„Аэрофлот“-ის გენერალური დირექტორი რუსული ავიაკომპანიების მასობრივ გაკოტრებას არ გამორიცხავს

„Аэрофлот“-ის გენერალური დირექტორი რუსული ავიაკომპანიების მასობრივ გაკოტრებას არ გამორიცხავს

access_time2020-08-06 18:40:17

რუსეთში საავიაციო ბაზარზე ჭარბი მიწოდების პრობლემა ჯერ კიდევ პანდემიამდე იყო, დღეს კი ავიაკომპანიები მგზავრების მოსაზიდად გააფთრებულ ბრძოლას იწყებენ და ყველაფერთან ერთად დემპინგს მიმართავენ.

 

„Аэрофлот“-ის გენერალური დირექტორის ვიტალი საველიევის თქმით, ამან შესაძლოა ყველა მძიმე შედეგამდე მიიყვანოს. კორონავირუსის ფონზე ავიაგადაზიდვების ბაზარი თითქმის 50%-ით შემცირდა და ამით ჭარბი მიწოდების პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა. ამიტომაც შემოდგომაზე რუსული ავიაკომპანიების უმრავლესობა შესაძლოა გაკოტრდეს.


„სექტემბერ-ოქტომბერში რუსული ავიაკომპანიების მასობრივ გაკოტრებას არ გამოვრიცხავ, დღეს 100 დარეგისტრირებული ავიაგადამზიდავიდან რეალურად მაქსიმუმ 48 მუშაობს. არის რამდენიმე ძლიერი მოთამაშე - პირველ ოცეულზე მგზავრნაკადის 97% მოდის, თუმცა, დანარჩენ 3%-საც ხომ ვიღაც გადაჰყავს. აქ ჩნდება სირთულე - ჯერ კიდევ 2019 წელს, კრიზისამდე, მიწოდება მოთხოვნას 12-14%-ით აჭარბებდა. ვინ იცის რა ხდება დღეს, როდესაც ბაზარი თითქმის განახევრდა?“ - განაცხადა საველიევმა.


რადგანაც ავიაგადაზიდვების ბაზრის აღდგენა ჯერ არ დაწყებულა, ყველა კომპანია იბრძვის კლიენტის მოსაზიდად ნებისმიერი ხერხის გამოყენებით, მათ შორის დემპინგური ფასების საშუალებით.


„ეს სიხარულია მგზავრებისთვის, მაგრამ უბედურებაა ბიზნესისთვის. საბოლოოდ ყველა დაზარალდება, ამიტომაც ძალიან ფრთხილი მოქმედებაა საჭირო“, - თვლის «Аэрофлот»-ის გენერალური დირექტორი.



პანდემიის გამო რუსეთმა მარტის ბოლოს ყველა საერთაშორისო რეგულარული და ჩარტერული რეისი გააუქმა. გამონაკლისი მხოლოდ სუბსიდირებულ რეისებს შეეხო, რომლებითაც რუსეთის მოქალაქეები სამშობლოში უცხოეთიდან დააბრუნებს და ასევე უცხოელი მოქალაქეები რუსეთიდან გაიყვანეს.


მიმოსვლის სრულ დახურვამდე რუსული ავიაკომპანიების ზარალმა დღე-ღამეში 500 მლნ. რუბლი შეადგინა, რადგანაც თვითმფრინავები მოთხოვნის მკვეთრი ვარდნის გამო თითქმის ცარიელი დაფრინავდნენ. Bain & Company-ს ექსპერტების გათვლებით, 2020 წლამდე რუსული ავიაკომპანიების ზარალი 360 მლრდ. რუბლს მიაღწევს.


აპრილის დასაწყისში რუსეთის მთავრობამ ეპიდემიისგან განსაკუთრებით დაზარალებული ეკონომიკის დარგების ჩამონათვალი დაამტკიცა, რომელშიც ავიაინდუსტრიაც მოხვდა. მთავრობის გადაწყვეტილებით ავიაბიზნესი 23 მლრდ. რუბლის სუბსიდიებს მიიღებს და ასევე კომპანიებისთვის გადასახადების გადავადებაცაა გათვალისწინებული.


ავიამიმოსლვა ნაწილობრივ მხოლოდ ივლისში აღდგა - მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან და როსტოვიდან რეისები ბრიტანეთის, ტანზანიის და თურქეთის მიმართულებით სრულდება.


წყარო rbc.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
რუსეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up