აეროპორტი „მიმინო“ 30-წლიანი პაუზის შემდეგ შიდა ფრენებს განაახლებს

აეროპორტი „მიმინო“ 30-წლიანი პაუზის შემდეგ შიდა ფრენებს განაახლებს

access_time2022-06-02 09:00:00

თელავში ერეკლე მეორის სახელობის აეროპორტი „მიმინო“, 30 წლის შემდეგ, ზაფხულის ბოლოს თვითმფრინავით შიდა რეისებს პირველად განაახლებს. შიდა ფრენები ბათუმისა და მესტიის აეროპორტების მიმართულებით 16-ადგილიანი თვითმფრინავით განხორციელდება.


„მიმინოს“ მფლობელი, „საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის“ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით ტეფნაძე აცხადებს, რომ აეროპორტი, სადაც საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები საფრენოსნო-საინჟინრო მომზადებას გადიან, მალე სრულად დაიტვირთება. მისი თქმით, აეროდრომის რეაბილიტაციაზე, რომელიც გასულ წელს დაიწყო, 3 მილიონი ლარი დაიხარჯა.


„ფრენების ზუსტი ფასების თქმა ამჯერად არ შემიძლია, თუმცა ის იმ ფასების დიაპაზონში მერყეობს, რაც ქვეყანაში შიდა ფრენებზეა. ჩვენ გავარემონტეთ როგორც ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ასევე სააეროდრომო ინფრასტრუქტურა (სამიმოსვლო ბილიკი, საჰაერო ხომალდის სადგომი).


2022 წლის დასაწყისში სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ჩვენ მიერ ჩატარებული სამუშაოები დადებითად შეაფასა. საწყის ეტაპზე აეროპორტში კვირაში 4 რეისი განხორციელდება. აეროპორტს ასევე შესაძლებლობა აქვს, მიიღოს საჰაერო ხომალდები საქართველოს ნებისმიერი აეროპორტიდან და შეასრულოს როგორც ჩარტერული, ასევე რეგულარული ფრენები.“ – განმარტა მან.



ფრენებს თელავის აეროპორტიდან კომპანია „აკეარ ჯორჯიაა“ განახორციელებს.


შეგახსენებთ, რომ ქალაქ თელავში მდებარე ერეკლე მეორეს სახელობის აეროპორტი „მიმინო“ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საკუთრებაშია და ის 2012 წელს გაიხსნა. აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის. ამჟამად აეროპორტის ტერიტორიაზე საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას გადიან. ადგილზე სამი ტიპის – Cessna 152, Aeroprakt A-22 და Tecnam P2006T თვითმფრინავებია წარმოდგენილი.


წყარო: forbes.ge



თეგები:
აეროპორტი



დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ასევე უკრაინული გრივნის გატანა IBAN ანგარიშის ნომერზე - WhiteBIT კრიპტოვალუტის ბირჟა აფართოებს თავისი სერვისების ფუნქციონალს.

დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ასევე უკრაინული გრივნის გატანა IBAN ანგარიშის ნომერზე - WhiteBIT კრიპტოვალუტის ბირჟა აფართოებს თავისი სერვისების ფუნქციონალს.
access_time2022-09-29 13:55:25
უკრაინული წარმოშობის, ევროპაში ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟა WhiteBIT, აგრძელებს თავისი სერვისების ფუნქციონალისა და შესაძლებლობების გაფართოებას. ამიერიდან WhiteBIT-ის მომხმარებლებს შეუძლიათ გაიტანონ დოლარი (USD) და ევრო (EUR) Visa/Mastercard საბანკო ბარათზე, ასევე გრივნა (UAH) საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომერზე - IBAN. ანუ, ახლა მომხმარებლებს აღარ სჭირდებათ დამატებითი სერვისები ან შუამავლები ამ ოპერაციების განსახორციელებლად - ამ ტრანზაქციის...

საქართველოს რკინიგზამ 2021 წელს ლარში შემოსავლის 11,95%-იანი ზრდა აჩვენა

საქართველოს რკინიგზამ 2021 წელს ლარში შემოსავლის 11,95%-იანი ზრდა აჩვენა
access_time2022-09-29 14:00:08
„საქართველოს რკინიგზამ“ 2021 წელს ლარში შემოსავლის 11,95%-იანი ზრდა აჩვენა,  8,04%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა  დოლარის კუთხითაც, ოღონდ ლარის კურსის რყევების გამო, ოდნავ შენელებული ტემპით - ამის შესახებ ინფორმაცია TBC Capital -  ის კვლევაშია მოცემული. მათივე ინფორმაციით, პოზიტიური დინამიკა 2022 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, როდესაც შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლარში 12,06%-ით გაიზარდა, ხოლო 21,81% -ით...

უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
access_time2022-09-29 12:55:22
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate (დეველოპერული კომპანია m2-ის მფლობელი კომპანია) ახალი გენერალური დირექტორი, გურამ ახვლედიანი უხელმძღვანელებს. გურამ ახვლედიანი Georgia Capital-ის ჯგუფში, რომელიც Georgia Real Estate-ის დედა კომპანიაა, შვიდი წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. 2021 წლიდან დღემდე,  ის  Georgia Real Estate -ის ტექნიკური დირექტორი იყო.   გიორგი ვახტანგიშვილი, რომელიც Georgia Real Estate-ის გენერალური დირექტორის...

ქართული საწარმოების ვებ-გაყიდვები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიზარდა - ლიდერი ევროკავშირია

ქართული საწარმოების ვებ-გაყიდვები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიზარდა - ლიდერი ევროკავშირია
access_time2022-09-29 15:00:19
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2021 წელს გამოკითხულ ქართულ საწარმოებზე დაყრდნობით, საქართველოს შემდეგ (49.2%), მის ფარგლებს გარეთ საწარმოების ონლაინ გაყიდვების უდიდესი წილი ევროპაზე მოდის (17.2%), რომელსაც მოსდევს დსთ-ს ქვეყნები (15%) და აშშ (5.8%). აღსანიშნავია, რომ ვებ-გაყიდვები 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით, შემცირებულია საქართველოში და გაზრდილია ყველა ძირითად ქვეყანაში. 2020 წელს საწარმოთა ვებ-გაყიდვების განაწილება...

„არ მაქვს უფლება, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი არ დავუჭირო სამოქალაქო საზოგადოებას“

„არ მაქვს უფლება, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი არ დავუჭირო სამოქალაქო საზოგადოებას“
access_time2022-09-29 12:37:21
ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ არასოდეს ჩარეულა და არც მომავალში ვაპირებს ჩარევას ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოში, ჩავთვალე, რომ ვალდებული ვარ, როგორც ჩვენ ქვეყანაში, ასევე რეგიონში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო და საზოგადოებამდე ჩემი სათქმელი მივიტანო. დღეს...


მსგავსი სიახლეები

up