ადვოკატობა და იურისტობა იმ პროფესიებში, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს ვფიქრობ არ მოიაზრება - ზვიად კორძაძე

ადვოკატობა და იურისტობა იმ პროფესიებში, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს ვფიქრობ არ მოიაზრება - ზვიად კორძაძე

access_time2023-01-10 21:00:59

ადვოკატობა და იურისტობა იმ პროფესიებში, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს ვფიქრობ არ მოიაზრება, — ამის შესახებ ადვოკატმა ზვიად კორძაძემ, ლევან ბოძაშვილის საავტორო გადაცემაში „ნეირონი“, ხელოვნური ინტელექტის სასამართლო პროცესებზე გამოყენების შესაძლებლობებზე საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, ტექნოლოგიების გამოყენება ყველა პროფესიაში საჭიროა, თუმცა, რჩება მართლმსაჯულებაში მაგალითად შინაგანი რწმენის ფაქტორი, რომელიც ყოველთვის იქნება ადამიანის  ბერკეტი ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ. 


„ტექნოლოგიები შესაძლოა ერთი შეხედვით შეუთავსებელი იყოს ისეთ კონსერვატიულ მიმართულებასთან რაც არის მართლმსაჯულება, მაგრამ პანდემიის დროს ვნახეთ, რომ როდესაც დასჭირდა მართლმსაჯულებას ტექნოლოგიის გამოყენება, ეს იყო ონლაინ პროცესები, სწრაფად გადაერთო. 



ადვოკატობა და იურისტობა ვფიქრობ იმ პროფესიებში, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს არ მოიაზრება და რატომ, რადგან ჩვენ ვართ უცნაური ხალხი და სულ მოვძებნით რაღაცას, რომელიც ისევ იურისტებმა უნდა დაწერონ და განმარტონ, მაგრამ რაც უფრო ადრე შევეგუებით იმას, რომ არსებობს რაღაცეები იგივე მართლმსაჯულებაში, რომლის გამოყენებისთვის პირიქით უფრო კარგია ტექნოლოგიის გამოყენების, დადებითი შედეგების მომტანი იქნება. რჩება მართლმსაჯულებაში მაგალითად შინაგანი რწმენის ფაქტორი, რომელიც ყოველთვის იქნება ადამიანის  ბერკეტი ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ. 


არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც თავისთავად წინააღმდეგობაშია ტექნოლოგიებთან, მართლმსაჯულება უშვებს შეცდომას, ამიტომ არის სამი ინსტანცია. მეორეს მხრივ გვაქვს ტექნოლოგია, რომელის მთავარი არსია შეცდომა არ დაუშვას. საკმარისია ხელოვნურმა ინტელექტმა შეცდომა დაუშვას, უკვე დაისმება საკითხი რომ მან თავი ვერ გაართვა. ხელოვნური ინტელექტი უნდა იყოს გამოყენებული როგორც დამხმარე ფუნქციების შესასრულებლად, მაგალითად რაღაცეების მოძიება და დაკავშირება, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოში ადვოკატია საჭირო. მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი ბოლოს მაინც ადამიანმა უნდა მოაწეროს ხელი.


დაწერილი კანონის ინტერპრეტაცია პრაქტიკაში შეიძლება სხვანაირად მოხდეს, ალგორითმს არ ექნება პრაქტიკა რომ განაზოგადს და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, ეს პრობლემა ნამდვილად იქნება, განსაკუთრების სისხლის სამართალში. იურისპუდენცია არ არის ზუტი მეცნიერება, როდესაც გაქვს მაგალითად განსაზღვრული ვადები 3-დან 7-წლამდე, ეს ხომ მაინც პირობითი მსჯავრია, რომელიც ობიექტიურ კრიტერიუმებთან ერთად გაძლევს სუბიეტური გადაწყვეტილების საშუალებასაც, ამ სიტუაციაში ხელოვნური ინტელეტის როლი საშიშად წარმომიდგენია“,  განმარტა ზვიად კორძაძემ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up