„აფბა“: ინვესტიციების შემცირების სტატისტიკის მიუხედავად ენერგეტიკის სექტორი ინვესტორებისთვის მიმზიდველად რჩება

„აფბა“: ინვესტიციების შემცირების სტატისტიკის მიუხედავად ენერგეტიკის სექტორი ინვესტორებისთვის მიმზიდველად რჩება

access_time2016-03-22 14:38:37

 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - „აფბა“, ეხმაურება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, გამოქვეყნებულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარ მონაცემებს, სადაც ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მაჩვენებლები მკვეთრად შემცირებულია. 2015 წელს, დარგში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, წინასწარი მონაცემებით,  დაახლოებით 90 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 100 მილიონით (≈53%) ნაკლებია 2014 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით. 


„აფბას“ ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის განცხადებით, სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიუხედავად, ენერგეტიკის სექტორი ინვესტორებისთვის კლავ მიმზიდველად რჩება, ამასთან ის აღნიშნავს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დათვლის მეთოდოლოგია, სპეციფიკურია და წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანა არასწორია.


„უნდა ითქვას, რომ ენერგეტიკის სექტორი უცხოელი ინვესტორებისთვის კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ დარგად რჩება. დღეის მდგომარეობით, 20-მდე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო 120-მდე პროექტი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზეა.


ანალიზისას, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულია წინასწარი მონაცემები და შესაბამისად, დასკვნების გამოტანისას, ცალსახად მასზე დაყრდნობა ბოლომდე რელევანტური ვერ იქნება. როგორც წესი, წინასწარსა და დაზუსტებულ მონაცემებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია ხოლმე. ქვემოთ მოცემულ შკალაზე, მოყვანილია წლების მიხედვით წინასწარი და დაზუსტებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები ენერგეტიკის სექტორში.

 


 

ხაზგასასმელია, რომ 2011 წლიდან მოყოლებული (მხოლოდ 2011 წლიდან იძებნება ინვესტიციების სექტორული დაწვრილებითი მონაცემები), დაზუსტებულ მონაცემებში წინასწარ მაჩვენებლებზე მეტი ინვესტიციაა დაფიქსირებული და ეს ტენდენცია ყველა წელს ანალოგიურია. სავარაუდოა, რომ 2015 წლის დაზუსტებული მონაცემებიც გაიზრდება, რამდენადაც, 2015 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყო მიმდინარე პროექტებში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის, ნენსკრაჰესის მშენებლობა. ამ პროექტის საინვესტიციო მოცულობა ერთი მილიარდი დოლარია. გარდა ამისა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის დათვლის მეთოდოლოგიის თანახმად, წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება ხორციელდება ყოველკვარტალურად საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 70-ე დღეს და არსებული წინასწარი ყოველკვრტალური მონაცემებითდგება წლის წინასწარი მონაცემი, ხოლო დაზუსტებულ მონაცემებს კი, სტატისტიკის სამსახური საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 15 აგვისტოს აქვეყნებს. 


ცდომილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ კომპანიები სტატისტიკის სამსახურს დაზუსტებულ მოგება-ზარალის მაჩვენებლებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ წარუდგენენ, რაც ბუნებრივია, წინასწარ და დაზუსტებულ მონაცემებს შორის ცდომილებისთვის დიდ არეალს ტოვებს. ცდომილების ეს მიზეზი უნდა განვიხილოთ კიდეც სტატისტიკის დათვლის მეთოდოლოგიის ერთ-ერთი მთავარ ნაკლოვანებად“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა. 


ანალიტიკოსი, ასევე არ ეთანხმება იმ ექსპერტების შეფასებებს, რომლებიც ინვესტიციების კლების მიზეზად, სექტორში არსებულ სატაროფო პოლიტიკას და ამ დრომდე ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების შეფერხებას ასახელებენ.


