მამუკა ხაზარაძემ დაასახელა პირები, რომლებსაც გიორგი გახარიასგან მუქარის წერილის მიღების შესახებ უამბო, თუმცა პროკურატურამ აღნიშნული პირები არ გამოკითხა

მამუკა ხაზარაძემ დაასახელა პირები, რომლებსაც გიორგი გახარიასგან მუქარის წერილის მიღების შესახებ უამბო, თუმცა პროკურატურამ აღნიშნული პირები არ გამოკითხა

access_time2019-09-11 14:40:57

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის უფლებადამცველმა ზვიად კორძაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. კორძაძე აცხადებს, რომ საქმეში უცნაური გარემოებაა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ წერილის შესახებ საჯაროდ გაკეთებული განცხადების შემდეგ შემდგარი გამოკითხვა პროკურატურამ საქმის მასალებში არ შეიტანა. ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ ამ გამოკითხვისას მამუკა ხაზარაძემ დაასახელა პირები, რომლებსაც გიორგი გახარიასგან მუქარის წერილის მიღების შესახებ უამბო, თუმცა პროკურატურამ აღნიშნული პირები არ გამოკითხა.


თიბისი ბანკის დამფუძნებლების ადვოკატმა განაცხადა, რომ მათ დიდი ბრიტანეთიდან მუქარის წერილის ანალიზი მიიღეს, რომლის მიხედვითაც, მასზე ათობით თითის ანაბეჭდია. კორძაძე ამბობს, რომ საქმეში ერთი უცნაური გარემოებაა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ წერილის შესახებ საჯაროდ გაკეთებული განცხადების შემდეგ შემდგარი გამოკითხვა პროკურატურამ საქმის მასალებში არ შეიტანა.


ინგლისში ჩატარდა ექსპერტიზა და ჩვენ მივიღეთ დისკი, რომელზეც ასახულია ექსპერტიზის შედეგები, აღმოჩნდა, რომ მასზე არის ათეულობით ანაბეჭდი. შესწავლილია წერილი ისე, რომ აღნიშნულია ადგილები თუ სად არის ანაბეჭდები, უკანა მხარეს უფრო მეტი ანაბეჭდია ვიდრე წინ, ყველა ანაბეჭდი მკვეთრია და გამოდგება შედარებისთვის.


ჩვენ გადმოგვეცა ინგლისელი ადვოკატისგან დისკი, ალბათ ერთი კვირა დაგვჭირდება, რომ იქიდან ჩამოვიდეს წერილობითი ნაწილიც ამ ექსპერტიზის, რომელიც აუცილებელია, რომ გამოძიებას გადაეცეს და ჩვენ ამ მასალებს გადავცემთ პროკურატურას, თუმცა მინდა გითხრათ ერთი უცნაურობა ამ საქმეში, მამუკა ხაზარაძემ მას შემდეგ რაც განაცხადა ამ წერილის არსებობის შესახებ, ჩვენ პროკურატურამ დაგვიბარა გამოკითხვაზე და წავედით სასამართლოში უშუალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით; ჩვენ დავაყენეთ საკითხი თუ რა საქმის ფარგლებში ვიკითხებოდით, რადგანაც განცხადება გაკეთდა წერილისა და მუქარის თაობაზე, რომ დაწყებულიყო ცალკე გამოძიება. ჩვენ განგვიმარტეს, რომ ვიკითხებოდით მოქმედი, ფულის გათეთრების საქმის ფარგლებში. მეორე უცნაურობა ის აღმოჩნდა, რომ ჩვენ როდესაც გადმოგვეცა საქმის მასალები და როდესაც ისინი გაგვიცვალეს, ეს გამოკითხვა საქმის მასალებში არ არის. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ასე.


