ადვოკატის განცხადებით, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის გირაოს გადახდას ბრალდებულის თანხმობა არ სჭირდება

ადვოკატის განცხადებით, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის გირაოს გადახდას ბრალდებულის თანხმობა არ სჭირდება

access_time2021-05-04 14:20:00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებული თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის გირაოს გადახდას ბრალდებულის თანხმობა არ სჭირდება.


როგორც კონდახიშვილი განმარტავს, ნიკა მელიას თანხმობა გირაოსთან დაკავშირებით, დღის წესრიგშიც არ დგას. ადვოკატის თქმითვე, ხელისუფლებას მელიას პატიმრობაში ყოფნა პრობლემას უქმნის, თუმცა, მისი თავისუფლებაში ყოფნა უფრო პრობლემური იქნება.


„შევხვდით და სხვადასხვა საკითხები გავიარეთ. რაც შეეხება გირაოს, ნიკა მელიას თანხმობა საერთოდ, არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, დღის წესრიგში არ დგას. ხელისუფლების დაქვემდებარებაშია პროკურატურა, სასამართლო და ნებისმიერ დროს შეუძლია ხელისუფლებას მიმართოს სასამართლოს, გირაო მოითხოვონ, ნიკა მელიას თანხმობა არაფერ შუაშია. აბსოლუტურად არ არის საჭირო ნიკა მელიას თანხმობა გირაოზე, ნებისმიერ დროს შეუძლია პროკურატურას სასამართლოს მიმართოს და ნიკა მელია თავისუფლდება სხდომათა დარბაზიდან. არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, ნიკა მელიას თანხმობა არაფერ შუაშია, ისვე, როგორც ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით, ნიკა მელიას თანხმობა ვერანაირ ზეგავლებას ვერ ახდენს, ზუსტად ანალოგიურადაა, გირაოსთან დაკავშირებით თანხმობაც. ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები არის ხელიაუფლების ხელში, ისევე როგორც მისი დაპატიმრება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ასევე მისი გათავისუფლება პოლიტიკური პატიმრობიდან არის ხელისუფლების ხელში. რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის ნიკა მელიას ციხეში ყოფნა პრობლემაა, მაგრამ როგორც ჩანს, მათთვის უფრო დიდი პრობლემაა ნიკა მელიას თავისუფლებაში ყოფნა, ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ მისი პატიმრობა გაახანგრძლივონ და ისრები მასზე გადმოიტანონ. ცდილობდბენ, საზოგადოება დაერწმუნებინათ, რომ გასაღები ნიკა მელიას ხელში იყო, მაგრამ 13 აპრილს, როცა პროცესი ჩატარდა, პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა“,- განაცხადა კონდახიშვილმა.



IPN.GE




თეგები:
გირაო



მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

Die Welt: კვლევის შედეგები - კორონავირუსს არა 3,2, არამედ 6,9 მლნ. ადამიანი შეეწერია

Die Welt: კვლევის შედეგები - კორონავირუსს არა 3,2, არამედ 6,9 მლნ. ადამიანი შეეწერია
access_time2021-05-15 20:00:28
ამერიკელი მკვლევარები მიიჩნევენ, რომ რეალურად კორონავირუსს არა 3,2 მლნ. როგორც ამბობს ოფიციალური სტატისტიკა, არამედ 6,9 მლნ. ადამიანი შეეწირა.   მათი აზრით, თითქმის ყველა ქვეყანაში კორონავირუსისგან სიკვდილიანობის სტატისტიკაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია და ეს თითქმის ყველა ქვეყანას ეხება - მდიდარს და ღარიბს, დემოკრატიულს და ავტორიტარულს.   განსაკუთრებით დიდია სხვაობა სტატისტიკას და რეალობას შორის რუსეთში.   ვაშინგტონის უნივერსიტერის...

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს
access_time2021-05-15 18:00:26
ათენთან ყველაზე ახლოს მდებარე კუნძულ კეიაზე ტემპერატურის მომატებასთან ერთად ცხოვრების რიტმიც მატულობს. 27 გრადუსი იდეალური ტემპერატურაა შენობების გადაღებვის, რესტორნების და სასტუმროების მოწესრიგების და ახალი ტურისტული სეზონის დაწყებისთვის.   საბერძნეთში შეზღუდვები ყველგან იხსნება, უცხოელებისთვის აუცილებელი კარანტინი უქმდება, კეთილმოწყობილი პლიაჟები ისევ ამუშავდა, კლიენტები კი ბარების და რესტორნების ტერასებზე დაბრუნდნენ.   უცხოელ...


მსგავსი სიახლეები

up