ავიაკომპანია Aegean Airlines-ის მგზავრებს კორონავისურსის გამო, ავიაბილეთების გადაცვლის შესაძლებლობა აქვთ.ავიაკომპანიის ცნობით, ყველა მგზავრს ვისაც ბილეთები 20 მარტამდე ფრენებზე აქვს აღებული მათი გადაცვლა დამატებითი გადასახადის გარეშე შეუძლიათ.
კომპანია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ Aegean Airlines-ი ფრენებს ჩვეული გრაფიკის შესაბამისად განახორციელებს, გამონაკლისია იტალია, სადაც ფრენები შეზღუდული იქნება ოფიციალური უწყებების მიერ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე.
avianews.ge