თბილისთან ახლოს ახალი აეროკლუბი 1*209 (ერთი ორას ცხრა) გაშენდება - „ამით მცირე ავიაციას ვუყრით საფუძველს„

თბილისთან ახლოს ახალი აეროკლუბი 1*209 (ერთი ორას ცხრა) გაშენდება - „ამით მცირე ავიაციას ვუყრით საფუძველს„

access_time2020-07-30 12:45:44

მალე თბილისთან ახლოს ახალი აეროკლუბი 1*209 (ერთი ორას ცხრა) გაშენდება.  აეროკლუბის დაარსების იდეა სფეროთი დაინტერესებულ რამდენიმე ადამიანისგან შემდგარ ჯუფს გაუჩნდა.


  1*209 (ერთი ორას ცხრა) – ამ სახელის უკან ცნობილი მფრინავი ბესარიონ ქებურია დგას. ის იყო პირველი ქართველი, რომელმაც ოფიციალურად მიიღო მფრინავის დიპლომი პარიზში და მსოფლიოს 209-ე პილოტი გახდა. სწორედ ამას უკავშირდება კლუბის სახელის წარმომავლობა.


„კომერსანტი“ აეროკლუბის ერთერთ თანადამფუძნებელს ილია ინჯიას გაესაუბრა, რომელიც აღნიშნავს, რომ კლუბი 1 თვის წინ დარეგისტრიდა და მიზნად ისახავს რეგიონებს შორის თვითმფრინავით გადაადგილებისა და ავიაციის პოულარიზაციას.


ჩვენი პატარა ქვეყნისთვის ვფიქრობთ,  რომ ლანდშაფტიც და პირობებიც ძალიან საინტერესოა, ვიფიქრეთ რომ ეს სფერო განვითარებადია და ამას მომავალი ექნებოდა. 2019 წლის დეკემბერში დავიწყეთ და 1 მაქსიმუმ 2 თვეა რაც დავარეგისტრირეთ ჩვენი აეროკლუბი. კლუბში მოსული სტუმარი პირველ რიგში გაეცნობა ავიაციას,, შეძლებს პილოტთან ერთად თვითმფრინავით გასეირნებას, ქვეყნის დათვალიერებას.


ამ დიდი საქმისთვის, მარტო თავის  გართმევა ძალიან ძნელია, სწავლის პერიოდში აღმოჩნდა, რომ ჩვენსავით ფრენით  შეპყრობილი ადამიანებიც ყოფილან და შევიკრიბეთ 8-9 ადამიანი, ვინც  ჩამოვაყალიბეთ და   დავნიშნეთ კლუბის პრეზიდენტად  ანზორ ყურაშვილი. ჯერჯერობით საიტიც და პროექტიც დამუშავების პროცესშია,“ - განმარტავს ილია ინჯია.


 

აეროდრომის ადგილმდებარეობა ჯერჯერობით განხილვის პროცესშია, თუმცა როგორც კლუბში აღნიშნავენ,  ეს იქნება თბილისთან ახლოს და სავარაუდოდ ბაზისთვის მოხდება ძველი საბჭოთა აეროდრომის რეაბილიტაცია.


 „ იმის პერსპექტივა, რომ ყველა რეგიონში პატარ-პატარა აეროდრომები აშენდეს საქართველოში ნამდვილად არის,  ეს ხელს შეუწყობს მცირე საჰაერო გადაზიდვებს და ასევე ამ მიმართულებით განავითარებს ტურიზმს.


ახლა ძიების პროცესში ვართ, თუ სად გვქონდეს პირველი ბაზა, ვცდილობთ რომ თბილისთან ახლოს იყოს.  სახელმწიფოს აქვს ბევრი საბჭოთა დროინდელი მიტოვებული აეროდრომები და ვფიქრობთ რამდენიმეს  რეაბილიტციას,“ - განმარტავენ აეროკლუბში.

 

პროექტის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით ნახევარი მილიონიდან ერთ მილიონ ლარამდე თანხას შეადგენს. რაც შეეხება თვითმფრინავებს, ილია ინჯიას თქმით მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე კომპანიასთან , მათ შორის ერთერთი საბერძნეთში მდებარეობს, სწორედ მათგან იგეგმება პირველი თვითმფრინავის Cessna 72 ის შეძენა.

 




მარიამ მორგოშია

თეგები:
აეროკლუბი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up