„აღსანიშნავია, რომ ექსპერტების ნაწილი, წინასწარ მონაცემებში ინვესტიციების კლებას, არსებულ სატარიფო პოლიტიკას უკავშირებს. მათი განცხადებით, მოცემული ტარიფები რეალურ საბაზრო ვითარებას არ ასახავს და ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე რეალურად უნდა ღირდეს. მათი თქმით, სწორედ ეს არის მთავარი საკითხი, რის გამოც ინვესტორები თავს იკავებენ საქართველოში ინვესტირებისგან. უნდა ითქვას, რომ ზემოთ ხსენებული არგუმენტი, რეალობას მოკლებულია და ვერ იქნება ინვესტიციების კლების მიზეზი, რადგან არსებული კანონმდებლობის თანახმად, ინვესტორებს საკმაოდ მყარი გარანტიები ეძლევათ სახელმწიფოს მხრიდან. როგორც ვიცით, ენერგეტიკის სამინისტრო მემორანდუმების პრაქტიკით ხელმძღვანელობს, რაც გულისხმობს გარანტირებული ტარიფის მიხედვით ელექტროენერგიის შესყიდვას. ამასთან ხაზგასასმელია, რომ მსგავს პრაქტიკაზე მყარი და სასურველი გარემო ინვესტორებისთვის ძნელი წარმოსადგენია. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ექსპერტების მეორე ნაწილის მიერ შემოთავაზებული ინვესტიციების კლების ტენდენციის მიზეზებიც მიუღებელია. ისინი კლების მთავარი მიზეზად ასახელებენ იმ გარემოებას, რომ  საქართველო დღემდე არ არის  ენერგოგაერთიანების წევრი ქვეყანა. მათი თქმით, სწორედ ეს გარემოება ქმნის ინვესტორებისთვის არაგამჭვირვალე გარემოს და ამ მიზეზის გამო, ისინი თავს იკავებენ საქართველოში კაპიტალის დაბანდებისგან. ჩვენი აზრით, ეს არგუმენტიც მიუღებელია და ამის პასუხადაც გამოდგება ზემოთ ნახსენები მემორანდუმების პრაქტიკა, როცა გარკვევით ხდება, როგორც ინვესტორის, ისე სახელმწიფოს ვალდებულებების გაწერა. ამასთან, ასეთი არგუმენტის სისუსტეზე მიუთითებს ისიც, რომ ენერგოგაერთიანების წევრი ქვეყანა არც მაშინ ყოფილა საქართველო, როცა ენერგეტიკის სექტორში საკმაოდ მოცულობითი ინვესტიციები შემოდიოდა“, - აღნიშნა გვიდიანმა. 


საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი ინვესტიციების მაჩვენებლების შემცირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან არგუმენტად „აფბას“ ანალიტიკოსი ბოლო დროს ეროვნული ვალუტის დევალვაციის საკითხს ასახელებს და აღნიშნავს, რომ ვალუტის კურსის ცვლილება ინვესტიციების მაჩვენებლებზეც აისახა. 


„გარდა ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებებისა, უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტიციების კლების ტენდენციაში გარკვეულწილად ეროვნული ვალუტის დევალვაციამაც შეიტანა წვლილი. თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ 2014 წელს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში საშუალოდ 1.75 იყო, ხოლო 2015 წელს 2.35 (იხ. 2014-2015 წლების ლარის კურსის ცვლილების ტრენდი) სახეზე გვაქვს 33%-იანი გაუფასურება. კერძოდ, ინვესტორი 2014 წელს 100 დოლარით ანაზღაურებდა 175 ლარის მომსახურების საფასურს, ხოლო 2015 წელს იმავე მომსახურების საფასურის ანაზღაურებას დაახლოებით 75 დოლარი სჭირდებოდა. შესაბამისად, შემოსული ინვესტიციების მაჩვენებლებმა ერთი მეოთხედით ნაკლები შეადგინა, თუმცა ამ თანხით ინვესტორები იგივე მომსახურებას ან/და საქონელს ყიდულობდნენ“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

 

 



უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...


მსგავსი სიახლეები

up