„აეროპორტი ქვეყნის გასაღებია, თბილისის დღევანდელი აეროპორტი კი არ შეიძლება ქვეყნის გასაღები იყოს“ - გიორგი ვაშაძე

„აეროპორტი ქვეყნის გასაღებია, თბილისის დღევანდელი აეროპორტი კი არ შეიძლება ქვეყნის გასაღები იყოს“ - გიორგი ვაშაძე

access_time2021-04-12 11:00:52

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია, პანდემიის გამო საქართველოს მთავრობას 2020 წლის ფორსმაჟორად გამოცხადებას და ხელშეკრულებების ვადების დაახლოებით 2 წლით გახანგრძლივებას სთხოვს. აპირებს თუ არა საქართველოს მთავრობა „TAV Georgia“-ს თხოვნის დაკმაყოფილებას, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ხელისუფლებასა და „TAV Georgia“-ს  შორის გაფორმებული ე.წ. BOT ხელშეკრულება დავის საკითხი არა ერთხელ გამხდარა. კითხვის ნიშნები საერთაშორისო კომპანიის საქართველოში ოპერირებასთან დაკავშირებით წლებია აქვთ როგორც ავიაექსპერტებს ისე პოლიტიკოსებს.

 

ერთ-ერთ პირველი ვინც ამ საკითხზე საუბრობდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე იყო. დღეს პოლიტიკოსი ქუთაისის და თბილისის აეროპორტებს ერთმანეთს ადარებს და ამბობს, რომ ქუთაისის აეროპორტი ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი იყო მაშინ, როცა თბილისის აეროპორტი ტურიზმის ზრდასთან ერთად ნელ-ნელა, უმნიშვნელოდ იზრდებოდა. გიორგი ვაშაძე მედიაჰოლდინგთან იმ ძირითად პრობლემებზე საუბრობს რომელიც დღეს თბილისის აეროპორტშია.

 

„აეროპორტი არის ქვეყნის გასაღები, საიდანაც ადამიანი შემოდის, თბილისის აეროპორტი კი არ შეიძლება ქვეყნის გასაღები იყოს.  ინფრასტრუქტურა კატასტროფულია, დაწყებული სველი წერტილებით გაგრძელებული საკვებით არის  სრული საშინელება. მეორე პრობლემა არის კატასტროფულად მაღალი ტარიფები, აეროპორტებში მგზავრთა მოსაკრებელი არის ძალიან მაღალი. სამწუხაროდ თბილისის აეროპორტი არის სტამბულის აეროპორტის დანამატი, ჩვენთან არ არსებობს ტრანზიტული მგზავრის გაგება და არ არსებობს პირდაპირი რეისები ბევრ ქალაქთან, რომელიც საქართველოსთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს. ეს არის მიზანმიმართულად შექმნილი სისტემა, დღეში 3-4 რეისი არის სტამბულის მიმართულებით, არ ვგულისხმობ კოვიდ პერიოდს, ანუ ფაქტობრივად მგზავრთა ნაკადი მიჰყავს სტამბულში, ანუ თბილისის აეროპორტი სტამბულის აეროპორტის დანამატია და თუ ეს კონცეფცია არ შეიცვალა ჩვენ ტურიზმის და ინვესტიციების ზრდისთვის მზად არ ვართ“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

 

გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ „TAV GEORGIA“ - თან დაკავშირებით გადაწყვეტილებაა მისაღები, პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ხელისუფლებასა და „TAV Georgia“-ს  შორის ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს, რის შემდეგაც მოიძებნება უკეთესი ოპერატორი, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადებით მთავარ ამოცანას შეასრულებს და მგზავრთა ნაკადს მნიშვნელოვნად გაზრდის.

 

„TAV GEORGIA“ - თან გაფორმებული ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს იმიტომ, რომ „TAV GEORGIA“ მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, არ  შეიძლება, რომ ასეთი ინფრასტრუქტურა იყოს. ეს აეროპორტი რომელიც 10-15 წლის წინ ახალი იყო დღეს ჩეჩმას დაემსგავსა. მაგალითისთვის, რომ ავიღოთ ჩამოფრენის ტერმინალი, რომელიც ახლახანს ააშენეს, ელემენტარული საკითხია, რომ სიმაღლეშიც არასწორადაა დაგეგმარებული, მიდგმული შენობასავითაა. სულ დავფრინავ და ასეთი აეროპორტი მე არსად არსად მინახავს. ამიტომ კომპანიას ხელშეკრულება კი არ უნდა გაუგრძელდეს, არამედ შეუჩერდეს. მაგრამ აქ პირდაპირი პრობლემა არის ის, რომ „TAV GEORGIA“ ვიღაცას  ფინანსურად აინტერესებს, იმიტომ რომ „ქართულმა ოცნებამ“ მას ხელშეკრულება გაუგრძელა, არადა მანამდე მასთან მიმართებაში კრიტიკით გამოირჩეოდნენ და საბოლოო ჯამში მივიღეთ ეს უბედური ინფრასტრუქტურა,  ნაკლები მგზავრი და ძვირი მომსახურება“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

 


გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ „TAV GEORGIA“ მთავრობას ინვესტიციებით ევაჭრება. მისი თქმით, კომპანია ითხოვს ხელშეკრულებას გაგრძელებას მაშინ, როცა აეროპორტში ელემენტარული ინფრასტრუქტურა არაა მოწესრიგებული.

