომისია თავადაც ადასტურებს, რომ არ ჩაუტარებია არანაირი კვლევა შესრულებული გარიგების კონკურენციაზე უარყოფითი გავლენის დასამტკიცებლად. კომისიის გადაწყვეტილება ცალსახად ეყრდნობა გამოუძიებელ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში მითითებულ შესაბამის დებულებას.
პანდემიის გამო, შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში ნებისმიერი ინვესტორი და განსაკუთრებით მსხვილი ინვესტორები ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესნი არიან, თითოეულ მათგანს მოფრთხილება და შესაბამისი პირობების შექმნა სჭირდებათ, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც კოვიდ 19 ის ფონდში, აღნიშნულმა ინვესტორმა ერთი მილიონი ლარი გადარიცხა.



დარწმუნებული ვართ, ამას ეკონომიკის სამინისტროშიც და ინვესტორთა საბჭოშიც კარგად ხვდებიან და სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ მათ კომუნიკაციების კომისიის დაუფიქრებელი გადაწყვეტილების გამო ნუ დააზარალებენ ქვეყანას.


ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, მაშინ, როდესაც ინვესტიციები საკმაოდ შემცირებულია ქვეყანაში და იგი ბოლო წლების ისტორიულ მინიმუმზეა, მსგავსი გადაწყვეტილებები კიდევ უფრო მეტად აზიანებს საინვესტიციო გარემოს და უარყოფითად აისახება ქვეყნის იმიჯზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საკითხით დაინტერესდეს ეკონომიკის სამინისტრო და ინვესტორთა საბჭო და დაუფიქრებელი ქმედებების გამო არ დაუშვან უმსხვილესი ინვესტორის ფაქტობრივი გაძევება ქვეყნიდან.



თეგები:
აფბა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up