ადვოკატი - ნიკა მელიას პოზიციაა, რომ მასთან მიმართებაში არავითარი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა გამოიყენონ - მოლოდინი, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, არ მაქვს

ადვოკატი - ნიკა მელიას პოზიციაა, რომ მასთან მიმართებაში არავითარი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა გამოიყენონ - მოლოდინი, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, არ მაქვს

access_time2021-04-13 12:00:00

თუ სასამართლომ ნიკა მელიასთან მიმართებით მიიღო გადაწყვეტილება გირაოსთან დაკავშირებით, ეს ავტომატურად გამოიწვევს ნიკა მელიას გათავისუფლებას სასამართლო სხდომის დარბაზიდან,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დაცვის მხარის პოზიციაა, რომ არავითარი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა იქნეს შეფარდებული მელიასთან მიმართებით, რადგან ეს იქნება უკანონო.


„დღეს დიდი ალბათობით, მოსამართლე იმსჯელებს ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების დაპატიმრების განგრძობადობასთან დაკავშირებით. ძალიან მიჭირს პროგნოზის გაკეთება, ვინაიდან აღნიშნული სასამართლო პროცესი გასულია სამართლებრივი სივრციდან. მოსამართლე რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ეს იქნება ნიკა მელიას გათავისუფლება პატიმრობიდან, თუ ამ უკანონო პოლიტიკური პატიმრობის გაგრძელება, ეს ცალსახად იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლის მიერ გაჟღერდება. მოლოდინი იმისა, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული ხელისუფლების მხრიდან, ნამდვილად არ მაქვს, რადგან ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ნიკა მელია იმყოფება უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში და მისი გათავისუფლება ცალსახად გონივრული გადაწყვეტილება იქნება. ჩვენი პოზიცია იქნება ის, რომ ნიკა მელია პოლიტიკური პატიმარია და მასთან მიმართებით ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება უნდა გაუქმდეს, ის უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან. არავითარი რისკი არ არსებობს იმაზე, რომ ნიკა მელია მიიმალება, ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს“,- აცხადებს ადვოკატი.


რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, ადვოკატის განმარტებით, პროკურატურა მთელი 2 თვის განმავლიბაში აფიქსირებდა პოზიციას, რომ თითქოს მათი თვითმიზანი მელიას პატიმრობა არის და ისინი გირაოზე თანახმა არიან, თუ ამის სურვილი ექნება მელიას. კონდახიშვილის განმარტებით, ეს რა თქმა უნდა, „ტყუილი პროპაგანდაა და სამართლებრივი სივრციდან გასული განცხადებებია“.



ადვოკატის განმარტებით, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფება ხელისუფლებისთვის პრობლემაა.


„ამას ემსახურება მთელი ეს სისულელე და პროკურატურის სამართლებრივი სივრციდან გასული განცხადება. ნიკა მელიას პოზიციაა ის, რომ მასთან მიმართებაში არავითარი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა იქნას გამოყენებული და ვითხოვთ, რომ საერთოდ გაუქმდეს აღკვეთის ღინისძიება“, - განაცხადა კონდახიშვილმა.


IPN.GE




თეგები:
ადვოკატი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up