 

„TAV GEORGIA“ ხელისუფლებას ნელ-ნელა ევაჭრება - „ასაფრენ ზოლს გავაკეთებ და  სამაგიეროდ ათი წელი დამიმატე“. წარმოიდგინეთ უნდა ეხვეწო, რომ აეროპორტში საპირფარეშო გაარემონტოს ეს წარმოუდგენელია, აეროპორტში საშინელება ხდება. თბილისის აეროპორტში, რომ შედიხარ ერთი სული გაქვს თვითმფრინავამდე მიხვიდე იმდენად აუწყობელია  ინფრასტრუქტურა“, - განმარტავს პოლიტიკოსი.

 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი კომერსანტს პოლონეთის გამოცდილების შესახებ უყვება, თუ როგორ გახდა ერთი ინდუსტრიული ქალაქი კატოვიცა 37 მილიონიანი ქვეყნის მიზიდულობის ცენტრი.

 

„პოლონეთში მიზიდულობის ცენტრად ყოველთვის კრაკოვი ითვლებოდა. კატოვიცა იყო ჩვეულებრივი ინდუსტრიული ქალაქი, რომელსაც პოსტ ინდუსტრიულ პერიოდში ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა, ქვანახშირის მოპოვება ხდებოდა და ქალაქი დაიცალა. კატოვიცამ თავისი განვითარების კონცეფცია მთლიანად შეცვალა - მარტივი ბიუროკრატია, ახალი აეროპორტი, დაწეული ტარიფები, ტურიზმზე და ტექნოლოგიებზე გააკეთა აქცენტი და დღეს კატოვიცას აეროპორტში მგზავრთა ნაკადის გაცილებით დიდი რაოდენობაა ვიდრე კრაკოვში. წლების წინ კატოვიცა არც გაგვიგია, მე უბრალოდ დამაინტერესა რატომ დაინიშნა ქუთაისი-კატოვიცას რეისი, ვიზეარს ბაზა აქვს კატოვიცაში გაკეთებული და ქუთაისის მსგავსად გარშემო უამრავ რეისებს აკეთებს. იგივე მაგალითი ჩვენც გვაქვს, ქუთაისი და თბილისი. რომელი უფრო უნდა იყოს განვითარებული, წესით თბილისის  ხომ? ქუთაისის აეროპორტი კოვიდამდე გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდა ვიდრე თბილისის,  რადგან ქუთაისის აეროპორტის მომსახურება ავიაკომპანიებისთვის გაცილებით იაფი იყო და მარტივად შედიოდნენ ამ ბაზარზე, თბილისი ძვირია და გვაქვს ეს გაჭედილი სიტუაცია. ზუსტად ესეთი მაგალითია იყო კატოვიცა და კრაკოვი. კატოვიცას აეროპორტმა მგზავრთა ნაკადი კრაკივიდან წამოიღო, იმიტომ რომ მოქნილი იყო, განვითარდა, ფასებმა დაწია და ა.შ.“, - ამბობს გიორგი ვაშაძე

 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი აცხადებს, რომ თუ აეროპორტთან დაკავშირებული პრობლემები არ მოგვარდება საქართველოში არც ტურიზმი გაიზრდება და არც ინვესტიციები შემოვა. პოლიტიკოსი იმ ქმედით ნაბიჯებზე საუბრობს რომელიც თბილისისა საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა კომპანიამ უნდა გადადგას, იმისთვის, რომ ქვეყანა საჰაერო ჰაბი გახდეს.

 

„თბილისის აეროპორტი ან ქვეყანას უნდა დაუბრუნდეს ან ახალი მმართველი შეირჩეს. ახალი კომპანის ექნებოდა შემდეგი ვალდებულება: მგზავრთა ნაკადი უნდა გაიზარდოს, განსაკუთრებით გათვლა ტრანზიტულ მგზავრებზე უნდა იყოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ავიარეისების დატვირთვამ მოიმატოს.

 

მე მარტივ ამოცანას დავუსვამდი, სამსაათიან საფრენ რადიუსში ყველა მილიონიან ქალაქთან დღეში 3-4 რეისი,  500 000 -იან ქალაქთან დღეში ორი რეისი, ევროპის ყველა დედაქალაქთან გვჭირდება პირდაპირი რეისი, შესაბამისად ამისთვის ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას , პროცედურებიც, ბიუროკრატიაც, ტარიფებიც ისე უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ეს ყველაფერი მივიღოთ. რათა საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორთა რაოდენობა გავზარდოთ, ეკონომიკაში დიდი შემოსავალი მივიღოთ და ბევრი სამუშაო ადგილი შევქმნათ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up