აეროპორტების გაერთიანების დირექტორი - იმედი გვაქვს, რომ მალე შევძლებთ მივიღოთ როგორც საერთაშორისო მოგზაურები, ასევე საქართველოს მოქალაქეები

აეროპორტების გაერთიანების დირექტორი - იმედი გვაქვს, რომ მალე შევძლებთ მივიღოთ როგორც საერთაშორისო მოგზაურები, ასევე საქართველოს მოქალაქეები

access_time2020-06-02 20:20:33

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული სამგზავრო რეისებისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათი ინფორმაციით, ფრენების განახლებისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორთან თამარ არჩუაძესთან და სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელთან, ლევან კარანაძესთან ერთად გაეცნო.

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განცხადებით, მიმდინარეობს საქართველოს ხუთივე აეროპორტის მომზადება საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, რათა ქვეყანამ პირველი მგზავრების მიღება შეძლოს.


 

,,მგზავრების მომსახურების გაიდლაინი ეფუძნება საერთაშორისო მოთხოვნებს და რა თქმა უნდა, ჩვენც მას მივყვებით. მგზავრებს მოუწევთ აეროპორტში პირბადეებით გამოცხადება. ისინი გაივლიან თერმოსკრინინგს და იმ შემთხვევაში თუ, მგზავრს არ დაუფიქსირდება კოვიდის დამახასიათებელი სიმპტომები, დაშვებული იქნება რეგისტრაციაზე. როგორც რეგისტრაციის, ასევე შემდგომი პროცედურების დროსაც მგზავრებს მოუწევთ დაიცვან 1, 5 მეტრის დისტანცია. შემდეგ ისინი ჩასხდებიან საჰაერო ხომალდში. სადაც ასევე იქნება აუცილებელი მოთხოვნა, რომ მათ ატარონ პირბადე. ჩაფრენის აეროპორტშიც მგზავრს მოუწევს თერმოსკრინინგთან და სოციალურ დისტაცირებასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვა. იმედი გვაქვს, რომ მალე შევძლებთ მივიღოთ საერთაშორისო ტურისტები და ასევე, ადგილობრივი მგზავრებიც“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

 

მათივე ცნობით, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში, მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის გაიდლაინებით გათვალისწინებული, ყველა საჭირო ყველა მოთხოვნა გაითვალისწინა. შემოსასვლელებში დამონტაჟდა ხელის სადეზინფექციო აპარატები, სპეციალური ვიდეოსკანერები , რომლითაც მოხდება მგზავრებისთვის სიცხის გაზომვა. ასევე,ს მოფრენისა და გაფრენის ტერმინალების უსაფრთხო დისტანციის მანიშნებელი სპეციალური სტიკერებით მონიშვნა, სარეგისტრაციო დახლებზე მოეწყო დამცავი ფარები, რათა არ მოხდეს პირდაპირი კონტაქტი მგზავრსა და აერპორტის თანამშორმლებს შორის. საქართველო საერთაშორისო ვიზიტორების მასპინძლობას 1-ელი ივლისიდან გეგმავს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up