აეროპორტებში თვითმფრინავების გადაადგილებისთვის PUSH BACK-ის უნიკალური სისტემა შექმნილია

აეროპორტებში თვითმფრინავების გადაადგილებისთვის PUSH BACK-ის უნიკალური სისტემა შექმნილია

access_time2021-01-08 10:50:00

აშშ-ში, აეროპორტებში თვითმფრინავების გადაადგილებისთვის PUSH BACK-ის უნიკალური სისტემა შეიქმნა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მუშაობს.



პროტოტიპი უკვე შემუშავებულია ოკლაჰომაში, არდმორის ინდუსტრიულ პარკში და ის კომპანია ATS World Wide-მ შექმნა.



ახალი ტექნოლოგია შეამცირებს როგორც საწვავის მოხმარებას, ასევე აეროპორტში თვითმფრინავის “ბუქსირისას” ადამიანური შეცდომების რისკსაც.



ATS World Wide-ს ხელმძღვანელის ვინუს ხაუის განმარტებით, სისტემის შექმნის იდეა გაჩნდა კომპანიის დამფუძნებლისა და მისი მეგობარ პილოტის ჩვეულებრივი საუბრის დროს. მან თქვა, რომ დაფრენის შემდეგ, სადგომამდე მისასვლელად სამიმოსვლო ბილიკზე გადაადგილებისას 2 ტონა ნავთი დაიხარჯა.



ექსპლუატაციის პრინციპი ითვალისწინებს იმას, რომ სპეციალური ეტლი თვითმფრინავს ასაფრენ/დასაფრენ ბილიკზე შეხვდება, დამაგრდება მას და თავად უზრუნველყოფს თვითმფრინავის სადგომამდე მიყვანას. ამავე სპეციფიკით მოხდება, პირიქით, სადგომიდან ასაფრენ/დასაფრენ ბილიკამდე თვითმფრინავის გადაადგილებაც.




ამ დროს თვითმფრინავის ძრავების გათიშვა შესაძლებელია, რის შედეგადაც დაიზოგება საწვავი. ახალი ტექნოლოგია არ წარმოქმნის დამატებით ემისიებს გარემოში, რადგან ის ელექტროენერგიაზე მუშაობს.



სხვა სატრანსპორტო საშუალებასთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად, სისტემა რადარის გამოყენებით თავად აკონტროლებს აეროპორტის ტერიტორიაზე ნებისმიერ გადაადგილებას.



სისტემის ექსპლუატაციისთვის აეროპორტის ტერიტორიაზე, უფრო კონკრეტულად კი სამიმოსვლო ბილიკის ცენტრში, საჭირო გახდება 80 სმ სიღრმეზე და 1,2 მეტრი სიგანეზე გვირაბების ქსელის აშენება.



ბილიკის ქვეშ ერთი მეტრი გვირაბის გაყვანის ღირებულება 3,1 ათასი დოლარია, ხოლო ეტლის მექანიზმის მონტაჟი – 78 ათასი დოლარი.



დიდ აეროპორტებს ახალ სისტემას სამართავად 20 ადამიანის დაქირავება დასჭირდებათ. თუმცა მისი დანერგვის შემდეგ, აეროპორტის მენეჯმენტს პერსონალის ოპტიმიზაცია დასჭირდება. მაგალითისთვის, ფრანკფურტის აეროპორტში დასაქმებულთა რაოდენობა შეიძლება 400-ით შემცირდეს.



avianews.ge









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up