„აფბა“: „ფანასკერტელის ინდექსი“ შემცირდა. მედიკამენტებზე ფასები თებერვალში 4,5%–ით გაიაფდა

„აფბა“: „ფანასკერტელის ინდექსი“ შემცირდა. მედიკამენტებზე ფასები თებერვალში 4,5%–ით გაიაფდა

access_time2016-03-07 16:58:06

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ განაგრძობს  „ფანასკერტელის ინდექსზე“ მუშაობას, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასების მონიტორინგს ისახავს მიზნად. 

ამჯერად ორგანიზაციამ თებერვლის თვის მონაცემები შეაჯამა, რომელიც იანვრის თვეში დაფიქსირებულ ინდექსის მონაცემებს შედარდა. 


200 დასახელების მედიკამენტზე დაკვირვების მიხედვით „ფანასკერტელის ინდექსი“ 4.5%–ით არის შემცირებული და  თებერვალში შეადგენს 12,7 პუნქტს,  რაც იმაზე მეტყველებს, რომ მედიკამენტების ბაზარზე, ბოლო 4 თვის განმავლობაში ფასების კლების ტენდენცია ნარჩუნდება.


ფასები შემცირებულია მედიკამენტების ისეთ ჯგუფებზე, როგორებიცაა: 


ანტიბიოტიკები, სადაც ფასების შემცირება ფიქსირდება შემდეგ მედიკამენტებზე:

 

აზიმაკი – 15,1 იანვარი; 12,08  – თებერვალი;


სუმამედი – 13,72 იანვარი; 10,98  – თებერვალი;


ზირომინი – 31,35 იანვარი; 23,01 თებერვალი;

 

ლმაგელი – 5,2 იანვარი; 4,16 – თებერვალი;


ანტიდიაბეტური საშუალება:



დიაბეტონი MR – 18,4 იანვარი; 17,07 თებერვალი;


საფაღარათო საშუალების ჯგუფში:


დუფალაკი – 21,37 იანვარი; 20,08 – თებეერვალი;


დუფალაკი (ჯენერიული) - 7,3 იანვარი; 5,84 – თებერვალი:


მედულაკი WM – 26.27 იანვარი; 15,45 – თებერვალი;


ფასები გაზრდილია მედიკამენტების ისეთ ჯგუფებზე როგორებიცაა:


სასუნთქი სისტემის დაავადების სამკურნალო საშუალებები


ბრონქო–მულან P – 12,9 იანვარი; 13,2 – თებერვალი;


კარდიალური საშუალებები:


ვალოკორდინი – 5,93 იანვარი; 6,93 – თებერვალი;


ანტიმიკრობული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები:


ზიმაქსი – 33,6 იანვარი; 34,32 – თებერვალი;


ჩამოთვლილი მცირე ნაწილია იმ მედიკამენტების ჯგუფებიდან, რაზეც ორგანიზაცია მუდმივად მუშაობს. 


ჯამში, ბოლო მონაცემებით ორგანიზაციის ხელთ არსებული ბაზიდან, 32 დასახელების მედიკამენტზე ფასები შემცირდა, ხოლო 23 მედიკამენტზე გაიზარდა, რამაც „ფანასკერტელის ინდექსის“  კლება გამოიწვია. 

„ფანასკერტელის ინდექსი“ გაიანგარიშება ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული 200 დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტის ფასების მონიტორინგით, სადაც შედის როგორც ქართული, ისე უცხოური წარმოების მედიკამენტები. აგრეთვე, როგორც ორიგინალი დასახელების, ისე შემცვლელი -  „ჯენერიკები“. 


როგორც კვლევა ცხადყოფს, ფასები დიდწილად იმპორტირებულ მედიკამენტებზე მცირდება, რაც „ფანასკერტელის ინდექსის“ დაღმავალ ტენდენციას განაპირობებს. კლება დროში ემთხვევა ბაზარზე ახალი, მსხვილი მოთამაშის გამოჩენას და მის მიერ ბაზრისთვის მედიკამენტების, პრაქტიკულად, მინიმუმ 30%–ით იაფად შეთავაზებას. 


აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე ნორმალური, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისადმი შესაბამისი კონკურენციის ჩამოყალიბების შემთხვევაში, ფასები მედიკამენტებზე საგრძნობლად დაიკლებს. 


ინდექსის წარმოება დაიწყო 2015 წლის ნოემბრიდან. 2015 წლის ნოემბერში „ფანასკერტელის ინდექსმა“ შეადგინა 14,5; დეკემბერში 14; 2016 წლის იანვარში 13,35, ხოლო თებერვალში 12,7 პუნქტი. აფბა  „ფანასკერტელის ინდექსს“ ყოველთვიურ რეჟიმში განაახლებს.



რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას
access_time2020-07-02 16:00:27
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...


მსგავსი სიახლეები

up