როდესაც გამოიკითხა მამუკა ხაზარაძე, მან დაასახელა ადამიანები, რომელთაც იმ საღამოსვე გაუზიარა ინფორმაცია ამ წერილის შესახებ, დაასახელა ბიზნესმენები რომლებთანაც ჰქონდა საუბარი, დაასახელა შეხვედრა ბიზნესმენების, სადაც ამაზე ისაუბრა, დაასახელა გვარები, თუმცა პროკურატურას არ გამოუკითხია არცერთი მათგანი. ჩვენ ველოდებით ასეთ რაღაცას - დასახელებულები არიან ეს ადამიანები და უნდა გამოიკითხონ ეს პირები. ასევე მათ შეუძლიათ ეს ანაბეჭდები შეადარონ იმ ბაზას, რომელიც გააჩნიათ და დაუსვან მარტივი კითხვები - საიდან აღმოჩნდა მათი ანაბეჭდი ამ წერილზე, - ამბობს ზვიად კორძაძე.


BMG




პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს

პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს
access_time2020-05-28 14:30:12
„ბანკები და ფინანსები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს ესაუბრა, რომელმაც ლარის გაუფასურების პრობლემის შეფასებისას საქართველოს ეროვნული ბანკის ნეგატიურ როლზე გააკეთა აქცენტი. ბაირახტარის განცხადებით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეცდომების დაშვების არც დრო და არც უფლება არ გვაქვს, კობა გვენეტაძის უწყება შეცდომებზეც კი ვერ...

2-3 თვის შემდეგ შესაძლოა სხვა რეალობა იყოს და მთავრობის ეს დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდეს – „არსის“ გენერალური დირექტორი ანტიკრიზისულ გეგმაზე

2-3 თვის შემდეგ შესაძლოა სხვა რეალობა იყოს და მთავრობის ეს დახმარება საკმარისი არ  აღმოჩნდეს  – „არსის“ გენერალური დირექტორი ანტიკრიზისულ გეგმაზე
access_time2020-05-28 13:30:21
„ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე მნიშვნელოვანი ინიციატივები გაჟღერდა, რაც სექტორს გამოაცოცხლებს. ახლა სექტორს სწორედ შოკური მდგომარეობიდან გამოყვანა სჭირდება, რისთვისაც ეს წინ გადადგმული ნაბიჯია“, - ასე შეაფასა „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ მთავრობის მიერ წარმოდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა.   „ზოგადად რთულია ხვალინდელი დღის პროგნოზირება, თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან ეს არის კარგი და სწორი ნაბიჯი,...

,,საქკაბელი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

,,საქკაბელი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
access_time2020-05-28 12:15:58
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს ახალი წევრი შეუერთდა კომპანია საქკაბელის“ სახით.სააქციო საზოგადოება „საქკაბელი“, საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი და გამოცდილი მწარმოებელია. ქარხანა დაარსდა 1958 წელს და დღემდე უწყვეტად შეინარჩუნა პროფილი, დანერგა მოწინავე ევროპული ტექნოლოგიები, გაზარდა ასორტიმენტი. 2018 წლის 23 მარტს საქკაბელს მიენიჭა ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისობის სერთიფიკატი. კომპანია ხარისხის ფონდის სრულყოფილი წევრია, ფლობს...

ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდირება? -დეტალები

ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდირება? -დეტალები
access_time2020-05-28 12:45:55
საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით დაუსუბსიდირებს სესხის 4%-ს. ამის შესახებ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინსტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სუბსიდირება ეხება ყველა იმ სესხს, რომელიც არ აღემატება 200 000 ლარს. სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი...

ბინის შეძენის მსურველებს მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით, 5 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს

ბინის შეძენის მსურველებს მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით, 5 წლის განმავლობაში  დაუსუბსიდირებს
access_time2020-05-28 12:12:08
მთავრობა მოქალაქეებს, ბინის შეძენის მსურველებს  იპოთეკური სესხების 4%-ს, 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს. საუბარია, ყველა იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც წლის ბოლომდე დაიდება.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  რამდენიმე წუთის წინ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.  „ეს ნიშანვს იმას, რომ შეიქმნება რეალური მოთხოვნა სამშენებლო ბაზარზე. 5 წლის განმავლობაში  ჩვენ მივეხმარებით ...


მსგავსი სიახლეები

up